კავკასიის მსოფლიო კულტურის ცენტრი
სიახლეები
ძვირფასო მკითხველებო, ,,მედეას” 11-ე ნომერში თე- მატურად და თვისობრი- ვად მრავალფეროვან სტა- ტიებთან ერთად, თქვენ გაეცნობით მადლიერებისა და აღიარების წერილებს, რომელთა ავტორების გამო- ცდილებ...


 

ჩვენ ვაგრძელებთ მადლიერ ადამიანთა წერილების გამოქვეყნებას. საყურადღებოა ის, რომ ჩვენს პრაქტიკაში არ არსებობს განუკურნებელი დაავადება არამედ არსებობენ განუკურნებელი ადამიანები, რომლებიც არ ღებულობენ თვითგანკურნების იდეას და როდესაც დიაგნოზი, ხშირ შემთხვევაში უიმედოა, არ იყენებენ თვით გადარჩენის შანსს. აქ ხომ შანსზეა საუბარი და 25 წლის განმავლობაში ასეთი შანსი რამდენიმე ათასმა ადამიანმა სცადა და გაიმარჯვა. დაავადებათა სპექტრი კიბოდან და შიდსიდან დაწყებული და დამთავრებული  ეპილეფსიით თუ მუკავისციტოზით, ანუ ეპიდემიური თუ უიშვიათესი განუკურნებელი დაავადებანი ემორჩილებიან ქართულ იოგას, - ოქროს  საწმისის სამკურნალო სისტემას და ჩვენ დღესაც ვაქვეყნებთ ჩვენი სისტემით განკურნებულ ადამიანთა მადლიერების წერილებს.


 

 მადლიერების წერილი

 



    ჟურნალ "მედეას" პატივცემულო მკითხველებო. ამ წერილის შედგენას საკმარისი დრო მოვანდომე. ჩემთვის, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდ დილემას წარმოადგენდა ის, რომ მე უნდა გამომეხატა ჩემი აზრები და განცდები ერთდროულად როგორც ობიექტურად ასე გასაგებად.
    

დავიწყებ თავიდან:

    - ვფიქრობ, რომ არცერთ მკითხველს არ გაეხარდებოდა სამედიცინო უწყებიდან მიეღო დასკვნა იმის შესახებ, რომ იგი ავადაა საერთოდ, და მით უმეტეს ისეთი დაავადებით როგორიცაა სხეულში აღმოჩენილი ორი სიმსივნური კერა: (...სიცოცხლე ხომ თითქმის ეს-ესაა დაიწყო, ყოველ შემთხვევაში კარგად გახსოვთ თქვენს ცხოვრებაში სკოლის პირველი ზარი)...
    ამ სამი წერტილის მერე იწყება სხვა, მკვეთრად შეცვლილი ცხოვრება (მორალური სიკვდილი, სარკაზმი, გულგრილობა...) და იმის მწვავე შეგნებაც, რომ ოჯახს ჭირდება მარჩენალი!
    ამის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ, მოდის ლოგიკური დასკვნა - მკურნალობა. მინდა ბოლომდე დავრჩე ობიექტური, რადგან წინ აღმიდგა სტატისტიკა, მეტად მკაცრი მოვლენა, ანუ მისი გარკვეული სარწმუნო მონაცემები, კლასიკური მეთოდებით მკურნალობისა და მათი ეფექტურობის შესახებ. მაგრამ ყოველივე ეს მეტად მომაბეზრებელი გახდებოდა ჩემთვის, თუკი მკურნალობა ასე უბრალო პროცესებად გარდაისახებოდა. ყოველ სამკურნალო მეთოდს, იქნება ეს ოპერაცია, ქიმიოთერაპია თუ დასხივება, ხომ გააჩნია თავისი როგორც ეფექტურობის, ასევე გვერდით მოვლენათა პროცენტები.
    თქვენ შეგიძლიათ ჩამთვალოთ საკმარისად მშიშარად იმის გამო, რომ მე თავიდანვე როდი მივმართე აგნი-იოგას მკურნალობის მეთოდებს, მაგრამ მივცეთ არჩევანის უფლება ყოველ სნეულს საკუთარი სიცოცხლის მიმართ და უფლებაც - ღირსეულად განვლოს განსაცდელი. თქვენ შეგიძლიათ მენდოთ, ან ღმერთმა ქნას, რომ არ დაგჭირდეთ ქირურგებთან განსაზღვროთ საკუთარი ოპერაციის მსვლელობა, მისი "შესაძლო გვერდითი მოვლენები" და ა.შ. (გახსნილად რომ ვთქვათ ერთადერთი პრეპარატი რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი ეფექტები, გახლავთ "პლაცებო").  ქიმიური პრეპარატები საკმარისად ეფექტურები არიან და შესაბამისად მათ აქვთ გვერდითი მოვლენებიც (დაეკითხეთ ყველას ვისაც ამასთან შეხება ჰქონია).
    ჩემს შემთხვევაში მოვლენათა განვითარება ასე გამოისახა: მკურნალობა დასრულებულია. ყველაფერი (+,-) კარგადაა. შეიძლება ჩატარდეს პრევენციული ოპერაციაც ან კონტროლქვეშ დადგეს ონკო-მარკერები (კიდევ კარგი ჩემს შემთხვევაში ისინი სანიმუშონი იყვნენ). მაინცა და მაინც რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე არც ისე ბრწყინვალედ ვგრძნობ თავს, დავდივარ ქოშინით, ხელ-ფეხი მიბუჟდება და ალაგ-ალაგ საგრძნობლად მიშუპდებიან...
    მაგრამ ღვთის მადლით ოპტიმიზმი არასოდეს არ დამიკარგავს და საკუთარი საქმის პროფესიონალებთან,-თამაზ თავაძესთან და მის მოსწავლე პავლე კანკავასთან,- მომავალი შეხვედრა, იმედით მავსებდა. ამიტომაც ჩამოვედი თბილისში და,-სიმართლეს გეტყვით,-თითქმის ერთბაშად გადარჩენას ველოდი. ორივე მკურნალი მაქსიმალურად ცდილობდა, ისინი არ იშურებდნენ თავის ცოდნას და დროს, რათა ესწავლებინათ ჩემთვის მედიტაციები და ვარჯიშები. და თუ პავლე კანკავას სტაჟიან ექიმს შესანიშნავად ესმოდა ანატომია, ეს სავსებით გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ ანატომიის, ფიზიოლოგიისა და პატოფიზიოლოგიის თამაზ თავაძისგან ასეთი სიღრმით ცოდნამ, მე გამაოცა და ეს სასიამოვნო აღმოჩენა გახდა ჩემთვის.
    პრაქტიკულად ყოველდღიურად რამოდენიმეჯერ ვმეცადინეობდით და სასიამოვნო იყო იმის შეგნება, რომ ორივე სპეციალისტი სრული დატვირთვით მუშაობდა. ისინი გულგრილნი როდი იყვნენ ჩემი, როგორც პაციენტის, პრობლემების მიმართ და შედეგებმაც არ დააყოვნეს. უკვე პირველივე კვირის შემდეგ მე ვიგრძენი ძალების მატება და ქოშინის კლება. შემდეგი კვირის თავზე დავიწყე იატაკზე აჭიმვები, აღარ ვსაჭიროებდი შესვენებებს, რამეთუ ქოშინი საერთოდ გაქრა და იოლად დავდიოდი გრძელ მანძილებზე. საგრძნობლად შემცირდა შეშუპებები; თავზეც და სახეზეც აქტიურად დაიწყო აღდგენა თმიანობამ; არც ძილის მოთხოვნილება აღარ მქონდა სადილის შემდეგ,- იგი შესანიშნავად ჩაანაცვლა მედიტაციამ. მესამე კვირას ტოვსტონოგოვის ქუჩიდან რუსთაველამდე და უკან დინჯად ვსეირნობდი ყოველგვარი დასვენების გარეშე, რაც სულ 35-40 წუთს იკავებდა. ეს უკვე არანაირად არ შეიძლება შევადარო იმ მდგომარეობას რომელშიდაც მე გახლდით ორი კვირის წინ.
    ნება მომეცით კიდევ რამოდენიმე ნიუანსი აღვნიშნო;- პირველი ის, რომ სასურველია ყოველთვის გწამდეს საკუთარი თავისა და იმისა, რითაც ხარ დაკავებული; მეორე ის, რომ ივარჯიშოთ მთელი მონდომებით და რეგულარულად; რა თქმა უნდა, რომ მუდამ პოზოტივში უნდა დარჩეთ, რადგან რასაც ფიქრობთ და ამბობთ იგივე დაგიბრუნდებათ. რასაკვირველია, რომ არ უნდა ელოდებოდეთ სასწაულს ერთბაშად, თუმცა არის ისეთი მომენტებიც, რომლებსაც თქვენ იმთავითვე შეამჩნევთ და იგრძნობთ, მაგრამ ისიცაა, რომ ბევრ რაღაცას თქვენ დროთა განმავლობაში შეამჩნევთ. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, თუმცა პირადად მე, ძალზედ მწვავედ მეწადა, რომ განმეორებით კომპიუტერულ გამოკვლევაზე გაზრდილი ლიმფური კვანძები არ გამოჩენილიყვნენ. მაგრამ ეს არც ისე იოლი გამოდგა, რაც ალბათ ისედაც გასაგებია, ვინაიდან ქიმიოთერაპიით სკლეროტირებული ლიმფური კვანძები ასე სწრაფად არ გამოსწორდებიან. სამაგიეროდ ონკო-მარკერები, რომლებიც დასაშვებ ზღვარში იმყოფებოდნენ, ეხლა ორჯერ შემცირდნენ (ეს უკვე დამატებითი მოტივაცია გახდა ჩემთვის აგნი-იოგას ვარჯიშების გაგრძელებისათვის).
    შედეგად ყოვლისა მე ისღა დამრჩენია, რომ გავიხარო იმათი წარმატებებით, ვინც თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან სრულ განკურნებას თავისი დაავადებისაგან, აგნი-იოგას დახმარებით მოახერხებს და, ბუნებრივია რომ მე ჩემის მხრივ, გამოვთქვამ უსაზღვრო მადლობას შესანიშნავი სპეციალისტების მიმართ,- თამაზი თავაძისა და მისი მოსწავლის, ექიმ პავლე კანკავას მიმართ: გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, უშრეტ ენერგიას და ღვთის კურთხევას თქვენს ყველა წამოწყებაში.


 
      პატივისცემით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
           ალექსანდრე ალექსანდროვი
 


 

“ყვლაზე ბედნიერია ის, ვინც მხოლოდ
საკუთარ თავზეა დამოკიდებული.”
/ციცერონი/


  2008 წლის 20 მაისს გავესინჯე ექიმს ექოსკიპიაზე, ნარჩენი შარდის რაოდენობა იყო 3150 გრამი, პროსტატის ჯირკვალი იყო მუშტისოდენა. მარჯვენა თირკმელის სისქე  0.7 ერთეულამდე იყო შეთხელებული, მარცხენა თირკმელის სისქე კი _ 1.3-მდე ნაცვლად 2.0-ისა. შემომთავაზეს ოპერაცია. პროგნოზი: ან დავრჩებოდი საოპერაციო მაგიდაზე, ან ვიქნებოდი ინვალიდი.
მივმართე ბატონ თამაზ თავაძეს, რომელმაც წამლის გარეშე, აგნი იოგას მკურნალობის მეთოდით “წნეხში” გამატარა, აუტანელი ტკივილების მიუხედავად ექიმებისთვის არ მიმიმართავს, ვისწავლე საკუთარ ტკივილებთან მუშაობა. ბოლო ექოსკოპიამ შარდის ნარჩენი რაოდენობა 170 გრამი აჩვენა, პროსტატის ჯირკვალის ზომა განახევრდა, მარჯვენა თირკმელის სისქე 1.9-მდე, ხოლო მარცხენა 1.8 ერთეულამდე გაიზარდა.
  ამჟამად თავს ვგრძნობ დამაკმაყოფილებლად. ვეხმარები ავადმყოფებს განკურნებაში, უწამლოდ.
მადლობა თამაზ თავაძეს, რომელმაც რამდენჯერმე გადამარჩინა სიკვდილს, მასწავლა როგორ დავეხმარო განუკურნებულ ავადმყოფებს.


ექიმი პავლე კანკავა
12.06.2012



 
ნატალია ხუციძე, 54 წლის

  როგორც მე-20 საუკუნის ყველა ადამიანს, მეც მქონდა უამრავი პრობლემა: გამუდმებით მესმოდა ყურში საკუთარი გულის ცემა, აღმართზე ასვლა პრობლემა იყო, მქონდა გამუდმებით მაღალი წნევა.
4 თვეა ვესწრები თამაზ თავაძის ლექციებს და ყველა ეს პრობლემა მომეხსნა.
P.S. თმას აღარ ვიღებავ, ჩემმა თმამ გამუქება დაიწყო!
 


თორნიკე ასლანიკაშვილი
 
დაბ. 07 /09/ 1987წ.
მცხოვრები ქ. თბილისში

  ვარ 24 წლის, მეექვსე წელია რაც ავად გავხდი. 2006 წელს დამიდგინეს ორივე თირკმლის მწვავე ნეფროსკლეროზი (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა). კვირაში 3-ჯერ დავდივარ ჰემოდიალიზზე. ექიმები გამოჯამრთელების არანაირ იმედს არ მაძლევდნენ. მთელი ექვსი წელი ვიყავი საშინელ დეპრესიაში, სახლიდან გასვლაც კი არ მინდოდა, მქონდა მაღალი წნევები და დაბალი ჰემოგლობინი. ისეთი ფერი მედო სახეზე, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა.
ერთ დღესაც ახლობელმა მირჩია, მივსულიყავი ბატონ თამაზ თავაძესთან. მან მითხრა, რომ ის აუცილებლად დაგეხმარებაო. მე, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა _ ამ დაავადებას როგორ მოვერევი აგნი იოგას დახმარებით მეთქი? მაგრამ ნათქვამია _ ცდა ბედის მონახევრეაო და მეორე დღეს მივედი ბატონ თამაზ თავაძესთან. მან ძალიან თბილად მიმიღო, შემხედა და მითხრა: გაიცანი,  ჩემი მოსწავლე, ის იქნება შენი მასწავლებელიო. საუბრის შემდეგ მე მივხვდი, რომ ეს ორი უნიკალური ადამიანი შეძლებდა ჩემს გამოყვანას არსებული მდგომარეობიდან, რა თქმა უნდა მეც უნდა მომენდომებინა და ასეც მოვიქეცი.
  მეორე დღიდან დავიწყე აგნი იოგას ვარჯიშების შესწავლა და იმ დღიდანვე ეს გახდა ჩემი ერთადერთი იმედი. უკვე 3 თვეა დღე და ღამე ვვარჯიშობ და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, ენერგია მომემატა, ფსიქოლოგიურადაც გამოვსწორდი და რაც მთავარია სისხლის ანალიზიც გამომისწორდა. მრავალწლიანი პაუზის შემდგომ ვარჯიშების შედაგად აღმიდგა შარდის გამოყოფა.

სისხლის ანალიზი

                          ვარჯიშამდე          2 თვის შემდეგ                  ნორმა


კრეატინი               1200-1500           600                               120

ჰემოგლობინი          40 ძვ.ერთ.          80ძვ.ერთ./ 138 ახ.ერთ.    130-160 გ/ლ

კალიუმი                4,5                    2,0                                1,5-2,0

შარდოვანა              2,4                   1,4                                 < 8

    მე, მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ თამაზ თავაძესა და მის ასისტენტს ზაქარია ტატინაშვილს ყველაფრისათვის რაც ჩემთვის გააკეთეს. ეს ორი ადამიანი რომ არა, ალბათ ჩემი ცხოვრება აღარაფერს აღარ წარმოადგენდა. მე აგნი იოგამ ცხოვრების სტიმული დამიბრუნა და აუცილებლად გავაგრძელებ ვარჯიშების შესრულებას, რაც აუცილებლად საბოლოოდ განმკურნავს ამ აუტანელი დაავადებისაგან.

25/12/11წ.


 
დაავადების პირველი ნიშნები 1998 წელის გამოვლინდა, აპრილის თვეში მაღალი წნევის (რომელიც აღწევდა 200/100-მდე), და ძლიერი ჟრჟოლის სახით
 
 
 ამასთან დაკავშირებით მე მივმართე აკუპუნქტურის ექიმს ნინო ვაშაკიძეს, რომელთანაც გავიარე მკურნალობის რამდენიმე კურსი, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად შემომსუბუქდა მდგომარეობა. ექიმ ნინო ვაშაკიძის რჩევით მე გავიარე სამედიცინო შემოწმება ქ. თბილისის მერვე  საავადმყოფოში პროფესორ ჩაჩიბაიასთან, რომელმაც დამისვა დიაგნოზი ”ფეიქრომოციტომა” და მირჩია ქირურგიული ჩარევა. რამდენიმე ხნის შემდეგ ნაცნობის რჩევით კონსულტაცია გავიარე თამაზ თავაძესთან, რომელმაც შემომთავაზა მევარჯიშა "ოქროს საწმისის” მეთოდით ოპერაციის თავიდან აცილებისა და სრული გამოჯანმრთელებისათვის. უკვე რამდენიმე თვის გულმოდგინე ვარჯიშების შემდეგ შედეგი სახეზე იყო – წნევა ნორმაში მოვიდა, ჟრჟოლამ გამიარა. მე გამოვთქვამ ღრმა მადლიერებას თამაზ თავაძის მიმართ, რომელმაც გადამარჩინა, და ვუსურვებ მას ბედნიერებას და ყოველი სიკეთეს.
                       
ლევან ანთია
 
 

1984 წელს რენტგენული გამოკვლევის დროს მე აღმომაჩნდა მცირე სიმსივნე ნეკნთა შორისი სივრცის ქვედა
მარცხენა მხარეს. მირჩიეს ოპერაციის გაკეთება. ჯანმრთელობის მხრივ არანაირ დისქომფორტს არ ვგრძნობდი და ოპერაციაზე არ დავთანხმდი. გავიდა 10 წელი და მუცელმა დაიწყო შესამჩნევლად გაზრდა, შემაწუხა კუჭმა (ხშირი პირღებინება და ბოყინი). ტრანსპორტში ადგილს მითმობდნენ როგორც ფეხმძიმეს.
 
   ნაცნობებისაგან შევიტყვე "რერიხი – სამყაროს დედა” საზოგადოების შესახებ, დავიწყე ლექციებზე სიარული 1996 წლიდან, ხოლო შემდეგ პრაქტიკული ვარჯიშებიც "ოქროს საწმისი” მეთოდით. შინაგანად ვგრძნობდი რომ ეს ჩემთან ახლოსაა, საინტერესოა და სიცოცხლისათვის აუცილებელია. ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ძვირფასი მასწავლებლის ბატონ თამაზ თავაძის მორალური და ქმედითი მხარდაჭერისთვის ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდში. ბატონმა თამაზმა მითხრა: "ივარჯიშე ყველაფერი გაგივლის”.მე დავუჯერე. შედეგი ყველასთვის ნათელია: მუცელი შემცირდა, მიიღო ნორმალური ზომები. მე განვაგრძობ ჩემს თავზე მუშაობას იმ მეთოდიკის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ გვაცნობს ბატონ თამაზ თავაძე თავის პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
    მე ბედნიერი ვარ და მადლობელი ღმერთის იმისათვის, რომ ასეთ მძიმე დროს ჩვენი მასწავლებლის ცოდნის, მზრუნველობის და სიყვარულის სხივი შემეხო მე. უღრმესი მადლობა თქვენ, ბატონო თამაზ, იმისათვის, რომ თქვენ არსებობთ.



კამენსკაია ვერა, 1951 წ


 ჩემი შვილი, ბახტურიძე ნინო, დაბ. 19. 11. 1985 წ. სამკურნალოდ მივიდა საზოგადოებაში "რერიხი – სამყაროს დედა” 30. 05. 2000 წ. დიაგნოზით: მკერდის და წელის პროგრესირებული სკოლიოზი 3-4 ხარისხის, მკერდის ასიმეტრია, მეორე ხარისხის ფილტვ-გულის უკმარისობა.
 
 გარდა ამისა, ბავშვი დაიბადა თანდაყოლილი გულის მანკით – მარცხენა პარკუჭის სტენოზით. დაბადებიდან გოგონა იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ კარდიოლოგიის ინსტიტუტში. შვიდი წლის ასაკში ბავშვს დაეწყო სკოლიოზის განვითარება, აიწია შიდა ქალის წნევა. ბავშვი იტანჯებოდა საშინელი თავის ტკივილებით, გაუფუჭდა მხედველობა.
  ექიმებმა დაუდგინეს შერეული ასტიგმატიზმი. გახშირდა ცნობიერების დაკარგვის შემთხვევები. მკურნალობას ატარებდნენ მუდმივად, მაგრამ ავადმყოფობა პროგრესირებდა.

  1993 წელს ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში ბავშვს დაუნიშნეს "მოსკოვური ტიპის” კორსეტი. სამი წლის შემდეგ ნება დართეს მოეხსნა კორსეტი და ორი თვის შემდეგ სკოლიოზმა დაიწყო პროგრესირება ახალი ძალით. ჩვენ მივმართეთ ბევრ სხვადასხვა ექიმს, მაგრამ ამაოდ. ბოლო იმედად დარჩნენ გერმანული სპეციალისტები (გოგონა იმყოფებოდა ბერულავას ბავშვთა ფონდში მეთვალყურეობის ქვეშ), მაგრამ არც ამ იმედმა არ გაამართლა. ბავშვი თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. გახშირდა ცნობიერების დაკარგვის შემთხვევები.
პრაქტიკულად ყოველდღე მიხდებოდა მასთან ერთად ყოფნა სკოლაში. ბავშვს დაეკარგა მადა, გახდა ნერვიული, აგრესიული. გოგონა თავის თავში ჩაიკეტა. ის გაემიჯნა ყველას წიგნებით.
   ასეთ მდგომარეობაში ის პირველად დაინახა თამაზ თავაძემ. მასთან საუბრის შემდეგ ბავშვს გაუჩნდა სურვილი გაეგრძელებინა მკურნალობა, თუმცა ცოტა სხვა გზით. ყველაზე მეტად მას (და მეც) გაგვაკვირვა და გაგვახარა იმან, რომ არ იყო საჭირო აბების უზარმაზარი რაოდენობას მიღება და ნემსების კეთება., რომ მთელი ყურადღება მიდიოდა თვით ორგანიზმის რესურსებზე. რამდენიმე სეანსის შემდეგ ნინიკო გახდა უფრო თავდაჯერებული, ის გულახდილად ანდობდა თავის შიშებს, განცდებს და უკმაყოფილებს. სიტყვა "ექიმი” მას უკვე არ აშინებდა, ის გახდა გოგონასავით ნამდვილი მეგობარი.
მკურნალობის ექვსი თვის შემდეგ ჩემს შვილს პრაქტიკულად გაუქრა თავის ტკივილები გულის არეში, გაქრა ქოშინი, შესამჩნევად აიწია მარცხენა ბეჭი. შემცირდა ჩაღრმავება გულმკერდში, გაქრა სილურჯე თვალებს ქვეშ, სუნთქვა გახდა თანაბარი, გაჩნდა მადა. მკურნალობის პერიოდში გოგონამ მხოლოდ ორჯერ დაკარგა ცნობიერება, მან მოიმატა წონაში და გაიზარდა, და, რაც მთავარია, მას გაუჩნდა იმედი სრული გამოჯანმრთელებისა.
   შეუძლებელია სიტყვებით აღწერო მდგომარეობა დედისა, რომელსაც რამდენჯერმე უმეორებდნენ, რომ მისი შვილი განწირულია. მე ვიმყოფებოდი ასეთ მდგომარეობაში. ახლა ყველაფერი შეიცვალა. თამაზ თავაძემ ამიხსნა, რომ ბევრი რამ შვილის მკურნალობის პროცესში დამოკიდებულია ჩემზე. თავი ხელში უნდა აიყვანო და გჯეროდეს წარმატების.
დღითიდღე ჩემი რწმენა ძლიერდება, რამდენადაც მე ვხედავ ჩემი შვილის მდგომარეობას და განწყობას. თუ გვიჩნდება კითხვები მოულოდნელად ტკივილთან დაკავშირებით (რაც ბოლო დროს იშვიათია), შეგვიძლია დავრეკოთ ოფისში, სადაც მკურნალი ექიმი შეძლებს დაგვამშვიდოს, ახსნას ტკივილის წარმოქმნის მიზეზი და დაგვეხმაროს მის თავიდან აცილებაში. საზოგადოების "რერიხი – სამყაროს დედა” მთელი კოლექტივი ძალიან მეგობრულადაა განწყობილი ყველა პაციენტისადმი. ბავშვები სეანსებზე მოდიან სიამოვნებით. მშობლებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ყველა საინტერესო შეკითხვაზე. ექიმი არ შეხედავს საათს, არ იტყვის, რომ მიღების დრო ამოიწურა. მე ძალიან მადლობელი ვარ შემთხვევის, რომ შევხვდი ამ შესანიშნავ ადამიანებს, რომ ჩემი ტკივილი მათ მიიღეს, როგორც საკუთარი ტკივილი. ახლა მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემს გოგონას არაფერი საშინელი არ შეემთხვევა. მას ჰყავს კეთილი მფარველი ანგელოზები თეთრი ხალათების გარეშე, რომელთა კეთილი სული და გული გვეხმარებიან დავიბრუნოთ ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ხვალინდელი დღის რწმენა.

უღრმესი მადლობით საზოგადოებას "რერიხი – სამყაროს დედა” მთელს კოლექტივს და მკურნალ ინსტრუქტორს ვახტანგ რატიშვილს,


ელენე ბახტურიძე, მის: ქ. თბილისი, ხუდადოვის ქ. 173, კორ. 2 ბინა 5
 


 
    ჩემი ავადმყოფობის ისტორიის საამბოდ უნდა დავუბრუნდეთ 2003 წელს, როცა 43 წლის ასაკში გადავიტანე წითელა. ავადმყოფობა მიმდინარეობდა მძიმედ, მრავალი გართულებით, რის შედეგადაც იმუნური სისტემა სერიოზულად დაზიანდა.
    მომდევნო შვიდი წელი გარდაიქცა ავადმყოფობების უწყვეტ ნაკადად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალი ქრონიკული დაავადება, გინეკოლოგიური ოპერაცია, მარილების დაგროვება მხრის სახსარში, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ნევრალგია, ანტიბიოტიკების ხშირი მიღების აუცილებლობით გამოწვეული ლეიკოპენია. ეს სია შეიძლება კიდევ განვავრცოთ. ყოველი დღის მოსვლას თან ახლდა ახალი ავადმყოფობის მოლოდინი და შიში, წლის დეკემბერში ბატონი თამაზ თავაძის და სამკურნალო სისტემის „ოქროს საწმისის" გაცნობით. თანდათანობით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა გამოდგა ავადმყოფობისადმი ჩემი დამოკიდებულების გარდაქმნა და იმის გაცნობიერება რომ მე თვითონ მიწევს განკურნების ხელშეწყობა.
  ბატონი თამაზი დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ჩემს მდგომარეობას და უსაზღვრო მოთმინებით მამეცადინებდა. მე ნამდვილად მიჭირს შესაფერისი სიტყვების პოვნა, ამ არაჩვეულებრივი ადამიანისთვის, ჭეშმარიტი ფილოსოფოსისთვის, მმკურნალისთვის და ფსიქოლოგისთვის მადლიერების გამოსახატავად. ამჟამად „ოქროს საწმისის" ვარჯიშები ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სრულად მომეხსნა ტკივილები კუჭში, მხრის სახსარს დაუბრუნდა მოძრაობის უნარი, გაქრა იმ წამლების მიღების აუცილებლობა, რომელთა გარეშეც ჩემი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო და რაც ყველაზე მთავარია დამიბრუნდა ენერგია და ცხოვრების ხალისი. ყოველივე ამას მე ვუმადლი „ოქროს საწმისის" სისტემას და ბატონი თამაზ თავაძის არაჩვეულებრივ ჰუმანიზმს და პროფესიონალიზმს.
    
    დიდი პატივისცემით,_
ნატალია ქურხული
 


პატივისცემით, ბატონ თამაზის
  
   ბატონო თამაზ დიდ მადლობას გიხდით იმ მზრუნველობისთვის და გულისხმიერებისთვის, რაც გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. ვიმყოფებოდი უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მაწუხებდა დისკოზი და ამასთან ერთად სისხლძარღვების შევიწროვება, რამაც გამოიწვია ღვიძლის, გულის და ფილტვების დაზიანება.

 
ამ პრობლემებიდან გამომდინარე მივმართე სამკურნალოდ უამრავ სამედიცინო დაწესებულებას, დამინიშნეს მკურნალობა, ვიმკურნალე ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ვიმყოფებოდი წოლით მდგომარეობაში რადგან სიარული არ შემეძლო. რის გამოც ფსიქოლოგიურად მუდმივ შიშებში ვიყავი. შემთხვევით გავიგე თქვენს შესახებ და თქვენი მეთოდების შესახებ და იმედი ჩამესახა და მოგმართეთ. თქვენთან ვმკურნალობ უკვე ოთხი თვეა და მაქვს დიდი წინსვლა შევძელი პირველ რიგში ფეხზე სიარული. პარალიზებული მარჯვენა ხელის ამოძრავება და ფსიქოლოგიურად მყარად დავდექი. თქვენი მკურნალობის მეთოდი სრულიად მისაღებია ყველა იმ ავადმყოფისათვის ვინც ჩემს მდგომარეობაშია. დღევანდელი დღის დაკვირვებით ჩემს თავს ვთვლი ჯანმრთელად და ამისთვის თქვენ გიხდით უდიდეს მადლობას. ჩემთან ერთად მადლობას გიხდით ჩემი და ვენერა მამულაშვილი, რომელმაც თქვენი მეთოდური ვარჯიშებით დაამარცხა მარილები და სისხძარღვების ავადმყოფობა.(22.07.2011წელი).
თქვენი პაციენტი
ნ. მამულაშვილ
 
 
 
 



 


საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი სამხატვრო აკადემიის პროფესორი აკადემიკოსი

ნიკოლოზ ლასარეიშვილი  


   ბატონ ნიკოლოზის წერილს შემოკლებით ვბეჭდავთ რადგან ამ ხანდაზმული ადაიანის წერილში ბევრია საკუთარი ცხოვრების ისეთი ეპიზოდები რაც პირადად ჩემთვისაა საინტერესო და ამიტომ მკითხველს მისთვის საჭირო და საინტერესო ნაწილს ვუტოვებთ ამ უაღრესად საინტერესო წერილიდან...
 

...ბედნიერია ადამიანები შენს გვერდზე, შენს ქალაქში რომ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ...

დიდი მადლობა მინდა უთხრა მას რომელმაც რამდენჯერმე მიხსნა სიკვდილისაგან. ეს გახლავთ დიდი ადამიანი, პიროვნება და მკურნალი ბატონითამაზ თავაძე.

დღეს ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი საავადმყოფი კლინიკა და ექიმები მომძლავრებული თანამდეროვე ტექნიკით...– 4 წლის უკან დაავადდიკუჭნაწლავის იმფექციით 2 წლის უკან ჯვარს ვეცვი, ვისთან არ ვიყავი, ექიმიდან აკადემიკოსამდე. როცა გადამეწურა ყველა იმედი ბატონ თამაზისწიგნი წავიკითხე "აგნი იოგა ექიმებისათვის”, _ კუჭნაწლავის სუნთქვითი მკურნალობა. ერთ კვირაში დამეტყო მკურნალობა, შევაჩერე აშლილობა, მომივიდა ფერი სახეზე და დავიწყე წონაში მატება. დავურეკე ბატონ თამაზს ოჯახში და მითხრა სასწრაფოდ მივსულიყავი მასთან. ერთი თვე ვიარედა სრულიად განვიკურნე ამ სენისაგან.

ვიყავი ძალიან ჯანმრთელი, და კი არ დავდიოდი, _ დავფრინავდი, ასაკი არ მეტყობოდა არც ერთი ნაოჭი სახეზე არ მქონდა არადა ვიყავი 80 წლის. 8 აგვისტოს რუსეთთან ომი რომ დაიწყო შვილიშვილს ვხვდებოდი ჰოლანდიიდან და არ მისული აეროპორტთან მოვყევი ავტო ავარიაში. მძღოლმამანქანა ვერ შეაჩერა და შევასკდით ბორდიურს. მოვიტეხე მენჭბარძაყის ძვალი. დამიზიანდა მარჯვენა ხელი და ბეჭი, ჩავვარდი ამ ხნის კაციგამოუვალ მდგომარეობაში. სასწრაფოდ გამიკეთდა ოპერაცია. დასუსტებული ორგანიზმის ფონზე, შემომიტია უამრავმა დაავადებამ კუჭნაწლავზეადრე დაავადებულის მსგავსად.

ისევ შემომიტია ცისტიტმა, საშარდე ბუშტის მწვავე ანთებამ რომელიც არანაკლებ 15-20 ჯერ მაყენებდა ამ სიცხეში. ამ დაავადების მკურნალობაარც ისე იოლია... და გაჭირვებამ ისევ მიმიყვანა ბატონ თამაზ თავაძის წიგნთან. დავურეკე ამ სასწაულ ადამიანს და მან მასწავლა ნელი სუნთქვა. მართალია ძნელად მივაღწიე ამას, მაგრამ ეს უძლიერესი და ურთულესი დაავადება მოვირჩინე... დიდი მადლობა ბატონ თამაზს თანადგომისათვისდა ყურადღებისათვის.

  

 

            საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი                     

 სამხატვრო აკადემიის პროფესორი აკადემიკოსი ნიკოლოზ ლასარეიშვილი
 


 
მუხლში ხელოვნური სახსრის ოპერაციის გასაკეთებლად გაკეთდა პერიდულური ანესთეზია. მისი წარუმატებელი წარმართვის შედეგად შეწყდა ოპერაცია. ოპერაციის შეწყვეტის ნამდვილი მიზეზი არ ითქვა...
 
  ისე გამომწერეს კლინიკიდან, ვითომ ჩირქი ამომიმწმინდეს, ოპერაცია კი შემდეგისთვის გადაიდო. ჩემი მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდებოდა. ორი თვის შემდეგ მაგნიტო-რეზონანსული კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ჩამოყალიბდა არაქნოიდიტი (ზურგის ტვინის გარსის ანთება). ხანგრძლივი (5 თვის) მკურნალობის შემდეგ, თითქოს გამოვედი ამ მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ მაინც ვსვავდი ტკივილგამაყუჩებელს, მიჭირდა სიარული, ვიღებდი სხვადასხვა მედიკამენტებს. დაქვეითებული იმუნური უნარის ფონზე დამემართა ფილტვების ანთება, კვლავ იჩინა თავი არაქნოიდიტმა და მისმა თანხლებმა მოვლენებმა. მტკიოდა ყველა სახსარი, მიჭირდა დამოუკიდებლად დაწოლა, წამოდგომა, კოვზის პირთანმიტანა. მაწუხებდა თავის ტკივილი, წნევა, უძილობა, ოფლიანობა განსაკუთრებით თავის არეში. თმის ძირებიდან ისე წვეთავდა ოფლი, როგორცთვალებიდან ცრემლი. მიცივდებოდა ქვედა კიდურები და ზურგი. დიდი რაოდენობით მიგროვდებოდა კანქვეშ სითხე. ტკივილები გაუსაძლისი იყო, მითუმეტეს, რომ არანაირ მედიკამენტურ, ფიზიოთერაპიულ თუ მასაჟურ მკურნალობას არ ვექვემდებარეობდი.

  ამ უიმედოობაში მყოფმა შევიტყვე იოგ თამაზ თავაძის მკურნალობის მეთოდის შესახებ. გადავწყვიტე მასთან მემკურნალა. პირველი სეანსის შემდეგ გამითბა ქვედა კიდურები და ხერხემალი, ხოლო მესამე სეანსის შემდეგ ჩემი ავადმყოფობა 70% შემცირდა.

  სეანსების სრული კურსის (2 თვის) მანძილზე არანაირ წამალს არ ვიღებდი, ისე გამიქრა ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები. ამჟამად ვაგრძელებ ბატონთამაზ თავაძის მიერ ნასწავლ ვარჯიშებს. იმედი მაქვს მალე უჯოხოთ გავივლი და დავუბრუნდები აქტიურ ცხოვრებას.

   მინდა დიდი მადლიერების გრძნობით, ვუსურვო ბატონ თამაზს ბედნიერი ცხოვრება თავის ოჯახთან ერთად. დიდხანს იღვაწოს რათა მრავალიადამიანისთვის დაებრუნებინოს სიცოცხლის ხალისი და ენერგია.

 

 

პატივისცემით - ბელა ელიკაშვილი

 




 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვობაში არასოდეს არ მაწუხებდა, თუ არ ჩავთვლით აპენდიციტისოპერაციას, რომელიც 13 წლისასაკში გავიკეთე. საკმაოდ აქტიურ ცხივრებას ვეწეოდი ისე, როგორც ყოველი ჩემი ასაკის გოგო-ბიჭები. ვიყავი თანრიგოსანი ცურვაში. დავამთავრე თბილისის სამედიცინო სასწავლებელი, შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტი. ვარ ექიმი- სტომატოლოგი.

 

 

  პრობლემები ოჯახის შექმნის შემდეგ დამეწყო. 1987 წელს გავიკეთე პირველი ოპერაცია - საშვილოსნოს ფიბრომა, რომელიც ყელის მიდამოში იყო ლოკალიზებული. 1989 წელს განმივითარდა ბარძაყის ფლეგმონია ენდოკრინოლოგიური დარღვევების გამო. ამას მოჰყვა ალიმენტალური შაქარი 9 აპრილის მოვლენების გამო და ჭრილობაც ოთხი თვის განმავლობაში არ მიხორცდებოდა. 1991 წელს გარე ორსულობის გამო ამოვიკვეთემარცხენა საკვერცხე. 1994 წელს მარჯვენა საკვერცხეზე გამიჩნდა კისტა და კიდევ ერთი ფიბრომიომა.

ამ ხნის განმავლობაში ჩემი ცხოვრება საოპერაციო მაგიდიდან  საოპერაციო მაგიდამდე გრძელდებოდა და ეს გაგრძელდა 11 წელი, ვიდრე ნანატრიშვილი  არ შემეძინა. მიუხედავად ყველაფრისა დავფეხმძიმდი და მეოთხედი საკვერცხის ამარა გავაჩინე ბიჭი, _ ლაშა-გიორგი 3კგ. და 300. ბავშვთანერთად ამოიღეს 12 კგ. ფიბრომა და მასთან ერთად საშვილოსნოს ერთი მესამედიც ამომკვეთეს, რამაც მთლიანად დაანგრია ჩემი ქალური ცხივრებადა ჯანმრთელობა. მაშინ მე ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი იოგას შესახებ. ჯანმრთელობის მორიგი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი 2002 წელს. არტერიული გიპერთენზიის ფონზე დამემართა გაჟონვა, რამაც ნათხემის შეშუპება გამოიწვია. ამას მოჰყვა მარჯვენა კიდურების სრული პარეზი. თვენახევრიანი სტაციონალური მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, მაგრამ საწოლს მიჯაჭვული აღმოვჩნდი. მაშინგამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში იოგა, თუმცა, პიროვნებას, რომელმაც ჩემს ჯან¬მრთელობაზე ზრუნვა გადაწყვიტა, ვიცნობდი, მხოლოდ არასდროსმიმიქცევია მისი საქმიანობისათვის სათანადო ყურადღება. მედიცინის მუშაკის თვალით ის ირონიასაც კი იწვევდა ჩემში. მაგრამ სხვა გზა და ხსნაარსად იუო. ამიტომ ნუგზარ ძიძიგურთან დავიწყე ვარჯიში თამაზ თავაძის ოქროს საწმისის სისტემით. თვენახევრიანი ინტენსიური მუშაობისშემდეგ ერთ კიდურში გრძნობა გაჩნდა. ამის შემდეგ უფრო ინტენსიურად დავიწყე ვარჯიში. შესაბამისად ჩემი რწმენა და შინაგანი ემოციებიჯანმრთელობის გაუმჯობე-სებაზე აისახა. ორი თვის შემდეგ სიარული დავიწყე. რაოდენ დიდი იყო მკურნალი ექიმის გაოცება, როცა გამოკვლევისასყველა რეფლექსი აღდგენილი დახვდა. ამასთან ერთად სამი ნაჟონიც აღარსად იყო. თუ არა გადაღებული ტომოგრაფია, ჩემს ავადმყოფობასნამდვილად ვერავინ იწამებდა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ინტენსიური ვარჯიში. ცხრა თვის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ჩემს სპეციალობას დადავიწყე აქტიური ცხოვრება. თურმე სასწაულები კიდევ ხდებოდა ორგანიზმში. 2008 წელს კიდევ ერთხელ გაოცდნენ მედიკოსები, როცა ექოგენურიშემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საშვილოსნომ, რომლის რეზექციაც გაკეთდა საკეისრო კვეთის დროს, თავი აღიდგინა და ნორმალური, არა¬ნამშო¬ბიარები, ფუნქციონალურად აღდგენილი საშვილოსნოს ზომა მიიღო. ასევე აღდგა საკვერცხეც და ნორმალური ფუნქციონირება დაიწყო. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გააოცა სანდრა რულოვსის ცენტრის სამედიცინო პერსონალი. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით დამადლობა გადაუხადო ბატონ თამაზ თავაძეს იმისთვის, რომ მოღვაწეობს ამ სფეროში და არსებობს მისი მეთაურობით ეს ცენტრი საქართველოში.

 

                                თინათინ მაზანაშვილი


 

ნნ..ტო   ბე....შვილის მადლობის წერილი.



    ცხოვრება მშვენიერია, ეს სიტყვები მესმოდა მე ექვსი წლის წინ, როდესაც მედიცინის მუშაკებმა მითხრეს, რომ სიცოცხლე მოზომილი მქონდა და გამიჩნდა საოცარი პროტესტის შეგრძნება, რატომ??? რისთვის???
    წონის კლება, საოცარი სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, უმადობა, უფერული სახის კანი და ცხოვრების ინტერესის დაკარგვა. მაგრამ ამავ დროს ამ დგომარეობასთან შეუგუებლობის სასტიკი გრძნობა.
    ბედისწერამ შემახვედრა პიროვნებასთან, რომელმაც დამანახა ამ სიტუაციიდან გამოსავალი გზა, გზა ჯამრთელობისაკენ.
    ათი წლის წინ დედის გარდაცვალების გამო დიდ დეპრესიაში ჩავვარდი და ბოლოს მივიღე საშინელი შედეგი.
    ადამიანის ორგანიზმი ენით აუწერელი შესაძლებლობების პატრონია. ადამიანს მხოლოდ ევალება ეს პოტენციალი აღმოაჩინოს, კარგად შეისწავლოს და შემდეგ თავისსავე ჯამრთელობის სამსახურში ჩააყენოს. ამის დადასტურებაა ის საოცრება რომელიც მე გადამხდა და არა მარტო მე, მრავალი განკურნებული ადამიანია მადლიერი ბატონი თამაზ თავაძისა. საუბედუროდ ჩვენი ყოფა სტრესებითა და ნერვიულობითაა სავსე. ადამიანმა უნდა შეძლოს მისსივე ემოციები მოთოკოს და მართოს, რომ გაიხანგრძლივოს ცხოვრება. ეს კი შესაძლებელია ფსიქოლოგიური ზემოქმედებით საკუთარ თავზე, ანუ ფსიქოლოგიური ვარჯიშებით. თუ შეიძლება ადამიანმა დარდით თავი მოიკლას, რატომ არ შეიძლება სიხარულით ცხოვრება გაიხანგრძლივოს, გაიხანგრძლივოს როგორც სიცოცხლე ასევე გაიკაჟოს ორგანიზმი. ყველაფერი ადამიანის თავიდან მოდის. ადამიანის ტვინი, გული და ხერხემალი _ აი ესაა ფსიქოლოგიური ვარჯიშების დაუშრეტელი წყარო, _ სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენი სხეულისა.
    სერიოზული დაავადებები განპირობებულია სამი ძირითადი ფაქტორით, ესენია: გაციება, ნერვიულობა და ტრავმა ანუ ყველა ის ფაქტორი, რომელიც ორგანიზმის სპაზმს იწვევს. როგორც გამდინარე წყალში ჭაობი არასოდეს გაჩნდება, ასევე ორგანიზმი, რომელშიც სპაზმი არ არის და სისხლი ყველა ორგანოს თავისუფლად მიეწოდება, დაცულია ყველა სერიოზული დაავადებისაგან. ეს უნდა გაითავისოს ყველა ადამიანმა. გარდა ამისა მრავალი ვირუსი ებრძვის ადამიანის ორგანიზმს, მრავალი უცხო დაავადება იჩენს თავს, ამიტომ საჭიროა თავის დაცვა, იმუნური სისტემის მოწესრიგრება და გაძლიერება ეს კი შესაძლებელია არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ საკმაოდ ძლიერი ფიზიკური ვარჯიშებით, რომლის სამსახურში დგას ჩვენი მკურნალი, და არა მარტო მკურნალი, - არამედ არაჩვეულებრივად გულისხმიერი პიროვნება რომელიც სხვის ტკივილს თავისად აღიქვამს, _ ბატონი თამაზ თავაძე. იგი უანგაროდ ემსახურება კაცობრიობას.

 


 

ნებიერიძე ლამარა 72 წლის, მცხ. არსენას ქ. № 38

 

 

  გაოცებული ვარ საზოგადოება ”რერიხი – სამყაროს დედა” და მისი პრეზიდენტის ბ-ნ თ. თავაძის სასწაულთმოქმედი მკურნალობის მეთოდით და მათი შედეგებით. მე, ჩემი ახლობლის რჩევით 70 წლის ასაკში მოვედი ბ-ნ თამაზისთან. მქონდა ვარიკოზულად გაგანიერებული კანქვეშა ვენის ტრომბოზი. მაწუხებდა ფეხის ტკივილი. ნერვებს მიშლიდა დეფორმირებული, დაუშნოვებული, წითელი ლურჯად აჭრელებული მარცხენა ფეხი, დაბერილი ვენებით. 

  დავიწყე კეთილ მოძღვარ ბ-ნ თამაზისთან ჯგუფურ მეცადინეობაზე სიარული. თავდაპირველად ხან ვერ ვხვდებოდი, ხან ვერ ვასრულებდი, ხან მესმოდა, როგორ გამეკეთებინა ვარჯიში, მაგრამ არ გამომდიოდა. მივედი ბატონ თამაზთან და ვკითხე, რაღაც ვერ გამომდის ვარჯიში და რა ვქნა მეთქი. ბ-მა თამაზიმ მაშინვე მითხრა მოდი ჩემთან ოფისში და ინდივიდუალურად იმეცადინეთო. მივედი. ჩემი თავი ჩააბარა ქალბატონ ეთერ გოგოლაძეს და მითხრა რამდენიც შეგიძლია გადაიხდი საფასურსო. თუ არ შეგიძლია, ოჯახს ნუ შეაწუხებ და ისე იარეო. აქ შენ გამოჯანმრთელდები და გაახალგაზრდავდები. მხოლოდ უნდა ივარჯიშო ინტენსიურად, მონდომებით და რწმენით რაც მთავარიაო. შიში და ეჭვი დაივიწყეო.
ასეთმა ღვთისნიერებამ გული დამიამა და დამაიმედა. მაგრამ რაც შეეხება გაახალგაზრდავებას მაინც დამკრავდა ეჭვი. სარკეში ხომ ვიხედებოდი, იქიდან მიყურებდა  ბეჭებში მოხრილი, თითქმის კუზიანი ქალი, დაშრეტილი თვალებით და დანაოჭებული სახით. მე თვითონ ვიჭერდი ჩემს თავს როგორი ბებრული მოძრაობები მქონდა, როგორი მოუქნელი თითებით მოუხერხებლად ვაცხობდი ნამცხვარს ან ვაკეთებდი სადილს. როგორი ბებრული მოძრაობით ვჯდებოდი ან გადმოვდიოდი მარშრუტკიდან. ბაზარში ვაჭრობისას გამყიდველები მიკლებდნენ ფასს და მეუბნებოდნენ ”შენ იაფად მოგცემ ბაბო-ჯან”. შვილიშვილები რომ მოდიოდნენ, მალე ვიღლებოდი. თუ დიდხანს დარჩებოდნენ სასტიკად ვიქანცებოდი სიცოცხლით სავსე, ენერგიული ბავშვების ჟრიამულით. როცა წავიდოდნენ მივესვენებოდი დივანზე ჩემი ქმარი ჩემზე 5 წლით უფროსია, მაგრამ რამდენჯერ უთქვამთ: შენ რამდენი წლით უფროსი ხარ შენს ქმარზეო.
მეცადინეობას შევუდექი მთელი მონდომებით. ქ-ნი ეთერი ძალიან კეთილი და საყვარელი ქალი აღმოჩნდა. მასწავლიდა ვარჯიშების დაუფლების ტექნიკას, მიკეთებდა მასაჟებს, მმოძღვრავდა. პარალელურად დავდიოდი ჯგუფურ მეცადინეობაზე, რომელსაც პირადად ბ-ნი თამაზი ატარებს.
თანდათან ვხედავ!!! რომ ფეხი აღარ მტკივა, არ მეღვრება მუხლიდან ქვემოთ ცხლად სისხლი. ვენების იცვლიან მდებარეობას, გაიშლებიან, იმალებიან, ქრებიან. აფერადებული და ყავისფერ ლაქიანი ფეხის იბრუნებს, თავის ფერს. ფერის ფრჩხილებიც იბრუნებ ცოცხალ ფერს (ადრე ყვითელი იყო და იფშვნებოდა).
თანდათან ვგრძნობ!! შინაგანად მხნე და ენერგიული გავხდი, ადვილად არ ვბრაზდები და არ ვღიზიანდები, უფრო დამთმობი და ხალისიანი ვარ. მალე 73 წლის გავხდები და აშკარად ვგრძნობ, რომ წელსა და ბეჭებში ვიმართები, ხორცი შევისხი, თვალებში სხივი ჩამოდგა. მთელი დღე დაუღალავად ვშრომობ ოჯახში (მეზობლები გაკვირვებით მიყურებენ!). ბავშვებიც ისე ვეღარ მღლიან. დიდი სიამოვნებით ვეთამაშები მათ, ვუკითხავ წიგნებს, ვასეირნებ ბაღში. ბაზარში აღარ მეძახიან ”ბაბო-ჯან” და ბებო-ს, მარშრუტკაშიც სხარტად ვჯდები. დიდი ხნის უნახავი ნაცნობები მეუბნებიან გაახალგაზრდავებულხარ ან მშვენივრად გამოიყურებიო.
კეთილი და კაცთმოყვარე ბ-ნ თამაზის შთაგონებით აღვიჭურვე რწმენით და იმედით.
საყვარელი ქ-ნ ეთერის წყალობით ვეუფლები აგნი იოგას ვარჯიშებს. მიზანიც მიღწეულია: მე დავიწყე გაახალგაზრდავება, რაც საგრძნობლად დამეტყო.
თანაც ასე მგონია უფალმა იესო ქრისტემ მეც მითხრა (ისევე, როგორც სისხლდენით გატანჯულ ქალს): ”გამხნევდი ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა”. (ახალი აღთქმა. მათე 9.22).



მადლობა უფალს.

მადლობა ბ-ნ თამაზს.
მადლობა ქ-ნ ეთერს.
მადლიერი ლამარა ნებიერიძე,  12. 10. 2003 წ