კავკასიის მსოფლიო კულტურის ცენტრი
სიახლეები
ძვირფასო მკითხველებო, ,,მედეას” 11-ე ნომერში თე- მატურად და თვისობრი- ვად მრავალფეროვან სტა- ტიებთან ერთად, თქვენ გაეცნობით მადლიერებისა და აღიარების წერილებს, რომელთა ავტორების გამო- ცდილებ...

 

 

მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი

 
 
"მხოლოდ კავკასიის ხალხში  აღწევს სული
აბსოლუტურ  თავისუფლებას, მთლიანობას
და  ერთობას  საკუთარ ინდიიდუალობასთან... 
აღწევს თვითგამორკვევას და თვითგანვითარებას, 
რითაც წინ  მიჰყავს კაცობრიობის ისტორია.” 
/ ჰეგელი /



   ქვეყნებს, ერებს, მსოფლიო რელიგიათა და სულიერ ორგანიზაციათა ლიდერებს, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთელს პროგრესულ კაცობრიობას!
 

  მერწყულის ეპოქის მეექვსე რასა, თამამად შედის თავის ძალაუფლებებში! იგი დაუფარავად აცხადებს საკუთარი თავის შესახებ არნახულად განვითარებად მეცნიერებებში, ტექნიკაში, ტექნოლოგიებში, კერძოდ კი ნანოტექნოლოგიებში, ინდიგოს თაობის ბავშვთა პარანორმალურ თვისებებში, მსოფლიოს დემოკრატიზაციისა და სამართლებლივ უფლებათა გლობალიძაციაში, ადამიანის უფლებათა იდეის მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებაში შედეგად რისა, კაცობრიობა მზადაა რელიგიურ სივრცეში მსოფლიოს რელიგიათა პრობლემების გადასაჭრელად, გაეროსა და იუნესკოს მსგავსი ორგანიზაციების შექმნით მსოფლიოს რელიგიურ სისტემათა განვითარებისა და რელიგიათაშორისი პროცესების ნორმალიზაციისათვის, ტოლერანტობისა და ურთიერთ თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნით.
    მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სახეზეა როგორც წარსულ ეპოქათა მისტიური, ასე თანამედროვე მსოფლიო რელიგიათა წიაღში დავანებულ საიდუმლო ცოდნთა ლეგალიზაციის ფაქტი.
   აშკარაა რომ ეს,კაცობრიობის ცნობიერების ისტორიული ევოლუციის პროცესია და იგი შეუჩერებელია. ყოველი საიდუმლო გაცხადებული ხდება. ადამიანთა განათლებული ცნობიერება მასიურადაა გამზადებული ყოველი მისტიური ცოდნის მისაღებად, იქნება ეს გარდასულ ეპოქათა მისტიური ცოდნა,ვთქვათ ელლინიზმის უდიდესი და უდიადესი ცოდნა, თუ თანამედროვე რელიგიათა აქამდე დაფარული ცოდნა. მეცნიერება ვრცელი ფრონტით უშუალოდ მიუახლოვდა ამ საკითხს, როგორც ლეგალურად ასე სახელმწიფოთა გასაიდუმლოებული კვლევების მეშვეობით და გამალებით სწავლობს ეგრეთ წოდებული ჩაკრამების,ფსიქიური ცენტრების, თვისებებს, და უკან არ იხევს არცა წინააღმდეგობებისა და არცა (სამწუხაროდ) აკრძალვების გამო, რამეთუ სახელმწიფოთა კვლევების სივრცე არავითარ აკრძალვებს არ ექვემდებარება. საიდუმლოდ თუ ლეგალურად, ერთეულებისა თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების სახით, კაცობრიობა სწავლობს ადამიანის ფსიქიკისა და ბუნების კანონებს, რასაც ხელს უწყობს მეცნიერებისაგან კაცობრიობის ცნობიერების საერთო დონის ინტენსიური ამაღლება, რაც მსოფლიოს განვითარების ხედვის ახალ კუთხეს წარმოგვიჩენს,ერთის მხრივ მსოფლიოს რელიგიებს, რომლებიც დღემდე ვერ თმობენ ადამიანთა მასების მართვის მონოპოლიას და, მეორეს მხრივ, არა მარტო ცალკეულ ღრმად განათლებულ ადამიანებებს, არამედ მოაზროვნე ადამიანთა მასებს, რომლებმაც მოიპოვეს სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის უფლება საერთო ევოლუციისა და საკუთარი მაღალი ცნობიერების ძალით.
    ასეთი სულიერი აღზევება, ჩვენი ახალი დროის ნიშანია. წარსულში მხოლოდ ღრმად მოაზროვნე ადამიანები პოულობდნენ საიდუმლო ცოდნას თვითონ, ან მისტიურ სკოლებში ეზიარებოდნენ მას და, მამა ქრისტიან როზენკრეიცის  მსგავსად, უკვე თვითონ აყალიბებდნენ თავის ახალ, ტამპლიერების, მასონებისა თუ მორმონების  მსგავს მისტიურ მიმართულებებს, ისევე როგორც ევროპის, არაბული ქვეყნებისა თუ ისრაელის მსგავს კაბალისტურ მიმართულებებს, ღვთისა და კაცობრიობის მსახურებისათვის.
საიდუმლო და გაცხადებულ პრობლემათა მიმართ, აღმოსავლეთის ისტორიაში არსებობს განსაკუთრებულად განსხვავებული მიდგომა: ერთსა და იგივე რელიგიურ კონფესიაში ორ,ეგზოთერულ და ეზოთერულ,განსხვავებულ რელიგიურ ცნიბიერებათა დონის მატარებელ ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობა. მათი ათასწლეულების მანძილზე მშვიდობიანი თანაარსებობა განსაკუთრებულად ნიშანდობლივია იმით,რომ ბუდიზმს არასოდეს არ შეურცხვენია თავი რელიგიური დევნითა და ინკვიზიციის სისხლის ღვრით, რასაც ვერ ვიტღვით ქრისტიანობაზე, სადაც ყველაზე მშვიდობიანი მაცხოვრის სახელით,ზღვა სისხლია დაღვრილი.
ამ მხრივ საჭიროა აღინიშნოს კიდევ ერთი მსოფლიო რელიგია, რომელიც ბუდიზმის მსგავსი განსაკუთრებული შემწყნარებლობით გამოირჩევა, - იუდაიზმი!
ყოვლად ძლიერი დროის მოთხოვნილება,_დემოკრატიზაცია,_ფაქტობრივად უკვე რეალურად,  აისახა მსოფლიოს ქვეყნების კონსტიტუციებში და მტკიცედ მკვიდრდება მთელს მსოფლიოში ერებისა და ქვეყნების დემოკრატიული თავისუფლებების სახით. მსგავსად ამისა, ჩვენ ვაცხადებთ ზუსტად ასეთივე დემოკრატიზაციას რელიგიაში, რათა ჩვენს, არც ისე მარტივ დროში, თავი დავაღწიოთ რელიგიური გადახრების ფანატიზმს და სამუდამოდ მოვიცილოთ ტერორიზმი.
ერთერთი უმთავრესი იმ ამოცანათაგანი, რომლებიც ამ მანიფესტითაა განსაზღვრული, არის არა მხოლოდ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების გაცხადება, არამედ თანასწორუფლებიანობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის უფლების გაცხადება ყოველი მსოფლიო რელიგიის სივრცეში უკვე რეალურად არსებული ორი,-ეზოთერული და ეგზოთერული,_მიმართულებებისათვის.
ამგვარად, ჩვენ ვაცხადებთ მსოფლიო რელიგიებისა და სექტების სივრცეში არსებული, დასახელებული მიმართულებების მშვიდობიან თანაარსებობას.
ნიშანდობლივია, რომ რელიგიური ფსიქოზი და ფანატიზმი, პოსტ საბჭოური სივრცის 70 წლიანი სულიერი შიმშილის შედეგია, რადგან ათეიზმიდან ეკლესიურობისაკენ სწრაფმა შემობრუნებამ ვერ უზრუნველჰყო რელიგიური კულტურის დეფიციტი, აქედან აღზევებული შეუწყნარებლობა და ფანატიზმი, რაც პარტბილეთების "იმუნიტეტის” სანაცვლო რელიგიური "იმუნიტეტის” შეძენის სურვილითაა დაბადებული. ზუსტად ამითაა გამოწვეული ქრისტეს შეურაცხმუოფელ ინკვიზიტორთა გამოსვლებიც...
და მაინც, ყაზახეთის მსგავსად, საქართველო, სახელმწიფოს რეფორმებით აღორძინების, მსოფლიო მასშტაბით, უჩვეულო ეროვნული რენესანსის თავისებური მანიფესტია:
-საქართველო ვით წმინდა ფენიქსი აღსდგა იმ ფერფლიდან, რომლადაც იგი ბორიტების იმპერიის ხელში გარდაიქცა;
-საქართველო, იმპერიასთან ელვისებური ომის შემდეგ, ფაქტიურად გამარჯვებული გამოვიდა.
ეს ორივე ფენომენი ნაციონალური პარტიის პოლიტიკის და მისი ლედერის,_მიხეილ სააკაშვილის შრომოს ნაყოფია. მთელი მსოფლიოს მშვიდობიანი თანამეგობრობა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭარად უნდა გაერთიანდეს და მისი პიროვნების მხარდაჭერით დაიცვას მსოფლიოს კულტურული ფასეულობანი,  ვინაიდან რუსეთის ცნობილი საქციელი, ისტორიის მსოფლიოს განმანთავისუფლებელ მოძრაობათა იდეას აუფასურებს. ეს კი, თავისთავად ცხადია,_აბსურდია! საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და მათი შინარსის ჩანაცვლებითა და მანიპულირებით,  იმპერიები ამართლებდნენ თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებს. საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის დროს, თავდასხმა სინამდვილეში ევროპაზე განხორციელდა და მას მრავალი წარმოუდგენელი უბედურება ემუქრებოდა, შესაძლოა ატლანტიდის მსგავსი კატასტროფაც კი. ეს ფაქტია. ეს სრული სინამდვილეა! ეს ყველამ უნდა დაინახოს, რათა დასრულდეს ჩვენი პრეზიდენტისადმი გაუთავებელი უსაფუძვლო პრეტენზიები, რადგან ასეთ შემთხვევაში ჟანა დარკი, ივანე სუსანინი, ყოველი ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლა და თვით მეორე მსოფლიო,_რუსეთისათვის განმანთავისუფლებელი,_ომიც კი, კანონგარეშედ ფასდება. სააკაშვილი საკუთარი ერის განმანთავისუფლებელია და არა დამნაშავე რუსეთის მიმართ. ასეთი ალოგიზმის მხარდამჭერთ მოუწევთ რუსეთის უდიდესი ეროვნული გმირის,_დიმიტრი დონელის,_ურდოს წინაშე დამნაშავედ გამოცხადება. მაგრამ რუსეთი დიმიტრი დონელიდან იწყება, საქართველო კი - სააკაშვილიდან.
გამომდინარე ყოველი ზემოთხსენებულიდან ვაცხადებთ:

 I-საჭიროა შეიქმნას სრულიად საკაცობრიო, მსოფლიოს რელიგიათა თანამშრომლობის ერთიანი სისტემა, აპოკალიფსის პერიოდის ამ არც ისე მარტივი პროცესების რელიგიურ სივრცეში სამართავად, გაეროსა და იუნესკოს მსგავსი ორგანიზაციების ჩამოყალიბებით. ამგვარად, გლობალურად დამკვიდრდება არა მხოლოდ მსოფლიო რელიგიათა მშვიდობიანი ურთიერთობები და თანამშრომლობა, არამედ მათ სივრცეში არსებული ორი განსხვავებული, ეზოთერული და ეგზოთერული ცნობიერების მქონე ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობაც. ახლად ჩამოსაყალიბებელ ორგანიზაციათა ენობრივი უზრუნველყოფაც გაეროს მსგავსად უნდა განისაზღვროს. თუ დასავლეთის ხუთი ენა თანამშრომლობს დღეს აღმოსავლეთთან ჩინური ენის საშუალებით, ასევე  შესაძლებელა ურთიერთობის ხუთი აღმოსავლური ენაც,_ტიბეტური, ინდური, სპარსული, არაბული, ივრიტი და დასავლური, ელადის უკვდავი ენა - ბერნული, რაც მსოფლიოს ურთიერთობათა ენობრივი სივრცის გაზრდით, დაახლოების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
 

II-გაეროსა და იუნესკოს მსგავს მსოფლიოს რელიგიათა ერთიანი თანამშრომლობისა და მართვის ცენტრში უნდა შეიქმნას მსოფლიოს ერთიანი ეთიკური ცენტრი, რომელიც ყოველთვის განსაზღვრავს როგორც ბუნების ჯერ უცნობი კანონების შესწავლის ლეგიტიმურობას, ასე ცხოვრებაში სიახლეთა შემოტანის მიზანშეწონილობას და შეათანხმებს მათ გაეროსთან ერთობლივი გადაწყვეტილებისათვის. ასე გადაწყდება კაცობრიობის უსაფრთხო განვითარების  საკითხები იმ შემთხვევებში, როდესაც აღმოჩენები ნაადრევი იქნება კაცობრიობის არსებული ცნობიერებისათვის. ასეთი  პრობლემები ახალი როდია მსოფლიოსათვის, ვთქვათ იაპონიაში, ატომურ ენერგიასთან და გენეტიკურ კოდთან მიმართებაში.
 

III-ზუსტად დღეს უნდა გავიხსენოთ ნიკოლოზ რერიხის კულტურის პაქტი, რათა შევძინოთ მას ახლებური შინაარსი და ჟღერადობა თვით ლოგოსის, სიტყვის შინაარსის მიმართ, რათა დავიცვათ სიტყვა გაავებულ პოლიტიკოსთა ძალისმიერი, "თავისუფალი” განმარტებებისაგან, ვინაიდან ძალისმიერი პოზიცია ის ყველაზე საშიში მიდგომაა სიტყვის მიმართ, როდესაც შეიძლება ევროპის დიდი ქვეყნის მთავრობის ერთიანი განადგურება... სადღეისოთ, მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საჭიროა მიხეილ სააკაშვილისათვის დამსახურებული ნობელის პრემიის მინიჭება, რათა მსოფლიოში ახალი რეალიები და ახალი სულიერი კრიტერიუმები დამკვიდრდნენ და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას საერთაშორისო პროვოკაციებს.

ამგვარად, საშიშ პრეტენზიათა საპირწონედ, კაცობრიობის წინაშე, ყოველი დამსახურება იქნება დაფასებული, დაცული იქნება მსოფლიოს კულტურისა და ეთიკის ყოველი მცნება, იმპერიები კი წავლენ სამუდამოდ თავიანთი აბელცევებით, სლიზკებითა და გრიზლოვებით, რამეთუ რუსეთს თავისი უბრწყინვალესი მომავალი გააჩნია,_ივანე ასიათასიანი, _რასაც მსოფლიო უკვე კარგა ხანია რაც ელოდება რერიხის სილიერი კულტურის მატარებელი სამშობლოდან!

 

რერიხის საზოგადოების პრეზიდენტი     -  თამაზ თავაძე