კავკასიის მსოფლიო კულტურის ცენტრი
სიახლეები
ძვირფასო მკითხველებო, ,,მედეას” 11-ე ნომერში თე- მატურად და თვისობრი- ვად მრავალფეროვან სტა- ტიებთან ერთად, თქვენ გაეცნობით მადლიერებისა და აღიარების წერილებს, რომელთა ავტორების გამო- ცდილებ...

7 სხივის მეუფენი

__________________________________________

 

ელ მორია

მე გილოცავთ თქვენ წარმატებით განხორციელებულ ამ მნიშვნელოვან ექსპერიმენტს, უმნიშვნელოვანესი და დროული ინფორმაციის დედამიწის გეგმილზე დალექვისათვის


 უსაყვარლესი ელ მორია
 30 ივნისი 2005 წელი


      მე ვარ ელ მორია ხანი, ამ დღეს ამ დესპანის მეშვეობით მოსული თქვენთან.
   მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდებიან, რომ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, განსხეულებაში მყოფი ყოველი სინათლის მატარებლის ძალისხმევას ითხოვენ. მე არ ვიცი, გრძნობთ თუ არა თქვენ ყველა იმ ცვლილებებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო მზარდი ძალითა და აჩქარებით ვლინდებიან. ჭეშმარიტად, დადგა ძალზედ სწრაფი და ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებათა დრო. და ისინი ვინც ამას ვერცა გრძნობენ და არცა ესმით, მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებენ, ვინაიდან დროის შინაარსიდან ამოვარდნენ და ცდილობენ ძველებური შეხედულებებით იცხოვრონ, რამეთუ ყველაფერს ძველი შეხედულებებით ზომავენ.
    დადგა ახალი ეპოქა, რომელსაც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შეუჩერებლივ უნდა მოარგოთ თქვენი ცნობიერება. იმიტომ, რომ ის რიტმი, რომელიც გელოდებათ უახლოეს მომავალში, მოგთხოვთ თქვენ ყოველ ძალღონეს, მთელს თქვენს მისწრაფებას და თქვენი გულების მთელს ცეცხლოვანებას.
ამიტომ, გინდაც გეჩვენებოდეთ რომ თქვენს ირგვლივ არაფერი არ იცვლება და ყველაფერი ძველებურადაა, არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს. ყველაფერი შეიცვალა! და ყველაფერი ისე მკვეთრად და შეუქცევადად შეიცვალა, რომ ვერანაირი ფანტაზია ვერ გიშველით იმაში, რომ წარმოიდგინოთ ის ცვლილებები, რომლებიც მოდიან და რომლებიც ხდებიან, მაგრამ ჯერ კიდევ შეუმჩნეველნი არიან თქვენი ფიზიკური თვალებისათვის. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მოძრაობა. და ჩვენ ვთავაზობთ ყველას ვინც გაიღვიძა, ვინც გრძნობს მომავალი ეტაპის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ვინც გრძნობს დამდეგი ეტაპის მნიშვნელობას და მზადაა მოქმედების თავდაუზოგავი  აუცილებლობისათვის, - მოემზადოს. ძალიან მალე თქვენც და სხვა ყოველი, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაში ყოფნისას, იგრძნობთ იმ ცვლილებებს, რომლებიც უკვე დაიწყო.
  თქვენთვის ძნელია ამის დაჯერება, რადგან თქვენს ირგვლივ ყველაფერი ძველებურად დარჩა ისე, როგორც იყო. მაგრამ მე გარწმუნებთ თქვენ, რომ ყველაზე მთავარი უკვე შეიცვალა, ანუ ის რასაც ჩვენ უკანასკნელი საუკუნენახევრის დროის განმავლობაში ვცდილობდით, განხორციელდა! მოხდა საკმარისი რაოდენობის ადამიანთა ცხოვრებისა და  ცნობიერების შეცვლა, რომლებიც ამჟამად განსხეულებაში იმყოფებიან, და ეს ის ცვლილებებია, რომლებმაც სრულიად საგრძნობი ცვლილებები უნდა მოიტანონ ფიზიკურ გეგმილზე. ასევე ვადებიც, რომელთა განმავლობაში იცვლება ადამიანთა ცნობიერება დედამიწის გეგმილზე,  საგრძნობლად შემცირდნენ. იყო დრო როდესაც ცნობიერების შეცვლა ათეული და ასეული წლების განმავლობაში ხდებოდა ფიზიკურ გეგმილზე. ეხლა კი, თუ თქვენი ცნობიერება შეიცვალა, ერთი ღამეც კი ვერ გაივლის ისე, რომ შეცვლილი ცნობიერება არ აისახოს თქვენს საქმიანობაზედ. მე ვლაპარაკობ და ვცდილობ გავამარტივო სათქმელი, რათა თქვენ შეძლოთ შექმნათ წარმოდგენა მომავალი დროის მიმართაც და მომავალ შესაძლებლობებზედ.
  ძალიან მალე თქვენ თქვენს ცხოვრებებში შეამჩნევთ იმ შედეგებს, რომლებსაც მოიტანს თქვენი შეცვლილი ცნობიერება. და თუ  თქვენს ცხოვრებებში თქვენ ვერანაირ ცვლილებებს ვერ შეამჩნევთ, მაშინ ეს მხოლოდ ერთადერთ რამეზე მეტყველებს, - თქვენ ამაოდ დაკარგეთ დრო ამ კარნახების წაკითხვისას იმიტომ, რომ ის უმთავრესი, რისთვისაც იძლევა ეს კარნახები, თქვენ ვერ მოიპოვეთ. თქვენ ვერ შეცვალეთ თქვენი ცნობიერება. თქვენ ამაოდ დაკარგეთ ძვირფასი დრო და ღმრთისაგან ნაბოძევი შანსიც ამაოდ გაუშვით ხელიდან.
თქვენ ძველებურად ფიქრობდით, რომ ლამაზ სიტყვებს წაიკითხავდით კარნახებში და ეს იქნება და ეს, მეტი არაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენ შეგეშალათ, რამეთუ ლამაზი სიტყვების ამოკითხვის გარდა თქვენგან მოითხოვდნენ კონკრეტულ მოქმედებებს, რომელთა მეშვეობითაც თქვენ 100 პროცენტით მიიღებდით შედეგს, - თქვენი ცნობიერება შეიცვლებოდა თუ კი არ იზარმაცებდით და ამ კარნახებს წაიკითხავდით არა მხოლოდ სიტყვებისათვის, არამედ როგორც პრაქტიკულ მოქმედებათა სახელმძღვანელოს მოქმედებისათვის ფიზიკურ გეგმილზე.
  რა გაეწყობა, ვინც ამ განდობის დაჩქარებული კურსის შესრულებით, საკუთარი შანსი ხელიდან გაუშვა, რათა საკუთარი ცნობიერება შეეცვალა, მიიღებენ საშუალებას დარჩენ იგივე დონეზე და განმეორებით წაიკითხონ იგივე კარნახები, რაც ამ დესპანის მეშვეობით გეძლევათ, დაწყებული ამაწლის 4 მარტიდან, ანუ პირველივე კარნახიდან.
  და თუ თქვენ კვლავ ვერავითარ ცვლილებებს ვერ შეამჩნევთ თქვენს ცნობიერებაში და ვერც ვერანაირ ცვლილებას ვერ იგრძნობთ თქვენს ცხოვრებაში, მაშინ მე გირჩევთ მესამეთ გადაიკითხოთ ისინი.
თქვენ მიიღეთ ფასდაუდებელი, სრულიად უნიკალური საჩუქარი ამ კარნახების სახით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ენერგია იყო დახარჯული ამაღლებულ სულთა ურდოებისაგან, რათა ეს კარნახები ინტერნეტით მოეტანათ თქვენამდის პირდაპირ თქვენს სახლში. რამდენი ანგელოზი იყო დასაქმებული! მე აღარ ვლაპარაკობ უკვე იმ ძალისხმევაზე, რაც  ტატიანამ  გაიღო ამ კარნახების მიღებისას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ იმას, თუ რას ნიშნავს გაუძლო ყოველდღიურად ინფორმაციის ამგვარ ნაკადს და ენერგიებს. და ამასთან ერთად შეძლო საკუთარი თავის შრომის უნარიანობის შენარჩუნება თითქმის ოთხი თვის მანძილზედ ისე, რომ არც ერთი დღე არ გააცდინო.
  ექსპერიმენტის დაწყების წინ,  ჩვენგან არავინ არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მოვახერხებდით ესოდენ საჭირო ინფორმაციის ამ მოცულობით გადაცემას და ისიც ესოდენ შემჭიდროებულ ვადებში. მაგრამ ჩვენ ეხლა თამამად შეგვიძლიან გავაცხადოთ, რომ ექსპერიმენტი შესდგა! სამუშაო შესრულებულია, და სამუშაო შესანიშნავადაა განხორციელებული!
  მე გილოცავთ თქვენ და ვულოცავ ტატიანას, ამ უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელებას, რომლის შედეგადაც ფიზიკურ გეგმილზე უმნიშვნელოვანესი და დროული ინფორმაცია დაილექა. სამუშაო გაგრძელდება, მაგრამ დაგვრჩა მთავარი ეტაპი. ეტაპი ინფორმაციული. როდესაც პლანეტამ ფიზიკურ დონეზე ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო და ისიც მიმდინარე მომენტისათვის. თქვენ ამასთან ერთად მოგეცემათ საშუალება მიიღოთ ყველა საჭირო განმარტება. და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამუშაოს ჩვენი დესპანის, ტატიანას  მეშვეობით.
  დგება ახალი ეტაპი. ეტაპი, როდესაც ინფორმაცია, რაც ჩვენს კარნახებშია მოთავსებული, აღმოცენდება ადამიანთა გულებში. და ყოველი ადამიანი შესძლებს გამოიყენოს საკუთარი ძალები და ნიჭი. სამუშაო ყველას ეყოფა! უმნიშვნელოვანესი სამუშაო, - ფიზიკური გეგმილის შესაცვლელად, - მხოლოდ ეხლა იწყება. და ყოველი, რომელმაც საკუთარი ცნობიერება გააღვიძა და ცეცხლი აანთო საკუითარ გულში, გახდება ცოდნის, ინფორმაციისა და ენერგიების  წყარო ყოველი იმ ადამიანისათის, ვისაც კი არ უნდა შეხვდეს საკუთარი ცხოვრების გზაზედ. თქვენთვის, როგორც სინათლის მატარებელთათვის, დასმულია ამოცანა,- მუდმივად აღვივებდეთ თქვენი ჩირაღდნების ალს, რათა ამით სინათლე მოუტანოთ მსოფლიოს.
  ყოველი იმათთაგანი, ვინც შეძლო საკუთარი ცნობიერების გაღვიძება ამ კარნახთა კითხვის პროცესში, მიიღებს ჩემგან ობობას ქსელის მსგავს უწვრილეს ძაფს, რომელიც დამაკავშირებს მე მასთან და განსაცდელების ჟამს მიიღებს ჩემგან დახმარებას.
  თქვენ მხოლოდ ამ მოწოდებით  უნდა მომმართოთ: „სახელითა მე ვარ, რომელიც ვარ მე მოუწოდებ ძაფს, რომელიც მაკავშირებს მე მეუფე ელ მორიასთან, იმოქმედოს. მეუფე ელ მორია, გეთაყვა, თუ შეიძლება დამეხმარე მე ჩემს სიტუაციაში (აღწერეთ სიტუაცია დაწვრილებით). დამეხმარე ღვთაებრივი გადაწყვეტილების ძებნაში ჩემი სიტუაციისათვის და გამიწიე ის დახმარება, რომლის უფლებასაც იძლევა უზენაესი კანონი.“
და როგორც კი გააკეთებთ ამ მოწოდებას, მე დავეხმარები ყველას, ვინც საკუთარი შრომით დაიმსახურა მიეღო ეს პირადი, პერსონალური კავშირი ჩემთან. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ კავშირის ამ ძაფს, რომელიც თქვენს გულებს აკავშირებს ჩემს გულთან. და ძალიან ბევრი უკვე გრძნობს კიდეც ამ კავშირს.


მე ვარ ელ მორია.
და მე ვადასტურებ, რომ  ღმერთთან  ერთად  ყველაფერი შესაძლებელია.

 

 

________________________________

ლანტო

 

 ____________________________

პავლე ვენეციელი

 

_______________________