კავკასიის მსოფლიო კულტურის ცენტრი
სიახლეები
ძვირფასო მკითხველებო, ,,მედეას” 11-ე ნომერში თე- მატურად და თვისობრი- ვად მრავალფეროვან სტა- ტიებთან ერთად, თქვენ გაეცნობით მადლიერებისა და აღიარების წერილებს, რომელთა ავტორების გამო- ცდილებ...


კავკასიის მსოფლიო კულტურის ცენტრი - კ. მ. კ. ც.

_________________________________________________________________

 

ასტროლოგიის ინსტიტუტი

 


 

 

„სრული უაზრობა და წინასწარ განწი- რული იქნებოდა ყოველი მცდელობა, ელოდებოდე იმას, რომ შესრულდება რაღაც, რაც არასოდეს არ გაკეთებულა მანამდე, თუ არა იმ ხერხით, რომელიც ჯერ არც კი გამოუცდიათ.”

/ფრენსის ბეკონი/

 

  ფრენსის ბეკონის* აფორიზმის ჭრილში თქვენ დაინახავთ იმას, თუ როგორ ცდილობს უდიდესი ფსიქიატრი და უდიდესი ფილოსოფოსი კარლ გ. იუნგი საუკუნეთა ამოცანების გადაწყვეტას, როგორი შეუპოვრობით ცდილობს იგი მიიღოს პასუხი იმაზედ, თუ რა არის ქვეცნობიერი და რა არის აბსოლუტი ისეთ ისტორიულ პერიოდში, რომლის სივრცეშიც ამ ამოცანების გადასაწყვეტი ხერხი და წარმოდგენები ჯერ არ შეუმუშავებია კაცობრიობას.
  

    კ. გ. იუნგი, - მართლაც ჭეშმარიტი გენიოსი იყო ამ დარგში, რადგან უსწრებდა დროსა და მოვლენებს დასავლურ სამყაროში, რამეთუ მან ასეთი დასკვნა გამოიტანა საკუთარი მეცნიერული ძიებებიდან: „ერთადერთი რამ, რომლის აღიარებაზედაც ჩვენ ვამბობთ უარს, არის ის, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ძალებზე, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ემორჩილებიან”
 /ძილის სიმბოლიზმის არქეტიპები. კარლ გ. იუნგის წიგნიდან “ადამიანი და სიმბოლიზმი”/
კარლ გ. იუნგის დროს, გამოკვლევებს ემორჩილებოდა მხოლოდ ის, თუ რა მართავდა ადამიანს და რადგან მაშინ კიბერნეტიკა და საერთოდ მართვის სისტემები ჯერ ჩანასახში იმყოფებოდნენ კ. გ. იუნგი, ზემოთ მოყვანილი ფრენსის ბეკონის აფორიზმის თანახმად, უძლური იყო ამოეხსნა ათასწლეულების ეს ამოცანა.
  ეხლა კი, კვლევის საგანს თავად მართვის სისტემები წარმოადეგენენ, ანუ ადამიანი გაეცნო იმ ახალ იდეებს, რომელთა დახმარებით იგი, ბოლოს და ბოლოს წვდება საკუთარი თავის მართვის სისტემებს და ეუფლება მათ. მართვის სისტემები მუშაობენ იმ სიგნალებზე რეაგირებით, რომლებიც მართვის ერთიან სისტემაში წინასწარ არიან გათვალისწინებულნი. ამის გაცნობიერებით ადამიანი დაძლევს უმეცრებით შექმნილი უარყოფითი ძალების (უარყოფითი კარმის) მასზე ბატონობას!!! და ეს უკვე ის ხარისხობრივი ცვლილებაა ადამიანის სიცოცხლისა და ბუნებისადმი დამოკიდებულებაში, როდესაც იგი, როგორც ასეთი, თავს დააღწევს უარყოფითი კარმის მასზე ბატონობას და ბუნებასთან თანამშრობლობით სამყაროს შემოქმედად გარდაიქმნება.
   აი ამაში მდგომარეობს მთელი მომავალი ასტროლოგია და მისი პრაქტიკა, რომლის მეცნიერებასაც წარმოადგენენ

აგნი იოგა


და მისი სანუკვარი, შუაგულის არსის პრაქტიკული მეცნიერება სახელწოდებით

ოქროს საწმისი.

   მაგრამ ეს არც ისე იოლია, თუნდაც დღევანდელობის დემოკრატიული და მეცნიერული მიღწევებით შექმნილ ესოდენ ხელსაყრელ პირობებშიც კი, რამეთუ „ლოგიკა, რომელიც ახლა გამოიყენება, ნაცვლად იმისა, რომ ეძებდეს ჭეშმარიტებას, ემსახურება შეცდომებს და მათ დამკვიდრებას საზოგადოდ არსებულ წარმოდგენებში. ამიტომ ასეთი ლოგიკა უფრო მავნეა, ვიდრე სასარგებლო,” _ ამბობს ფრენსის ბეკონი.
რა თქმა უნდა, რომ ეს აფორიზმი რეალურად ასახავს უმწვავეს პრობლემებს, რომლებიც მთელს დედამიწაზე, უპირველეს ყოვლისა მედიცინისა და რელიგიის სფეროებში არიან დაგროვილნი...
გამოსავალი?!
   რა გზას უნდა დავადგეთ საუკუნის ამ უმწვავესი პრობლემების გადასაწყვეტად?!
პასუხისათვის ისევ ფრენსის ბეკონს მივმართოთ!
  „არ უნდა მივმართოთ ისეთ სამართალს, რომელიც თავად უსამართლოა”, ანუ სამართალი ისაა, რომ ჩავხედოთ თვალებში სიმართლეს და დავინახოთ უმწვავეს დაავადებათა სახით არსებული ეპიდემიებისა და პანდემიების პრობლემები მედიცინაში, და ტოტალური რელიგიური პრობლემები მსოფლიოს ყველა რელიგიებში, რომელთა შორის უმთავრესია მონოპოლია ჭეშმარიტებაზე და ღმერთზე.

______________________

* გაეცანით ფ. ბეკონის უჩვეულო შემოქმედებას - „ლეგენდები და მითები” თ.თავაძეს თარგმანში.

 

*  *  *

 

გენიოსების გზა ყოველთვის ტანჯვის ეკლიან გზას წარმოადგენდა. ქვეყანა კი მათ ყოველთვის გაავებული სიძულვილით ხვდებოდა....

 

   ეს ჩვენი დედამიწა ცოდნის შეძენისა და მისი თაობიდან თაობამდე გადაცემისა და შენახვის პოლიგონს წარმოადგენს. დედამიწაზე აბსოლუტური ცოდნის შეძენის შესაძლებლობა არსებობს და მხოლოდ ზეციური იეროგლიფების კითხვის უნარიანი სულები ინახავენ ამ ცოდნას თაობიდან თაობამდე, რასიდან რასამდე გადასაცემად, რადგან ახალი რასის მშენებელი უზარმაზარი სულიერი პოტენციალის მქონე სულების მოვლენისას, გადასცენ ეს ესტაფეტა, - სანუკვარი ცოდნა, - კაცობრიობას და ამით უზრუნველჰყონ ახალი, მეექვსე რასა ახალ საფეხურზე გადასაყვანად.
   ასეთი იმპულსი, არსებული რასის მეხუთე საფეხურიდან მეექვსეზე გადასაყვანად, დიდმა ელენე ბლავატსკაიამ შემოიტანა XIX-ე საუკუნის ბოლოს ინგლისში, იმ ქვეყანაში, სადაც ძველად, რომის შემდეგ, საბერძნეთის ელევზინის მისტერიებმა გადაინაცვლეს და დღემდე წარმატებით მუშაობენ...
   მეექვსე რასის წარმატებით მშენებლობის გაცხადება მოხდა ბლავატსკაიას კაპიტალური ნაშრომით, _ „იზიდას საბურველის გადახდა”, შემდეგი გაცხადება კი, მისი, ასევე კაპიტალური ნაშრომი, - „საიდუმლო დოქტრინა” გახლდათ.
  უნივერსალური ცოდნის ამ უნივერსალურმა ადამიანმა, ე. ბლავატსკაიამ, შემოაქცია მთელი კაცობრიობა როგორც თავისი პრაქტიკული შემოქმედებით ასევე თავისი კაპიტალური ნაშრომებით.
ბლავატსკაიას შემდეგ გიგანტური იმპულსი შემოიტანეს ულამაზესი ოჯახის უბრწყინვალესმა, ასევე რუსმა, ადამიანებმა, _ რერიხების ოჯახის წევრებმა: ნიკოლოზ რერიხმა, ელენე შაპოშნიკოვა _ რერიხმა და მათმა შვილებმა იური და სვიატოსლავ რერიხებმა. მათი ფუნდამენტალური გზავნილი კაცობრიობისადმი, უკვე რუსულ ენაზე, წარმოადგენს მეექვსე რასის გახსნილ იდეოლოგიას, _ „აგნი იოგა”-ს, 14 წიგნის სახით და ეს ფაქტი ოკულტური ცენტრის სულიერ რუსეთში გადანაცვლების ნიშნად უნდა იქნას მიჩნეული.
ამ მოძღვრების მეშვეობით ცოდნათა ჩანაცვლება როდი მომხდარა, არამედ ეს არსებული ცოდნის შემდგომი ისეთივე ევოლუციაა, როგორც მოსეს ძველი აღთქმიდან, ქრისტეს ახალ აღთქმამდე გადასვლა. ასე რომ ამ ახალ მოძღვრებასაც თავისი სახელი გააჩნია, _ პარაკლეტის მოძღვრება, რამეთუ ძველმა ელადამ იცოდა ევოლუციის სრული ციკლი და მისი ეტაპები, ამიტომაც იწანასწარმეტყველა მისი მოსვლაც  და  უკვე კარგად ცნობილი მისი სახელწოდებაც:
  

აგნი-იოგა, პარაკლეტის, სულიწმინდის ხანა.
 

   აგნი-იოგა, ამგვარად, წარმოადგენს ყველა არსებულ რელიგიათა და მოძღვრებათა კომპენდიუმს და ამასთან ერთად იგი განთავისუფლებულია საუკუნეების მასზედ ზემოქმედი დანალექებისა და გადახრებისაგან. გადახრები კი, სამწუხაროდ, საუკუნეთა ბრძოლისა და შემოქმედების გარდაუვალი მოვლენაა და ეს ფაქტი ზღვა მაგალითებითაა ილუსტრირებული ისტორიაში, რომელთაგან მხოლოდ ორს მოგახსენებთ დასტურისათვის...
  ...მამა ბასილი დიდი ამბობს, რომ გადამწერებს „...ჩვეოდათ კლებაიცა და მატებაიცა...”
  ...დიდი ორიგენი, ფუნდამენტალური ნაშრომის „საწყისებზე”-ს ავტორი, ვერ გადაურჩა „ცენზურას” და ამგვარი ცენზორებისგან მისი ნაშრომი ძალზედ მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მისი ნაშრომიდან „არასასურველი” ადგილების ამოსაღებად მრავალ ხერხთა შორის გაუგონარი ხერხიც იყო გამოყენებული: ძირითადი ტექსტი ჯერ წაშალეს და შემდეგ  წანაშლელზე იგივე ტექსტი ჩაწერეს სიტყვა სიტყვით და... წანაშლელის კვალით ძირითადი ტექსტის შინაარსი აშკარა ეჭვქვეშ დააყენეს(!!!)...
ასე რომ, დრო და დრო, ისტორია გადაწერს თავის ფურცლებს რათა აღადგინოს ჭეშმარიტება...
ასეა თუ ისე, მაგრამ მაინც არსებობს უტყუარი ცოდნის გადაცემის ცოცხალი ჯაჭვიც, თუმცაღა ცოდნის გადაცემის გარკვეული სირთულეები მაინც არსებობენ დღემდე. ამისდა საილუსტრაციოდ, ცოდნის შენახვისა და მისი გადაცემის სირთულეთა ამსახველ ულამაზეს იგავს მოგახსენებთ. ამ იგავში თქვენ დაინახავთ იმ სირთულეებს, რომელთა გავლით ცოდნამ მოაღწია ჩვენამდე. ამ იგავში იმ მოულოდნელ სირთულეებსაც დავინახავთ, რომლებიც ცოდნის შემდეგ ეტაპზე გადასვლისას ჩნდებიან...
  ...ერთმა მოძღვარმა შეიტყო, რომ მის მახლობლად, სადაც იგი თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ახალი მოძღვარი დასახლდა ასევე თავისი მოწაფეებითურთ.
  მან გადაწყვიტა ბრძენთა სიმბოლური ენით შეეტყობინებინა მისთვის ის, რომ მისი ადგილი იქ არ იყო და  სხვაგან წასვლა შესთავაზა ასეთნაირად: თავის საუკეთესო მოსწავლეს წყლით სავსე თასი გაატანა ახლად მოსულ მოძღვართან. ოსტატმა თასში იმდენი წყალი ჩაასხა, რომ ერთი წვეთის დამატებაც კი შეუძლებელი იყო. ამით ის ეუბნებოდა მოსულს: ჩვენ ძველთაგან, სრული ცოდნა უკლებლივ შემოვინახეთ, ყველაფერი ვიცით და შენ ვერაფერს დაუმატებ მას და ვერც ვერაფერს ახალს ვერ იტყვიო, ასე რომ აქ  შენი ადგილი არააო, წადი და სხვაგან იქადაგეო...
ოსტატობის დასტურად თასი თავის საუკეთესო მოწაფეს გაატანა, რითაც ასევე იმასაც ატყობინებოდა რომ “ჩვენ არც ოსტატობა გვაკლიანო”, რადგან ეს თასი დესპანმა რთულ გზაზე ისე გაატარა, რომ წვეთიც კი არ დაუღვრია...
როდესაც დესპანი, თასით ხელში, წარსდგა ახალი მოძღვრის წინაშე, ახალმა მოძღვარმა მთელი ეს გზავნილი ამოიკითხა და გაიღიმა...
...თავის მხრივ მან აიღო ლოტოსი (დუმფარა) და გაოგნებული დესპანის თვალწინ, მის ხელშივე მყოფ წყლით სავსე თასზე ეს დიდი ლოტოსი დადო ისე, რომ წყალი არამც თუ არ გადაღვრილა, არამედ მისი ზედაპირი არც კი შერხეულა(!!!) ამით მან თავისი ზეოსტატობაც დაანახა მოსულს და ასეთი ამბავიც ამცნო თავის ოპონენტს: დიდი მადლობა ცოდნის აქამდე უკლებლივ მოტანისათვის, მაგრამ ცოდნას ნაყოფი ამშვენებსო და დადგა ჟამი მოძღვრებიდან ნაყოფის მიღებისაო...
შემდეგ ამისა, ხელიდან გამოართვა სტუმარს მოტანილი თასი დუმფარით და გადასცა უკვე თავის საუკეთესო მოწაფეს პასუხის დასაბრუნებლად....
როდესაც პასუხის სახით თასი ლოტოსით დაუბრუნეს ადგილობრივ მოძრვარს, მანაც გაიღიმა: დაფასებულა ჩვენი ამაგი ცოდნის უკლებლივ შენახვისათვის და აჰა მოსულა ჟამი მისგან ნაყოფის მიღებისაო, მე კი ჩემი მისია შემისრულებია და აწი ახალმა  გააგრძელოს ჩვენი საქმე, რომელმაც უკვე უნდა ინაყოფოსო, - ასე გაიფიქრა მან და  აღიარა როგორც ახალი, ასე ახლის ოსტატობაც, რამეთუ აშკარად ხედავდა როგორც ახალი მოძღვრის, ასე მისი მოსწავლის შეუდარებელ ოსტატობას,  რომელსაც სავსე თასი ლოტოსით ისე ეჭირა ხელში, რომ წვეთიც კი არ დაუღვრია...
სამწუხაროდ მხოლოდ ცოდნის გადაცემის პროცესი როდია რთული, რაც ასე კარგად სჩანს ზემოთმოყვანილი იგავიდან, განა ჯვარცმის ფასად არ მოხდა ძველიდან ახალზე გადასვლა?! რა თქმა უნდა რომ არსებობენ ცოდნის გადაცემის სხვა სირთულეებიც. ამ სირთულეთაგან უმნიშვნელოვანესია ცოდნის სწორი ამოკითხვა, რადგან ცოდნა ყოველთვის ალეგორიაშია დამალული და მისი პოვნა არც ისე ადვილია. ალეგორია პროფანებისაგან ცოდნის დამცავი ხერხია, ამიტომ ალეგორია ლაბირინთია და მხოლოდ არიადნას ძაფი, _ სწორი აზროვნება, _ მოგაძებნინებთ ჭეშმარიტებას, _ ალეგორიების ლაბირინთებიდან გამოსავალს. სხვა შემთხვევაში პროფანები განწირულნი არიან ტვინის ჭყლეტის ლაბირინთებში უაზრო ხეტიალისათვის... დასტურად ამისა მოგახსენებთ იგავს, რომელშიდაც, ჭკვიანთათვისაც კი, არც ისე იოლია თუნდაც ეგზოთერული შინაარსის დანახვა, და აბა სრულმა პროფანმა როგორღა უნდა მოიძიოს ეზოთერული შინაარსი?!
...ერთ გასხივოსნებულ მოძღვარს ერთადერთი კუთვნილება, თხა ჰყავდა. თხა რძეს იძლეოდა და მოძღვარიც სათუთად უვლიდა მას. მხოლოდ ერთი სიძნელე იყო დაკავშირებული ამ თხასთან, _ როცა მოძღვარი ლოცულობდა თხა უნდა დაება, ლოცვისას ხელი რომ არ შეეშალა მისთვის. ამას ყოველი ლოცვის წინ აკეთებდა რეგულარულად.
მოძღვრის ამაღლების შემდეგ, მისდამი ღრმა პატივისცემისა და თაყვანისცემის ნიშნად, მისმა მოწაფეებმაც გადაწყვიტეს ყოველი მისი მოქმედების ლოცვის წინ გამეორება.
ყველამ თავ-თავისი თხა შეიძინა და ლოცვის წინ მათ პალოზე აბავდნენ.
ორი-სამი თაობის მემკვიდრეობის შემდეგ გაჩნდა ორი პრინციპულად განსხვავებული მიმართულება: ერთნი თვლიდნენ, რომ თხა უნდა ყოფილიყო თეთრი, და სხვანი კი ამტკიცებდნენ რომ შავი. ასე გაჩნდა ორი კონფესია და ორიოდე ათეული წლის შემდეგ მათ შორის დაიბადა ღრმა განხეთქილება და შუღლი...
  ამის შემდეგ გაჩნდა პალოების პრობლემაც.
  ერთ-ერთ პირველ მოწაფეთა წმინდა წერაში გაჩნდა ზუსტი მითითება იმის შესახებ, რომ პალო აკაციისა იყო, მაგრამ მეორეს, უფრო ნაკლებად ცნობილი მოწაფის, მაგრამ მაინც მოციქულის წმინდა წერაში ეწერა, რომ პალო მუხისა იყო. გაჩნდა სირთულე: როგორი იყო პალო სინამდვილეში?!
გადაწყვიტეს პირველი მოციქულის აზრის მიღება: პალო იყო აკაციისა. მეორე მოციქულის ნაშრომი კი, აპოკრიფულ წმინდა წერად ჩათვალეს.
აი ასე, 500 წლის შემდეგ, გაჩნდა ორი ძირითადი კონფესია: შავი თხებისა და თეთრი თხების კონფესიები და მათ ცალკეულ სივრცეში კი უამრავი სხვა სექტები: მოკლე რქიანები, პალოს გარეშენი, თოკის სიგრძის დამცველნი, ცხენიანები... და ასე და ამგვარად სხვა მრავალი სექტაც დაარსდა, რიტუალის პირველსაწყისი აზრი კი... დაიმალა, დაიმალა, მაგრამ არ დაკარგულა(!!!)
ყოველივე ამის მიმართ ჩნდება სამი რეაქცია:
პირველი: პროფანი გულიანად გაიცინებს... მისთვის ყოველივე აქ მონათხრობი, მონაჩმახია და იცინის კიდეც, _ რადგან ეს მართლაც ხომ სასაცილოა?!
  მეორე: ჭკვიანი ადამიანი დაფიქრდება და მიხვდება რომ ორი თხა, ორი ძირითადი მიმართულებაა ქრისტიანობაში: მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი და მათი სექტები: პალოს გარეშენი, მოკლე რქიანები, ცხენიანები და სხვა... ჭკვიანი შეიძლება სხვა ისეთ რამესაც მიხვდეს, რაც ისტორიულადაც და ქრონოლოგიურადაც დაკავშირებულია რელიგიასთან, მაგრამ... მაგრამ: „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან”, _ ამბობს შოთა რუსთაველი... და იქნებ ორსახა იანუსია დამალული კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის?!...
მესამენი: სინამდვილეში კი ისინი, ვისთვისაც ეს იგავია დაწერილი, ზღვა ინფორმაციას, უზუსტეს ისტორიულ, ფილოსოფიურ, ფიზიოლოგიურ, საბუნებისმეტყველო, ასტრო-ნომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას ამოიკითხავენ ამ ციცქნა იგავიდან თუ კი დრუიდულ მოძღვრებაში ჩაიხედავენ...
ჩვენ მხოლოდ ზოგიერთს მოგახსენებთ ამ ზღვა ინფორმაციიდან და დანარჩენი, _ ოკეანე და უსასრულობა, _ ამ თქვენს წინამდებარე წიგნშია ჩადებული იგივე წესით, როგორც იგავში, და ეს წიგნი გამოგადგებათ გზად და ხიდად ყველგან, სადაც ცოდნაა და სინათლე მეცნიერებისა, _ „სიბრძნე წერისა წმინდისა, - სახარებისა!!!”
მაშ ასე, ვნახოთ ის, თუ რას დაინახავენ მესამენი...
არიადნას ძაფის მქონე ადამიანი ასე ამოიკითხავს იგავს...
...საქმე ეხება გასხივოსნებულ მოძღვარს! ეს მინიშნებაა იმაზედ, რომ იგავში დავანებულია სამყაროს ცოდნა!!!
...გასხივოსნებული ოსტატის ერთად ერთი კუთვნილება ღმერთია, რაც იგივეა ბუნება და ეს უდიდესი სიმბოლო მისტერიებში, _ თხა, ბუნების ღმერთი, - პანია!!!
აბა სხვა რა უნდა იყვეს წმინდანის ერთადერთი კუთვნილება, თუ არა ბუნება, რაც იგივეა ღმერთი?!
ადამიანის ბუნება ლოცვისას უამრავი ემოციებით შემოიჭრება მასში და უშლის ხელს ლოცვას. ამიტომ იგი, _ ემოციები, თხა, _ უნდა დააბა...
პანი წვერებიანია, _ ანუ იგი ბებერია, რაც უკვე ამ, შემთხვევაში, ნიშნავს სიბრძნეს და ასტროლოგიურად კი სატურნს, დროის ღმერთს. დრო, როგორც უკვე მეცნიერებამ დაამტკიცა უკუშექცევადია და ბიბლიურად კი ეს იმის ნიშანია, რომ თუ დროს, სატურნს უკან დააბრუნებ, ახალგაზრდობა მოდის. ეს დავითის 102 ფსალმუნშია დადასტურებული შემდეგი სიტყვებით: “...არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიცოცხლისა.” განახლების ნიშანი მთვარეა, რომელიც ასტროლოგიურად ჩვილს ნიშნავს და ჩვილი ხომ რძეს საჭიროებს. თუ მიწიერი დედის გაჩენილ ჩვილს დედა აჭმევს ძუძუს, ანუ რძეს, მაშინ, - „...არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა” სიტყვებით, დავით მეფსალმუნე გვეუბნება, რომ თუ ბერი ქრისტეს სიტყვებს, - „ვერავინ შევა ცათა სასუფეველში თუ არა ბავშვი”, - ჩაწვდება და განახორციელებს მათ, მაშინ ის იმ სიჭაბუკეს მიაღწევს რომელიც დედა ბუნების, თხის რძის სიბრძნის შესმას მიჰყვება. ეს ყველაფერი თხის თანავარსკვლავედში მზის, ქრისტეს დაბადებას, ქრისტეს შობას ნიშნავს ბუნებაშიც, 25 დეკემბერს, და წმინდანშიც, რომელმაც პიროვნული ქრისტეს შობა განახორციელა საკუთარ თავში, ასტრონომიული დროისაგან დამოუკიდებლად. მხოლოდ ის კია, რომ ამ „არწივის მსგავსად” გაახალგაზრდავებას, მძიმე ჯვრის ზიდვა ესაჭიროება გოლგოთაზე მისდა ასატანად. ამიტომ თხა, - სატურნი, - დრო, უნდა გააჩერო, ანუ სიბერე და სიკვდილი ლოცვებით უნდა შემოაბრუნო მთვარეში, _ ბავშვობაში გადასაყვანად... და რადგან ლოცვებია საჭირო, ლოცვებისას ტკივილმა და სიბერემ ხელი რომ არ შეგიშალონ, თხა უნდა დააბათ, ანუ ტკივილები და სისუსტე სნეულებისა თუ სიბერისა, უნდა დაძლიოთ იმისათვის,  რომ შეძლოთ ლოცვა(!!!)
ამასთან ერთად თეთრი და შავი თხა, ასტროლოგიის თეთრი და შავი მთვარეებია... და კიდევ: თხა ბუნებაა, პანი და თუ ბუნება ვერ დაიმორჩილე, ანუ თუ ვნებები, ასტროლოგიურად კი შავი მთვარე არ “დააბი”, ანუ არ ალაგმე,  არავითარი ლოცვები არ გამოგივა.
გასაგებია, რომ ტკივილის დროს ვერ ილოცებთ და ეს უკვე სხვა საიდუმლოებაა რომელსაც სუფიზმი აგვიხსნის, თუმცა “შუშანიკის წამება”-ც და წმინდანთა ცხოვრებანიც იგივეს გვასწავლიან...
  ...აი სუფიზმის თვალმარგალიტი იგავი, რომელიც უსასრულობას შეიცავს, თუმცა ჩვენი შემთხვევისათვის თხის დაბმის, ანუ ტკივილების ლოცვებით დათმენის ახსნისათვის მოგვყავს იგი.
  „...ღმერთმა ვიდრე სხეული შექმნა, შვიდი ათასი წლით ადრე შექმნა გული და საკუთარი თავისაგან ერთი სტადიის მანძილზედ ატარებდა მას. ვიდრე შექმნა გული, შვიდი ათასი წლით ადრე შექმნა სული და თავისი ინტიმური ურთიერთობის ბაღში მოათავსა იგი. ვიდრე სული შექმნა, შვიდი ათასი წლით ადრე შექმნა ცნობიერება და საკუთარ ცნობიერებაში მოათავსა იგი. ამის შემდეგ ცნობიერება ჩადო სულში, სული ჩადო გულში, გული მოათავსა სხეულში და ასე შექმნა ადამიანი. ამის შემდეგ დაუნიშნა მას მოციქულები და გამოცდები, რომლის შედეგადაც:
სხეულმა ისწავლა   ლ ო ც ვ ა ! ! !
გულმა ისწავლა   ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ! ! !
სულმა (სამშუინველი) იპოვა    ღ მ ე რ თ ი ! ! !
და ადამიანის ცნობიერებაც დამშვიდდა
მასში, - ღმერთში!!!
ეს იგავი ოკულტური მეცნიერების ენციკლოპედიაა და იგი ცალკე ნაშრომს ითხოვს და ჩვენთვის კი, ამ შემთხვევაში, მისგან მხოლოდ აშკარა ფაქტები გვჭირდება და მკითხველთან ბოდიშის მოხდით, დაუბრუნდებით აღძრულ საკითხს ამ იგავიდან მხოლოდ ერთი ფაქტის გამოყენებით: სხეულმა ისწავლა ლოცვა...
ეს რომ შესაძლებელია და რომ მას ღრმა შინაარსი აქვს, ამის პირდაპირი დასტური დავითის 102 ფსალმუნში შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: „ილოცე სულო ჩემო უფალი და ყოველო შიგნეულობავ მისი წმინდა სახელი...” დიახ!
ის, რომ სხეულსა და თურმე „ყოველ შიგნეულობას” ლოცვა შესძლებიან, აი ამაზეა საუბარი. ასე რომ თხის დაბმა, დროის გაჩერებაცაა და შინაგან, სიბერისა და სნეულებებისაგან დაზიანებულ ქსოვილთა ლოცვით, - სამკურნალო ვარჯიშებით, -ახალგაზრდობისაკენ შემობრუნებაცაა ისევე, როგორც  ეს ასტროლოგიაში პლანეტების თანმიმდევრობის შემდეგი მწკრივითაა მოცემული (მთვარ, მერკური, ვენერა, მზე, მარსი, იუპიტერი, სატურნი):


             


  პლანეტების ეს უძველესი მწკრივი გვიჩვენებს მთვარედან, _ ბავშვობიდან, სიბერემდე, _ სატურნამდე, _ ადამიანის ცხოვრების ბუნებრივ სვლას. მაგრამ თუ ბიბლიურ ცოდნას მიჰყვები და ოქროს საწმისის იოგურ პრაქტიკას გამოიყენებ, მაშინ სატურნიდან ახალგაზრდობისაკენ შემობრუნება შესაძლებელია, მაგრამ ეს პროცესი იმდენად მტკივნეულია, რომ თხა, ბუნება უნდა დაიმორჩილო ხელი რომ არ შეგიშალოს “ლოცვაში”, ანუ იოგას ვარჯიშებში. ის რომ სატურნი განსაკუთრებული პლანეტაა, ანუ გზაგასაყარი სიკვდილსა და უკვდავებას შორის “ბავშვობისაკენ” დაბრუნების გზებზე, ჩანს მის სახელში ჩადებული უამრავი საკრალური შინაარსიდან. მკითხველს წინასწარ ვაფრთხილებთ მასზედ, რომ სიტყვებთან უჩვეულო დამოკიდებულება, რომელსაც თქვენ ეხლა გაზიარებთ, კარგად იციან ჩვენმა მოწაფეებმა, და თქვენც, თქვენი ცოდნის შესაბამისად, შეეცადეთ ჩაწვდეთ ამ მეთოდს.
სატურნი! დავმარცვლოთ ეს სიტყვა ისე, რომ ყოველი მარცვალი ამ სიტყვის ასოებისაგან იყვეს შედგენილი: “სი” ნოტი, რომელიც მთვარეს ეკუთვნის და ამას ასტროლოგიის ამ წიგნიდან შეიტყობთ. “ტ”- ლათინურად “თ” _ საიდუმლოების, კონკრეტულად კი ქრისტეს ჯვარცმის საიდუმლოების სიმბოლოა. ასევეა ებრაულშიც,_”თ” მათი ალფავიტის ბოლო ასოა და ნიშნავს იმას რომ, თუ ჯვარცმა მიღებულია, საიდუმლოება მიღწეულია და აბა სხვა რაღა უნდა ეძებო?! ანუ ალფავიტი ამ ასოთი მთავრდება. ასეთი შესავალის შემდეგ სიტყვა სატურნი ასე დაიშლება: “სი”_“ტ”_“რუნა”, ანუ: სი (მთვარე); “ტ”,_საიდუმლოება (ჯვარცმა), და ბოლოს “რუნა”(რუნები, საწმისი), _ ოქროს საწმისი. ილუსტრაციის დამატებით გამჟღავნებისათვის იგივე სიტყვა გავარჩიოთ რუსულად:  сатурн; стар-ну ანუ: ну-стар, რაც ძლიერ მოხუცებულობას ნიშნავს. კიდევ ერთი შინაარსი გავხსნათ ამ სიტყვაში: სატურნი, სი-ტ-რუნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნოტა “სი”, _ საიდუმლო რუნაა! ქართულად კი, ეს სიტყვა აღნიშნავს იმასაც, რომ ეს უბრალო რუნა კი არაა მხოლოდ, არამედ სრულყოფილების, ოქროს რუნა*.
თურმე ჩვენი ოქროს საწმისი იმიტომ ყოფილა ასე ეფექტური როგორც კიბოს, შიდსის, ტუბერკულოზისა თუ სხვა დაავადებების წინააღმდეგ, რომ იგი სატურნალიების მისტიური შინაარსის მქონე „ლოცვებს”, _ ვარჯიშებს იყენებს. აქედანაა მათი ძლევამოსილებაც...
ვერ უძლებ ცდუნებას, რომ ცოტა მეტი არ ვთქვათ ამ საკითხის შესახებ: მისტერია,_”მი”-”სი”-”ტ”-”რეა”. აქ სიტყვა „მისტერიას” ყველა ასოა გამოყენებული და მივიღეთ: “სი”, “მი” და “რეა”. ესენი კი, მთვარე _ ”სი”; მერკური, _ ”მი” და ოლიმპიური ღმერთების დედა, _ ”რეა”, _ არიან, ანუ სიბრძნითა და სიჭაბუკით გაღმერთება... ალბათ ისიც შეამჩნიეთ რომ სიმი, _ ნოტებია, _ (“სი”, და “მი”) და ჩონგურის ლარიც...
განვაგრძოთ თხრობა...
  “შავი” და “თეთრი” თხა, _ რიტუალის სახით, _ სიმბოლურად დღესაც სრულდება დედამიწაზე, ათონის მთაზე, ბერძნულ და იბერიულ ეკლესიებში...
ათონის მთაზე, ქართველთა იბერიის მონასტრიდან, მზის ამოსვლამდე გამოდის ბერი საათით ხელში და როგორც კი მზე ამოვა აყენებს დილის ექვსი საათის დროს და... დღე, სინათლე, მზე, ქრისტე დაიბადა...
საღამოს, ბერძნული ეკლესიიდან გამოდის ბერი და ჩავა თუ არა მზე, _ საღამოს, (ღამის) ექვს საათს დააყენებს, ანუ დაიბადა ღამე, მთვარე, წმინდა მარიამი... და ელევზინის მისტერიებიც ხომ ღამით სრულდებოდა?!...
ქრისტიანობა, ერთი გაგებით, ყოფილა „ინ-იან”-ის (დღე და ღამის) მოძღვრებაც და, - მეორე გაგებით კი, - მზისა და მთვარის, ძირითადი ასტროლოგიური ნიშნების თაყვანისცემაც (თეთრი და შავი თხები...). რაც შეეხება პალოებს, აქაც სრულიად მოულოდნელი რამ გველოდება...
  იესო ქრისტე ბრძანებს: „გააპე ხე, _ მე იქა ვარ, ასწიე ქვა და იქაც მე ვარ”-ო.
გააპე ხე... ყველაზე კარგად, სწორხაზოვნად აკაცია იპობა. აკაცია წმინდა ხეა ეგვიპტეშიც და ინდოეთშიდაც. ინდოეთში მას ჩიპკოს სექტა, როგორც ვიშნუს ხეს ისე ეთაყვანება და ეგვიპტეში კი უზენაესი ღმერთი, _ ოსირისი, _ აკაციის სარკოფაგში იყო დაკრძალული, ანუ ქრისტეს სიტყვები თურმე ზემოთმოყვანილი იგავის, აკაციის პალოს სიმბოლოში ყოფილა დამალული... და განა აკაცია, _ “ა”-კაციას, ანუ კაცს არ უნდა ნიშნავდეს?!
აღარ გავაგრძელებთ მეტს,  ოღონდ კი მიგანიშნებთ, რომ “პალოები” ხისაგან კეთდებიან და მათი საკრალური შინაარსი  დრუიდების, რუნების მოძღვრებაში ეძიეთ. ვფიქრობ ნათელია ის რომ ადამიანთა სამმა ხარისხმა, სამმა ცნობიერებამ მოითხოვა ცოდნის ამგვარი კოდირება. დანარჩენს ამ წიგნის ფურცლებიდან შეიტყობთ. გისურვებთ სულიერი განათლების უსასრულო წვდომის ნეტარებას...


_________
* შენიშვნა: გავბედავ და განსაკუთრებული მკითხველისათვის, განსაკუთრებულ ქართულს მოგახსენებთ... არაბულ და ძველ ეგვიპტურ „ენაზე”, რაც როგორც ქართული ენის მნიშვნელობაზე მეტყველებს, ასე, ჩვენივე ენის ძალითა და მადლით, მსოფლიოს რელიგიათა საფუძვლიან ერთიანობაზე: ეგვიპტეს უდიდეს ქურუმს, ანუ ეგვიპტელთა წარმოდგენით, _ „ღმერთს”, სახელად ერქვა „ალ-ომ-ჯახ”(!!!) განდობილთა წესით ეს იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ ასეთნაირად: ხაჯ-მო-ლა, ანუ მუსლიმთა ძირითადი მოვალეობა, _ მექაში, წმინდა კააბასთან მომლოცველთა სათაყვანო სვლა, პილიგრიმობა, ჰაჯ-ი და მო-ლა! გასაგებია, რომ ეს მოლაა. და კიდევ: „ჯ-ახ” იკითხება როგორც “ჯ”-ჯან, რაც გულის სიმბოლოს ნიშნავს და „ახ”, თავის მხრივ დღევანდელი კოპტებისათვის ღმრთის სახელს ნიშნავს. და ბოლოს: ალ-ომ-ჯახ! ალ-ცეცხლი და მანტრა ომ, - სრულყოფილი, ცეცხლოვანი ღმერთის სახელია, რადგან სრულყოფილება “ჯან”-მრთელობაა, და “ჯან”, - ხომ გულია!!!