კავკასიის მსოფლიო კულტურის ცენტრი
სიახლეები
ძვირფასო მკითხველებო, ,,მედეას” 11-ე ნომერში თე- მატურად და თვისობრი- ვად მრავალფეროვან სტა- ტიებთან ერთად, თქვენ გაეცნობით მადლიერებისა და აღიარების წერილებს, რომელთა ავტორების გამო- ცდილებ...

 

 

მე გილოცავთ თქვენ წარმატებით განხორციელებულ ამ მნიშვნელოვან ექსპერიმენტს, უმნიშვნელოვანესი და დროული ინფორმაციის დედამიწის გეგმილზე დალექვისათვის


 უსაყვარლესი ელ მორია

30 ივნისი 2005 წელი                                                                            


     მე ვარ ელ მორია ხანი, ამ დღეს ამ დესპანის მეშვეობით მოსული თქვენთან.
   მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდებიან, რომ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, განსხეულებაში მყოფი ყოველი სინათლის მატარებლის ძალისხმევას ითხოვენ. მე არ ვიცი, გრძნობთ თუ არა თქვენ ყველა იმ ცვლილებებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო მზარდი ძალითა და აჩქარებით ვლინდებიან. ჭეშმარიტად, დადგა ძალზედ სწრაფი და ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებათა დრო. და ისინი ვინც ამას ვერცა გრძნობენ და არცა ესმით, მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებენ, ვინაიდან დროის შინაარსიდან ამოვარდნენ და ცდილობენ ძველებური შეხედულებებით იცხოვრონ, რამეთუ ყველაფერს ძველი შეხედულებებით ზომავენ.
   დადგა ახალი ეპოქა, რომელსაც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შეუჩერებლივ უნდა მოარგოთ თქვენი ცნობიერება. იმიტომ, რომ ის რიტმი, რომელიც გელოდებათ უახლოეს მომავალში, მოგთხოვთ თქვენ ყოველ ძალღონეს, მთელს თქვენს მისწრაფებას და თქვენი გულების მთელს ცეცხლოვანებას.
   ამიტომ, გინდაც გეჩვენებოდეთ რომ თქვენს ირგვლივ არაფერი არ იცვლება და ყველაფერი ძველებურადაა, არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს. ყველაფერი შეიცვალა! და ყველაფერი ისე მკვეთრად და შეუქცევადად შეიცვალა, რომ ვერანაირი ფანტაზია ვერ გიშველით იმაში, რომ წარმოიდგინოთ ის ცვლილებები, რომლებიც მოდიან და რომლებიც ხდებიან, მაგრამ ჯერ კიდევ შეუმჩნეველნი არიან თქვენი ფიზიკური თვალებისათვის. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მოძრაობა. და ჩვენ ვთავაზობთ ყველას ვინც გაიღვიძა, ვინც გრძნობს მომავალი ეტაპის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ვინც გრძნობს დამდეგი ეტაპის მნიშვნელობას და მზადაა თავდაუზოგავი მოქმედების აუცილებლობისათვის, - მოემზადოს. ძალიან მალე თქვენც და სხვა ყოველი, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაში ყოფნისას, იგრძნობთ იმ ცვლილებებს, რომლებიც უკვე დაიწყო.
   თქვენთვის ძნელია ამის დაჯერება, რადგან თქვენს ირგვლივ ყველაფერი ძველებურად დარჩა ისე, როგორც იყო. მაგრამ მე გარწმუნებთ თქვენ, რომ ყველაზე მთავარი უკვე შეიცვალა, ანუ ის რასაც ჩვენ უკანასკნელი საუკუნენახევრის დროის განმავლობაში ვცდილობდით, განხორციელდა! მოხდა საკმარისი რაოდენობის ადამიანთა ცხოვრებისა და  ცნობიერების შეცვლა, რომლებიც ამჟამად განსხეულებაში იმყოფებიან, და ეს ის ცვლილებებია, რომლებმაც სრულიად საგრძნობი ცვლილებები უნდა მოიტანონ ფიზიკურ გეგმილზე. ასევე ვადებიც, რომელთა განმავლობაში იცვლება ადამიანთა ცნობიერება დედამიწის გეგმილზე,  საგრძნობლად შემცირდნენ. იყო დრო როდესაც ცნობიერების შეცვლა ათეული და ასეული წლების განმავლობაში ხდებოდა ფიზიკურ გეგმილზე. ეხლა კი, თუ თქვენი ცნობიერება შეიცვალა, ერთი ღამეც კი ვერ გაივლის ისე, რომ შეცვლილი ცნობიერება არ აისახოს თქვენს საქმიანობაზედ. მე ვლაპარაკობ და ვცდილობ გავამარტივო სათქმელი, რათა თქვენ შეძლოთ შექმნათ წარმოდგენა მომავალი დროის მიმართაც და მომავალ შესაძლებლობებზედ.
  ძალიან მალე თქვენ თქვენს ცხოვრებებში შეამჩნევთ იმ შედეგებს, რომლებსაც მოიტანს თქვენი შეცვლილი ცნობიერება. და თუ  თქვენს ცხოვრებებში თქვენ ვერანაირ ცვლილებებს ვერ შეამჩნევთ, მაშინ ეს მხოლოდ ერთადერთ რამეზე მეტყველებს, - თქვენ ამაოდ დაკარგეთ დრო ამ კარნახების წაკითხვისას იმიტომ, რომ ის უმთავრესი, რისთვისაც იძლევა ეს კარნახები, თქვენ ვერ მოიპოვეთ. თქვენ ვერ შეცვალეთ თქვენი ცნობიერება. თქვენ ამაოდ დაკარგეთ ძვირფასი დრო და ღმრთისაგან ნაბოძევი შანსიც ამაოდ გაუშვით ხელიდან.
თქვენ ძველებურად ფიქრობდით, რომ ლამაზ სიტყვებს წაიკითხავდით კარნახებში და ეს იქნება და ეს, მეტი არაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენ შეგეშალათ, რამეთუ ლამაზი სიტყვების ამოკითხვის გარდა თქვენგან მოითხოვდნენ კონკრეტულ მოქმედებებს, რომელთა მეშვეობითაც თქვენ 100 პროცენტით მიიღებდით შედეგს, - თქვენი ცნობიერება შეიცვლებოდა თუ კი არ იზარმაცებდით და ამ კარნახებს წაიკითხავდით არა მხოლოდ სიტყვებისათვის, არამედ როგორც პრაქტიკულ მოქმედებათა სახელმძღვანელოს მოქმედებისათვის ფიზიკურ გეგმილზე.
  რა გაეწყობა, ვინც ამ განდობის დაჩქარებული კურსის შესრულებით, საკუთარი შანსი ხელიდან გაუშვა, რათა საკუთარი ცნობიერება შეეცვალა, მიიღებენ საშუალებას დარჩენ იგივე დონეზე და განმეორებით წაიკითხონ იგივე კარნახები, რაც ამ დესპანის მეშვეობით გეძლევათ, დაწყებული ამაწლის 4 მარტიდან, ანუ პირველივე კარნახიდან.
  და თუ თქვენ კვლავ ვერავითარ ცვლილებებს ვერ შეამჩნევთ თქვენს ცნობიერებაში და ვერც ვერანაირ ცვლილებას ვერ იგრძნობთ თქვენს ცხოვრებაში, მაშინ მე გირჩევთ მესამეთ გადაიკითხოთ ისინი.
   თქვენ მიიღეთ ფასდაუდებელი, სრულიად უნიკალური საჩუქარი ამ კარნახების სახით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ენერგია იყო დახარჯული ამაღლებულ სულთა ურდოებისაგან, რათა ეს კარნახები ინტერნეტით მოეტანათ თქვენამდის პირდაპირ თქვენს სახლში. რამდენი ანგელოზი იყო დასაქმებული! მე აღარ ვლაპარაკობ უკვე იმ ძალისხმევაზე, რაც  ტატიანამ  გაიღო ამ კარნახების მიღებისას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ იმას, თუ რას ნიშნავს გაუძლო ყოველდღიურად ინფორმაციის ამგვარ ნაკადს და ენერგიებს. და ამასთან ერთად შეძლო საკუთარი თავის შრომის უნარიანობის შენარჩუნება თითქმის ოთხი თვის მანძილზედ ისე, რომ არც ერთი დღე არ გააცდინო.
  ექსპერიმენტის დაწყების წინ,  ჩვენგან არავინ არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მოვახერხებდით ესოდენ საჭირო ინფორმაციის ამ მოცულობით გადაცემას და ისიც ესოდენ შემჭიდროებულ ვადებში. მაგრამ ჩვენ ეხლა თამამად შეგვიძლიან გავაცხადოთ, რომ ექსპერიმენტი შესდგა! სამუშაო შესრულებულია, და სამუშაო შესანიშნავადაა განხორციელებული!
  მე გილოცავთ თქვენ და ვულოცავ ტატიანას, ამ უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელებას, რომლის შედეგადაც ფიზიკურ გეგმილზე უმნიშვნელოვანესი და დროული ინფორმაცია დაილექა. სამუშაო გაგრძელდება, მაგრამ დაგვრჩა მთავარი ეტაპი. ეტაპი ინფორმაციული. როდესაც პლანეტამ ფიზიკურ დონეზე ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო და ისიც მიმდინარე მომენტისათვის. თქვენ ამასთან ერთად მოგეცემათ საშუალება მიიღოთ ყველა საჭირო განმარტება. და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამუშაოს ჩვენი დესპანის, ტატიანას  მეშვეობით.
  დგება ახალი ეტაპი. ეტაპი, როდესაც ინფორმაცია, რაც ჩვენს კარნახებშია მოთავსებული, აღმოცენდება ადამიანთა გულებში. და ყოველი ადამიანი შესძლებს გამოიყენოს საკუთარი ძალები და ნიჭი. სამუშაო ყველას ეყოფა! უმნიშვნელოვანესი სამუშაო, - ფიზიკური გეგმილის შესაცვლელად, - მხოლოდ ეხლა იწყება. და ყოველი, რომელმაც საკუთარი ცნობიერება გააღვიძა და ცეცხლი აანთო საკუითარ გულში, გახდება ცოდნის, ინფორმაციისა და ენერგიების  წყარო ყოველი იმ ადამიანისათის, ვისაც კი არ უნდა შეხვდეს საკუთარი ცხოვრების გზაზედ. თქვენთვის, როგორც სინათლის მატარებელთათვის, დასმულია ამოცანა,- მუდმივად აღვივებდეთ თქვენი ჩირაღდნების ალს, რათა ამით სინათლე მოუტანოთ მსოფლიოს.
  ყოველი იმათთაგანი, ვინც შეძლო საკუთარი ცნობიერების გაღვიძება ამ კარნახთა კითხვის პროცესში, მიიღებს ჩემგან ობობას ქსელის მსგავს უწვრილეს ძაფს, რომელიც დამაკავშირებს მე მასთან და განსაცდელების ჟამს მიიღებს ჩემგან დახმარებას.
  თქვენ მხოლოდ ამ მოწოდებით  უნდა მომმართოთ: „სახელითა მე ვარ, რომელიც ვარ მე მოუწოდებ ძაფს, რომელიც მაკავშირებს მე მეუფე ელ მორიასთან, იმოქმედოს. მეუფე ელ მორია, გეთაყვა, თუ შეიძლება დამეხმარე მე ჩემს სიტუაციაში (აღწერეთ სიტუაცია დაწვრილებით). დამეხმარე ღვთაებრივი გადაწყვეტილების ძებნაში ჩემი სიტუაციისათვის და გამიწიე ის დახმარება, რომლის უფლებასაც იძლევა უზენაესი კანონი.“
   და როგორც კი გააკეთებთ ამ მოწოდებას, მე დავეხმარები ყველას, ვინც საკუთარი შრომით დაიმსახურა მიეღო ეს პირადი, პერსონალური კავშირი ჩემთან. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ კავშირის ამ ძაფს, რომელიც თქვენს გულებს აკავშირებს ჩემს გულთან. და ძალიან ბევრი უკვე გრძნობს კიდეც ამ კავშირს.


მე ვარ ელ მორია.
და მე ვადასტურებ, რომ  ღმერთთან  ერთად  ყველაფერი შესაძლებელია.


 

 

მზადა ხართ მოძღვრების გზაზე ფეხის შესადგმელად?

     

 

უსაყვარლესი კუთხუმი

29 ივნისი, 2005წ.

 

 მე ვარ” კუთხუმი, ამ დღეს მოსული თქვენთან!   

  მეუფეთა უსასრულო დასის საზრუნავს წარმოადგენს კაცობრიობის ცნობიერების ამაღლება, ამ ამოცანას ვუთმობთ ჩვენს დაუღალავ ყურადღებას და მისი განხორციელებისათვის ვიყენებთ მთელ ძალ-ღონეს. თუკი შევძლებდით ადამიანთა ცნობიერების თუნდაც ერთი მისხალით დაძვრას, მაშინ თქვენს ირგვლივ ცვლილებები დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ გამომჟღავნებას.    

  მატერიალურ სამყაროში არაფერი მოიპოვება კაცობრიობის ცნობიერებაზე  უფრო რთულად შესაცვლელი და როგორც კი ეს მოხდება, შემდგომ სხვა ყველაფერი დაემორჩილება შეცვლილ ცნობიერებას და მოვლენები განვითარდება სწრაფად და თითქმის ავტომატურად. 

  ამიტომ, ჩვენსა და თქვენს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს იმ ადამიანთა ცნობიერების შეცვლა, რომლებიც ამჟამად განსხეულებაში იმყოფებიან.

  მე მოგიყვანთ უბრალო მაგალითს: თუ თქვენ რაიმე სამუშაოს შესრულებას აპირებთ, ჯერ გეგმა უნდა შეადგინოთ ანუ  წარმოდგენა შეიქმნათ ცნობიერებაში იმაზე, თუ რას უნდა მიაღწიოთ თქვენი შრომის განხორციელეობისას, რომ შესაბამისად სასურველი შედეგი მიიღოთ. ასევეა კაცობრიობის ცნობიერების შეცვლის შემთხვევაშიც, მისმა უმრავლესობამ ჯერ უნდა შეიგნოს ცნობიერების შეცვლის აუცილებლობა და შეიქმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით. ჩანაფიქრის განხორციელება ძალდაუტანებლად და ბუნებრივად მოხდება, როგორც კი ადამიანთა გონებაში საიმედოდ ჩაისახება მათი მისწრაფების ხატება. ამ პროცესის საპირწონედ, სინათლის საპირისპირო ძალები განამრავლებენ რა ფიზიკური სამყაროს ილუზიას - ცდილობენ ადამიანთა ცნობიერებაში შეინარჩუნონ საქციელის არასწორი სტერეოტიპები და ნიმუშები. კაცობრიობის ცნობიერების სამართავად ისინი წარმატებით იყენებენ მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა მიღწევას.

  ყველაფერი, რასაც ეფუძნება თანამედროვე სამყაროს ინდუსტრია, მიმართულია ზუსტად იმისაკენ, რაც განამრავლებს ილუზიას. კაცობრიობის საუკეთესო მოაზროვნენი მთელს ძალისხმევას იყენებენ, რომ ადამიანების ყურადღება  ილუზიებით  მოხიბლონ. სამყაროს კანონის თანახმად: საითაც მიმართულია თქვენი ყურადღება, იქით მიემართება თქვენი ენერგიაც და შესაბამისად, სარეკლამო რგოლების, ბროშურებისა თუ აფიშების წაკითხვისას თქვენ ავტომატურად მიმართავთ თქვენს ენერგიას მიწიერ ილუზიათა გამრავლებისაკენ. ინდუსტრიის სრულყოფას, რომელიც თქვენს ღვთაებრივ ენერგიას იყენებს ილუზიის გამრავლებისათვის, ზღვარი არ აქვს. პოტენციური მყიდველები იმ უსარგებლო საგნების შეძენაზე ზრუნავენ, რომლებსაც მათ თავს ახვევს გარე სამყარო. ადამიანებს სულ უფრო უმწვავებენ ფუჭი საგნების ფლობის სურვილს და ისინიც გაუცნობიერებლად ხარჯავენ მთელ ძალ-ღონეს მეტი  საშუალებების გამოსამუშავებლად. მათ უკვე აღარ ყოფნით ღმრთისაგან ნაბოძები ენერგია რათა განაგრძონ მარულა და თავს იქეზებენ მოხდენილად მიწოდებული დოპინგებითა და ტრანკვილიზატორებით. ასეთი ცხოვრების  წესი იმდენად ფიტავს ადამიანებს შინაგანად თუ ფიზიკურად, რომ უკვე 40 წლის ასაკში მათი ცნობიერება უნარდაკარგულია ჩაიტიოს ამ კარნახებით გადმოცემული აზრები.

  სამწუხაროდ, ადამიანთა შინაგანი გამოფიტვის ასაკი ყოველწლიურად მცირდება, რადგან ახალგაზრდობიდანვე ერთვებიან საგანთა და სიამოვნებათა მიღების დაუსრულებელ დევნაში და ამ ორომტრიალს გადიან ცხოვრებიდან ცხოვრებამდე. აამჟამად საგანთა და სიამოვნებათა მიღების სურვილი ისეთ  სიმაღლეებსა და ვნებათა სიმძაფრეს აღწევს, რომ ერთეულები თუ უძლებენ მას.

  და ადამიანები მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ საკუთარი ცხოვრების წესის ამაოებას, როდესაც შმაგი რბოლის შედეგად კოტრდებიან ან მძიმედ სნეულდებიან. გამოფხიზლებული ინდივიდები იწყებენ ისეთ მარტივ საკითხებზე დაფიქრებას, როგორიცაა: რისთვის მოვიდნენ ამ ქვეყანაზე? რა აზრი აქვს მათ არსებობას? სასურველია, თქვენი ცხოვრება არ მიიყვანოთ სრულ განადგურებამდე, რათა დაფიქრდეთ მატერიალურ სამყაროში თქვენი  არსებობის მნიშვნელობაზე. ნუ მიიყვანთ თქვენს ცხოვრებას სრულ ჩაძირვამდე, მოიძიეთ საკუთარ თავში ძალა, რათა შეჩერდეთ და  განუდგეთ სიამოვნებებითა თუ საგნებით ტკბობას! შეეცადეთ გვერდიდან შეხედოთ იმ ხალხს, რომლებიც ღვთისაგან ნაბოძებ სიცოცხლესა და ენერგიას ფლანგავენ შეცდომების გასამრავლებლად, რადგან მათი მისწრაფება და აზროვნება მიმართულია ილუზორული სამყაროს ხიბლისკენ.

  თქვენი ამოცანაა გააცნობიეროთ პირადი ცხოვრების ყოველი მომენტი, რომლის დროსაც ხარჯავდით ღვთაებრივ ენერგიას არა ღვთიური გეგმებისათვის, არამედ მატერიალური მიზნებისათვის. ვერავინ გაიძულებთ მორიგი უმნიშვნელო საგნის შეძენას, რომელიც მაშინვე დაგავიწყდებათ, ანდა მოდურ კონცერტზე თუ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, შემდეგ კი - პრესტიჟულ კურორტზე დასვენებას. თქვენ და მხოლოდ თქვენ აიძულებთ საკუთარ თავს მისდიოთ უაზრო სიამოვნებათა უწყვეტ ჯაჭვს. თქვენი სურვილები, აზროვნება, ყველაფერი რაც თქვენში აღიძვრება - არარეალურია და გაიძულებთ მიწიერი ამაოებისთვის სიცოცხლის გაფლანგვას... ამიტომ გეძლევათ ეს მოძღვრება - მოძღვრება იმაზე თუ როგორ დაეთხოვოთ არარეალურს თქვენში. გაიხსენეთ მოციქულები, რომლებიც ქვებით ჩაქოლეს და ჯვარზე გააკრეს. რა იყო ამის ჭეშმარიტი მიზეზი? მწვალებლებს სურდათ, რომ ჩვეული ცხოვრების წესით გაეგრძელებინათ არსებობა ანუ დამტკბარიყვნენ ფიზიკური სამყაროს სიამოვნებებით. სხეულს მიჯაჭვული მათი გონება მზად იყო მოესპო ყოველი, ვინც სხვა გზას ანუ თავშეკავებას შესთავაზებდა.

  არსებითად, დღევანდელობაში განსხეულებული ადამიანი საკუთარი სხეულის გონებისაგან არის შეპყრობილი.  იმისათვის, რომ  გააცნობიეროს თავისი მდგომარეობის სრული უაზრობა რომელ მდგომარეობაშიც საკუთარი თავის წყალობით აღმოჩნდა მომწყვდეული, ღმერთი აყენებს მას იმ სიტუაციებში, რომლებსაც შეუძლიათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილების მიცემა. ეს სიტუაციები სულ უფრო და უფრო მწვავედ მეორდებიან, სანამ აბსურდულ ფორმას არ მიიღებენ, რის შედეგადაც ,,ყრუ” და ,,ბრმაც” კი გამოიტანს იმ დასკვნებს, რომლებსაც ცხოვრება სთავაზობს. ყოველი თქვენთაგანი აღმოჩენილა ასეთ სიტუაციებში და ყოველ თქვენთაგანს მრავალგზის მიეცა  ერთადერთი სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ თქვენ ყოველთვის თავს არიდებდით და განაგრძობდით ილუზიათა მსახურებას და მიჰყვებოდით თქვენი მიწიერი გონების აღვირახსნილობას.            

  ღმერთი ძალზე მომთმენია და იმისათვის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს და მოიშოროს თუნდაც ერთი მანკიერი თვისება, იხარჯება მთელი სიცოცხლე, ზოგჯერ კი - რამდენიმე სიცოცხლეც.

  თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ ამოიცნოთ და სამუდამოდ მოიცილოთ ყოველი ნაკლი. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება, რომ  დაადგეთ საკუთარი ეგოსაგან განთავისუფლების გზას და დაუბრუნდეთ ღვთიურ ანუ რეალურ სამყაროს.

  სწორედ, ეს არის უპირველესი და უმთვრესი ნაბიჯი საჭირო მიმართულებით, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იმდენად გადამწყვეტი მოვლენა გახდება, რომ რამოდენიმე წელიწადში მთლიანად შეცვლის მას. შეიძლება მილიონი წელი გქონდეთ დახარჯული ილუზორულ სამყაროში ხეტიალისათვის, მაგრამ როგორც კი სწორი მიმართულებით გააკეთებთ თუნდაც ერთ ნაბიჯს, - რაც არ უნდა ძნელი იყოს თქვენთვის ეს გზა და რა განსაცდელებიც არ უნდა შეგხვდეთ ამ რჩეულთა გზაზე, _ თქვენი მართებული არჩევანი გამარჯვებისა და ილუზორული სამყაროდან ღვთიურ სამყაროში გადასვლის საწინდარია. 

  ეს სამყარო თქვენს ცნობიერებაშიც არსებობს და ამით ასაზრდოებთ თქვენ მის არსებობას. ამიტომ, თქვენ უნდა გადახვიდეთ  თქვენი ცნობიერების ახალ საფეხურზე, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენს ირგვლივ არსებული რეალობა ახლებურად აღიქვათ,  რათა დატოვოთ ფიზიკური სამყარო და შეიძინოთ ღვთაებრივი თავისუფლება. ვერავინ, ვერცერთი ადამიანი ვერ გაიძულებთ თქვენ ამ არჩევანის გაკეთებას, მხოლოდ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილებს,საკუთარი გულის სიმშვიდეში შეგიძლიათ მიიღოთ ბედის მომტანი გადაწყვეტილება.

  გახსოვდეთ, რომ თქვენ ვერანაირ ჯილდოს ვერ მიიღებთ და არც უნდა იფიქროთ რაიმე სარგებლის მიღებაზე ფიზიკურ განზომილებაში. მხოლოდ თქვენი მიღწევები და გამოცდილება დაგრჩებათ ამ სამყაროს არსებობის განმავლობაში და გადმოგყვებათ უზენაეს სამყაროებშიც.

  მზად ხართ, რომ გაჰყვეთ  სიძნელეებითა და დაბრკოლებებით სავსე გზას, დაუღალავი ბრძოლით  გადალახოთ ისინი და მიაღწიოთ საბოლოო გამარჯვებას?  

  მოწვეული  ბევრია,  მაგრამ რამდენი თქვენთაგანი მოხვდება რჩეულთა  შორის?!            

 

 „მე ვარ” კუთხუმი,

    თქვენდამი იმედით გულანთებული




 

 

 

თქვენ არ შეგიძლიათ ღმერთთან ვაჭრობა
 


    უსაყვარლესი იესო
    28 ივნისი 2005 წელი.



   

  „მე ვარ” იესო, კვლავინდებურად მოსული თქვენთან.

   დღეს მე მინდა ერთ თემაზე შევჩერდე, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის, თუმცა შეგიძლიათ არც კი მიანიჭოთ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ილუზორული სამყაროს მიმართ თქვენი ხიბლისა და გატაცების გამო.    

  როგორც ყოველთვის, თქვენი ყურადღება იმ საგნებითაა დაკავებული, რომლებიც თქვენს გარემომცველ ილუზიაში არსებობენ. ამის გამო თქვენ ძალიან გიჭირთ საკუთარი ცნობიერების ამაღლება, ღვთაებრივი რეალობის აღქმა და იმ სივრცეში შეჭრა, რომელშიც ფერმკრთალდება ყოველივე ილუზორული იმ სილამაზესთან, გრძნობებთან თუ მისწრაფებებთან შედარებით, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სამყაროში.    

  თქვენ ძალზე ხელსაყრელი მდგომარეობა გაქვთ, რაც ხელს უწყობს  თქვენს განვითარებასა და წინსვლას ამ გაორებულ სამყაროში, რადგან თქვენი  განვითარების გზაზე არსებობს ზღვარი, რომლის მიღმა ვეღარ იპოვით კმაყოფილებას ვერაფერში, რაც თქვენს ირგვლივ ილუზორულ სამყაროშია. ჩვენი და თქვენი ძირითადი ამოცანაა მალე მიაღწიოთ ამ ზღვარს. თუ ამ პროცესს მთის მწვერვალზე ასვლას შეადარებთ, მაშინ წარმოიდგინეთ თითქოს შიშველ კლდეზე მიხოხავთ, ვიწრო ხევებში გადიხართ და უეცრად გაიჭრებით ვაკეზე. თქვენს წინაშე გადაიშლება თვალწარმტაცი ხედი, რომელსაც თვალცრემლიანი შესცქერით და ხვდებით, რომ ღირდა საკუთარი თავის გადალახვა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, რათა დამტკბარიყავით ამ ღვთაებრივი სილამაზით.    

  თქვენ ხვდებით, რომ მიტოვებულ სამყაროზე მიჯაჭვულობა ნელ-ნელა ქრება და თქვენ ამ თვალისმომჭრელ სილამაზესთან ერთარსნი ხდებით. აღარაფერია უკვე ისეთი, რაც მიტოვებულ სამყაროსთან ისევ დაგაკავშირებთ  და მოგხიბლავთ. და ეს იმიტომ, რომ ფიზიკურ სამყაროში არსებობის მიუხედავად, თქვენ უკვე აღარ ეკუთვნით მას და თქვენშიც აღარაფერია ისეთი, რაც ფიზიკურ სამყაროს ეკუთვნის - თუნდაც ისეთი ენერგია, რომელიც ილუზორულ სამყაროსთან დაგაკავშირებთ. მიუხედავად ამისა, თქვენ ცნობიერად განაგრძობთ თქვენს სამყაროში არსებობას, რომ თქვენი გამოცდილებით დაეხმაროთ დანარჩენებს.    

   თქვენ ხედავთ ადამიანთა ტანჯვას და მის გამომწვევ მიზეზებსაც, ასევე გესმით, თუ როგორ შეუძლიათ მათ ამ ტანჯვისაგან თავის დაღწევა და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მარტივი ენით ლაპარაპობთ მარტივ საგნებზე,  ცოტას თუ ესმის თქვენი ნათქვამი.    

   მე ვიყავი დედამიწაზე, მე ვსაუბრობდი ადამიანებთან ათასობით საათის მანძილზე. მე ვცდილობდი მათ გონებამდე მიმეტანა ის ჭეშმარიტებანი, რომელთა გაცნობიერება ჩემთვის მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც მოვისურვე საკუთარი არარეალური ნაწილისაგან განთავისუფლება. თუმცა, როგორი სიმარტივითაც არ უნდა მესაუბრა მათთან, მხოლოდ თორმეტმა მოსწავლემ შეძლო ჩემს მიერ მოწოდებულ ჭეშმარიტებათა ნაწილობრივი წვდომა.

  თქვენს დროშიც ასევეა: ძალზე ცოტა თუ აღმოჩნდება ისეთი, რომელიც გულით გააცნობიერებს მოძღვრების არსს, რარიგ კარგად და ხელმისაწვდომად არ უნდა მიაწოდოთ ცოდნა  და მოძღვრება დესპანთა საშუალებით. კიდევ უფრო მცირედნი მოისურვებენ მოცემულ მოძღვრებათა გზაზე ფეხის შედგმას.

  ჩვენ გახსნილად ვიძლევით ჭეშმარიტებას. მოდით ჩვენს მაგიდასთან. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ყველაფერი, რაც კი თქვენს სულს სურს იმ ერთადერთი გასამჯელოს სანაცვლოდ, რომელსაც თქვენი არარეალური „მე“ ქვია და ნებაყოფლობით უნდა შეწიროთ ღმრთის, სიცოცხლისა და სინათლის იერარქიის მსახურების საკურთხეველზე.

  მე ვხედავ თუ როგორ ინთება მრავალი ჭეშმარიტი და უშიშარი მაძიებლის გული კარნახების კითხვისას. მე ვხედავ როგორ ძლიერდება მათი მისწრაფების ცეცხლი და რა დასანანია, როდესაც ადამიანი უბრუნდება გატკეპნილ გზას, რომელსაც მართალია უსაფრთხოდ გაივლის, მაგრამ მის ბოლოს გარდაუვალი სიკვდილი დახვდება.

  თქვენ უკვდავი სულები ხართ და რა ძნელია ჩვენთვის ვუცქერდეთ იმას, თუ როგორ იხვეჭთ ფუჭ და უსარგებლო საგნებს, თან თამაშობთ მსახურებას გამჩენისადმი გულწრფელი თაყვანისცემით მსახურების სანაცვლოდ.

  როგორ ახერხებთ ღმრთისმსახურების ლამაზ სიტყვათა შეთავსებას საკუთარ ცხოვრებაში კარიერისაკენ, უდარდელობისაკენ, უსაქმურობისაკენ და უზრუნველყოფისაკენ ფარულ მისწრაფებასთან?

  თქვენ ვერ შეძლებთ ამ შეუსაბამო თვისებათა მატარებელი ცხოვრების წესის პარალელურად შენარჩუნებას. ადრე თუ გვიან დადგებით არჩევანის წინაშე: თუ ვის ემსახუროთ? რომელი გირჩევნიათ:  ოქროს კერპის თუ ჭეშმარიტი სიცოცხლისა და ღმერთის თაყვანისცემა?

  მე მითქვამს, რომ შეუძლებელია ორი ბატონის მსახურება. არ შეიძლება ემსახურო ღმერთსა და წარმავალ ამაოებას ერთდროულად. ორი ათასი წლის წინ მაქვს ეს სიტყვები ნათქვამი და დღემდე ყოველი თქვენთაგანი იგივე არჩევანის წინაშე დგას. ღმერთს თქვენ ერთმთლიანი ესაჭიროებით. თქვენ არ შეგიძლიათ ევაჭროთ მას და უთხრათ: „აი, ღმერთო, მე ამას ვაკეთებ შენთვის და ახლა კი -გამიკეთე ის, რასაც მე გთხოვ...“

  რა უსაზღვრო ამპარტავნებით უნდა იყო აღვსილი, რომ დაუშვა ამგვარი ვაჭრობა ღმერთთან?!

  თქვენ ღვთის ტაძარში მხოლოდ მაშინ შედიხართ, როდესაც ფათერაკებსა და უბედურებებს, სნეულებებსა და წუხილს გადაეყრებით. თქვენ ტაძარში შედიხართ, რათა ღმერთთან გარიგება მოახდინოთ, აანთოთ სანთელი და სთხოვოთ თქვენი პრობლემების სასიკეთოდ დასრულება.

  თქვენ სერიოზულად იმედოვნებთ, რომ ღმერთი შეისმენს თქვენს თხოვნას?         

  თქვენ თვლით, რომ შეგიძლიათ იყიდოთ ღვთის მოწყალება თქვენი შენაწირებით?         

  ღმერთს არანაირი მსხვერპლი არ ესაჭიროება: არც დაკლული ხარი და არც - ფული. თქვენ მხოლოდ არარეალური ნაწილის ანუ არაღვთიურის დათმობა უნდა შესძლოთ მისთვის.

  ეს ხომ ასე იოლია! მაგრამ რატომღაც თქვენ ამის გაგება არ გსურთ. ყოველი მოციქული თუ მასწავლებელი მოდიოდა რა ამ სოფლად, ასწავლიდა მხოლოდ ამ დიად ჭეშმარიტებას. და ახლაც, თქვენ იღებთ იგივე ჭეშმარიტებას, რომელსაც მე ვქადაგებდი 2000 წლის უკან. თქვენ შეჰქმენით უბრწყინვალესი ტექნიკა, დაფრინავთ კოსმოსში, აღწევთ ოკეანეთა ფსკერს, შეჰქმენით სრულყოფილი კომპიუტერები და კავშირგაბმულობის სისტემები ანუ თქვენი გონება ილუზიის დახვეწას მოახმარეთ. რატომაა, რომ ასეთი განვითარებული გონების მიუხედავად, არ შეგიძლიათ შეიგნოთ უმარტივესი ღვთიური ჭეშმარიტება? იმიტომ, რომ თქვენი გონება მთლიანად სხეულისმიერია. გონება, რომელიც თქვენს სამყაროს ეკუთვნის, მხოლოდ და მხოლოდ მას ემსახურება. ამის საპირწონედ, თქვენი უპიველესი ამოცანა მდგომარეობს სხეულის მიერ შექმნილ გონიერებაზე ხელის აღებაში. უარი უნდა თქვათ ყველაფერზე, რაც ასე გიზიდავთ ილუზორულ სამყაროში.

  ეს, რასაკვირველია, იმას როდი ნიშნავს, რომ მიატოვოთ სახლი და გარეთ გახვიდეთ მოწყალებისთვის, თუმცა ზოგიერთებისათვის ესეც მეტად სასარგებლო იქნებოდა, არამედ თქვენი გონებიდან უმოწყალოდ უნდა გააძევოთ ყოველივე, რაც აშკარა მიჯაჭვულობას გიქმნით ყოფით ცხოვრებაზე. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივ გააგრძელოთ ცხოვრება და თან საკუთარი მაგალითზე სხვებს უჩვენოთ ის გზა.

  ყოველი თქვენგანი თავისი გზით მიდის, მაგრამ ჭეშმარიტ გზად მიჩნეულია მხოლოდ ის ერთადერთი, რომელიც საკუთარ ეგოზე სრულ უარის თქმამდე მიგიყვანთ, რაც ამქვეყნიურ ნებისმიერ ხიბლზე მტკიცე უარის თქმაში გამოიხატება. მაშინ ყველაზე დიდ ცოდვად ჩაითვლება სურვილი, რომ აიძულოთ ღმერთი თქვენი მსახური გახდეს.

  ეს ზუსტად ის ჭეშმარიტებაა, რომელზეც მრავალ სულს დაუცდა ფეხი. თქვენ იყენებთ ღვთიურ ენერგიას იმისათვის, რომ აისრულოთ ეგოს ახირებანი და სურვილები ნაცვლად იმისა, რომ სრული მორჩილებით მუხლმოდრეკილებმა შესთხოვოთ უფალს: „ღმერთო, ეს ვარ მე, ამიყვანე და გამომიყენე. მე შენი მონა ვარ. მე  არარაობა ვარ. ღმერთო, შენ და მხოლოდ შენ ხარ ყველაფერი.“

  დაფიქრდით ჩემს დღევანდელ სიტყვებზე. შესაძლოა, ისინი ზედმეტად ხისტად მოგეჩვენოთ, ან იქნებ ისიც კი იფიქროთ, რომ  პირადად თქვენ  არ გეხებათ.

  თუმცა ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გაკეთებთ და ყურადღებით გააანალიზეთ საკუთარი ქცევები, საკუთარი საქმიანობა, რადგან ჩემი სიტყვები იმ მოსახლეობის 99,99 %-ს გულისხმობს, ვინც ამჟამად განსხეულებაში იმყოფება დედამიწაზე.

  მე იძულებული ვიყავი მომეცა ეს მკაცრი დარიგება. დიახ, მრავალი და მრავალი საჭიროებს მკაცრ სიტყვებს, რათა ილუზორულ სამყაროს მოოქროვილი საბურველი ჩამოშორდეს და ბინდი მოსცილდეს თვალებს, რომ შეძლოთ ღვთაებრივი ჭეშმარიტების დანახვა და მთელი არსებით, მთელი გულით დაეწაფოთ მას.

  მე ვიცი, რომ ყოველი თქვენგანი გაუძლებს ილუზიასთან ჭიდილს და მიაღწევს გამარჯვებას ბრძოლაში, რომელიც მილიონობით წელი გრძელდებოდა და დასასრულს  მიუახლოვდა, რადგან ღვთიურისაგან განსხვავებით, ყოველივე ილუზორულს აქვს თავისი დასაწყისიცა და ასევე - დასასრულიც.

  ფეხს აუჩქარეთ თქვენს რეალურ სამყაროსაკენ მიმავალ გზაზე. აუჩქარეთ, რათა ცხვირწინ არ დაიკეტოს შესაძლებლობათა სანუკვარი კარი.

 

„მე ვარ” იესო.


 

 

ახალ ღვთაებრივ მოწყალებაზე
             


     უსაყვარლესი ელ მორია.
     27 ივნისი, 2005წ.

 



  ,,მე ვარ ელ მორია, ხელახლა მოსული დღეს თქვენთან!

  ჩვენი შეხვედრის მომენტიდან მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ დღევანდელ კარნახში. თქვენ იცით, რომ ყოველი თვის 23 რიცხვში გეძლევათ საშუალება დაფაროთ მომდევნო თვის კარმა ლოცვებით, ნების გამოხატვით, როზარიების კითხვით თუ მანტრების სიმღერით.

  თქვენ ასევე იცით, რომ 23 ივნისს დაიწყო კარმული სამმართველოს სხდომა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამ სხდომის მსვლელობისას მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ 2005 წლის 23 ივლისიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, ყოველი თვის 23 რიცხვში მოგენიჭოთ საკუთარი და პლანეტის კარმის გადამუშავების უპრეცედენტო შესაძლებლობა.

  ისინი, ვინც ყოველი თვის 23 რიცხვში შეძლებენ გამონახონ დრო და ჩაატარონ მარტივი რიტუალი, რომელსაც მე ქვემოთ აღვწერ, შექმნიან საკუთარი წინსვლის პირობებს და ცნობიერების ახალ დონეზე გადავლენ, რისი საშუალებაც არასოდეს ქონიათ მანამდე.

  თქვენ ეს შესაძლებლობა მოგეცათ მხოლოდ ამ წლის ბოლომდე, მაშინ დაინახავთ თუ როგორ გაიზრდება თქვენი ცნობიერება და მიაღწევს უფრო მაღალ დონეს, რომელსაც თქვენივე კარმა გაშორებთ. იგი გეფარებათ ტაძრის გუმბათის მსგავსად და არ გაძლევთ საგნების რეალურად აღქმის საშუალებას ანუ თქვენ გეწინააღმდეგებათ თქვენივე ოთხ დაბალ სხეულში მოქცეული უარყოფითი ენერგიები.

  თუკი საკმაოდ ბევრი ადამიანი დაუთმობს თუნდაც ერთ საათს მითითებული პერიოდის ყოველი თვის 23 რიცხვში მომდევნო თვის კარმის ტრანსმუტაციას, მაშინ კოლექტიური ძალისხმევის ზეგავლენაც გაიზრდება, რაც დამოკიდებულია ამ პროცესში ჩართული ადამიანების რაოდენობაზე.                                         

  მაშასადამე, თუ თქვენ 23 ივლისს, 23 აგვისტოს, 23 სექტემბერს, 23 ოქტომბერს, 23 ნოემბერს და 23 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებთ  კარმის ტრანსმუტაციის ერთიან ლოცვებში შემდგომი თვისათვის და ამ პროცესს 1000 ადამიანი დაუთმობს თუნდაც ერთ საათს, მაშინ ძალისხმევა 1000-ჯერ გაიზრდება, ხოლო 10000 მონაწილის შემთხვევაში - 10000-ზე ნამრავლით.

  ამიტომ, მე გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდოთ ღმერთისაგან ნაბოძებ ამ შესაძლებლობას, ხელიდან არ გაუშვათ კაცობრიობის შანსი.

  ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ამ კარნახების მკითხველები სხვადასხვა სულიერ მიმართულებებს მიეკუთვნებიან და განსხვავებული ლოცვითი პრაქტიკებით არიან დაკავებულნი.

  ამიტომ, თქვენ ნუ შეგაცბუნებთ ის, რომ არ იქნებით შეკრული ერთგვაროვანი ლოცვით. გამოიყენეთ ის ლოცვები და ნების ის გამოხატულებანი, რომელიც ხელგეწიფებათ. ამ პროცესში უმთავრესია თქვენი ცნობიერების წყობა. თქვენ მთელი არსებით უნდა მიისწრაფოდეთ იმისაკენ, რომ თქვენი ძალისხმევა გააერთიანოთ დედამიწაზე მცხოვრებ ათასობით სინათლის მატარებელთან. წარმოიდგინეთ რამდენი სინათლე გამოთავისუფლდება ამ დღეებში, რომელიც მიმართული იქნება თქვენი მოწოდებების შესაბამისად და კიდევ უფრო გაიზრდება მონაწილეთა რაოდენობის პროპორციულად.

  და თუ თქვენ მიჩვეული არ ხართ ლოცვას, მაშინ შეგიძლიათ ერთი საათის განმავლობაში იყოთ დაკავებული თქვენი ყოველდღიური საქმიანობით: დაალაგოთ ბინა, იმუშაოთ ნაკვეთში, ან უბრალოდ იმუშაოთ თქვენს სამუშაო ადგილზე, მაგრამ ამ დროს თქვენი ცნობიერება უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო ამაღლებულ დონეზე და ღმერთის რეალობიდან თქვენში შემოსულ მთელ ენერგიას აგზავნიდეთ მომავალი თვის კარმის გადასამუშავებლად.

   აკეთეთ თქვენთვის ჩვეული სამუშაო მთელი დღის განმავლობაში და ამასთან ერთად, მუდმივად წარმოიდგინეთ თქვენს გულში კრისტალური სიმით შემომავალი ენერგია, რომელსაც თქვენი ყურადღებით მიმართავთ თქვენი ცხოვრებისა თუ პლანეტის ცხოვრების გარდასაქმნელი სიტუაციებისკენ.

   თუნდაც არ იცოდეთ თუ როგორ გადაჭრათ ცხოვრებისეული პრობლემები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ გაგზავნეთ ღვთაებრივი ენერგია იმ სიტუაციაში და ითხოვეთ, რომ იგი  ღმერთის ნებით მოხმარდეს პრობლემის გადაწყვეტას.

   თუ თქვენი ცხოვრების წესი ხელს გიწყობთ, მაშინ ამ ლოცვას ერთ საათზე მეტი დრო დაუთმეთ, ისე რომ არც თქვენ დამძიმდეთ.

  დედამიწა ითხოვს საფუძვლიან დასუფთავებას. მოდით და ყველამ ერთად მივმართოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა იმისაკენ, რომ ეს დასუფთავება მოხდეს მიმდინარე წლის ბოლომდე.

  გახსოვდეთ, რომ ლოცვათა მოტივაციაზე და გულების სიწმინდეზეა დამოკიდებული თქვენს მიერ გაგზავნილი ღვთაებრივი ენერგიის ნაკადი და მისი გამრავლება. თუ თქვენ ამ დისპენსაციას  ანგარებიანი მიზნების მისაღწევად ან პირადი ანგარიშსწორებისათვის გამოიყენებთ, მაშინ შექმნით კარმას, რომელიც ასევე გამრავლდება ლოცვაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობაზე. უმჯობესია თავი შეიკავოთ ამ ლოცვაში მონაწილეობისაგან თუ თქვენი ლოცვის მოტივი განიცდის სიწმინდის უკმარისობას.

  სამწუხაროდ, ასეთი თვისების მატარებელია თქვენი სამყარო და დისპენსაცია, ისევე როგორც ყოველი ღვთის წყალობა, წარმოადგენს ორლესულ ხმალს; ვინაიდან თქვენი სამყარო წარმოადგენს იმ ადგილს, სადაც მოსავალი სუფთავდება სარეველასგან, ანუ თქვენი მოქმედებებით საკუთარ თავში განაცალკევებთ ყველაფერ ღმერთისმიერს  ყოველივე არაღვთიურისგან.

   ზოგიერთს დისპენსაცია ცნობიერების უპრეცედენტო ზრდასთან მიიყვანს, სხვანი კი საბოლოო არჩევანს გააკეთებენ, თუ ვის ემსახურონ.

   თქვენ შეგიძლიათ არცკი დაფიქრდეთ, თუ რა მიმართულებით წავა თქვენი ენერგია. იგი საუკეთესოდ იქნება გამოყენებული. უბრალოდ, ისურვეთ თქვენი ღვთაებრივი ენერგიის გაღება ყოველი თვის 23 რიცხვში პირადი, ქვეყნისა თუ პლანეტის კარმის ტრანსმუტაციისათვის.დ

   და რაც უფრო უანგაროდ შეწირავთ ენერგიას, მით უფრო სწრაფად და ზუსტად გადაწყდება თქვენი ცხოვრების ყველა კარმიული სიტუაცია.

   საშუალება მიეცით უზენაეს კანონს გამოიყენოს თქვენი ენერგია, ნუ დაუსვამთ ღმერთს პირობებს, რათა თქვენეულად იქნეს გადაწყვეტილი ესა თუ ის სიტუაცია.

   ღმერთი ყველას ანიჭებს თითოეული შეცდომის გამოსწორების უფლებას. თქვენ მხოლოდ ისურვეთ, რომ ღვთის ნების თანახმად იაროთ ამ ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ სნეულებამ საწოლს ან ეტლს მიგაჯაჭვათ და თქვენ არც ლოცვის, არც კითხვის ან შრომის საშუალება არა გაქვთ, უბრალოდ თქვენი სიყვარული გაუგზავნეთ იმ მეუფეს, რომელთანაც განსაკუთრებულ კავშირს გრძნობთ: იყოს ეს დედა მარია, ან იესო, ან სენ ჟერმენი. თქვენი სიყვარული წარმოადგენს საუკეთესო და ყველაზე წმინდა ენერგიას, რომელიც უეჭველად იქნება გამრავლებული.  

   მე მინდა შევჩერდე იმაზე, რომ ყოველ თქვენგანს შეუძლია ისარგებლოს დისპენსაციით, ყოველ თქვენგანს აქვს შანსი ამაღლდეს საკუთარ ცნობიერებაში და გათავისუფლდეს საკუთარი კარმის მნიშვნელოვანი ნაწილისაგან. ამისთვის თქვენი გულის სრული ძალისხმევა უნდა გამოიყენოთ და თან ყოველივე გულწრფელად, გახსნილი გულით აკეთოთ. მხოლოდ თქვენი სიწმინდე და სისპეტაკე განსაზღვრავს შეძლებთ თუ ვერა წლის ბოლოს ჯილდოს მიღებას ღვთაებრივი ცნობიერების ახალ საფეხურზე აღმასვლის სახით. ეცადეთ არ ჩამოსრიალდეთ და უწმინდურ აზრებსა და ემოციებს არ აჰყვეთ.        

   მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ წლის ბოლოს შეხვედრას შედეგებისა და  თქვენთვის ახლადგახსნილი შესაძლებლობების შესაჯამებლად.

      

,,მე ვარ” ელ მორია,       

    თქვენი წარმატების რწმენით სავსე!
 

 

 


 

 

ყოველი თქვენთაგანი ზემოქმედებს პლანეტა დედამიწის ვითარებაზე

 


 
უსაყვარლესი ლანელო
26 ივნისი 2005 წელი


  

       ,,მე ვარ   ამ დესპანის მეშვეობით ხელახლა მოსული თქვენთან.

    ,,მე ვარ   მოვედი, რომ გამცნოთ ჩემი შეხედულება მიმდინარე მოვლენების შესახებ. მე შევეხები პლანეტას და იმ ქვეყანას, რომლის ენაზეც ჩვენ ვიძლევით ამ კარნახებს.

   მიმდინარე ვითარება თითქოს არაფერ მოულოდნელს არ გვიქადის, თუმცა დედამიწის წიაღში მიმდინარეობს ფარული პროცესი, რომელიც პერიოდულად თავს იჩენს  ვულკანური ამოფრქვევებისა თუ სხვა  კატაკლიზმების სახით.

   კავშირი დედამიწის  ქერქის მდგომარეობასა და კაცობრიობის ცნობიერების დონეს შორის ძალზე მჭიდროა და მიწისძვრების გახშირებისა და სიმძლავრის მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ დედამიწის სიახლოვეს, უხილავ გეგმილზე არსებულ დაძაბულობებზე.

   დედამიწა ძალიან მგრძნობიარეა ყოველივეს მიმართ, რაც  კაცობრიობის ცნობიერებაში ხდება, რადგან ყველაფერი კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერების პროდუქტია.

    დედამიწა შეიძლება მოვიაზროთ როგორც მასზე  დასახლებული ყოველი  ევოლუციის მშობელი. როგორც დედის გული ყოველთვის გრძნობს შორს მყოფი შვილების გასაჭირს, ასევე დედამიწაც რეაგირებს    იმ სახიფათო სიტუაციებზე, რომელზეც დამოკიდებულია კაცობრიობის ბედი. იმისათვის, რომ ანალოგია უფრო ნათელი გახდეს, წარმოიდგინეთ დედამიწის მღელვარება,  როდესაც მისი უგუნური შვილები  ცნობიერებაში უშვებენ არასრულყოფილ აზრთა და გრძნობათა დიდ გადაცდომებს. როგორც ყოველი დედა, იგი განიცდის  შვილების გამო, რაც მიწისქვეშა აქტიურობის ზრდით ვლინდება.

    ამიტომ, რაც მეტი ადამიანი შეინარჩუნებს ცნობიერების მაღალ დონეს და გაუგზავნის დედამიწას სიყვარულსა და მადლიერებას, მით უფრო მშვიდად ჩაივლის მატერიკებისა და კონტინენტების კონტურების ცვლა პლანეტაზე, რაც ასე გარდაუვალია.

     დედამიწაზე მოსულ ყოველ ახალ რასას განვითარებისა და კეთილდღეობისათვის ეკუთვნის  საკუთარი ტერიტორია ახალი კონტინენტის სახით.

     თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ დგება ახალი, მეექვსე ძირეული მიწიერი რასის განსხეულების ეპოქა. ჯერჯერობით, იგი განთავსებულია არსებულ  მატერიკზე,  მაგრამ  მომავალში დაიკავებს წამყვან პოზიციას  ევოლუციის მსვლელობაში და მიიღებს თავის კონტინენტს, რომელსაც შეჰქმნის დედამიწა არსებული ოკეანეს ადგილზე. შესაბამისად, არსებული  ევროპის, ნაწილობრივ აზიის და ორივე ამერიკის კონტინენტები თანდათან წავლენ წყალქვეშ თავისი ქალაქებითა და მოსახლეობით. ეს პროცესი შეიძლება თანდათანობით და უმტკივნეულოდ განვითარდეს ათასობითა და ათიათასობით წლების განმავლობაში, ან მყისიერად - კატასტროფის სახით, როგორც ატლანტიდა გაუჩინარდა წყალქვეშ მეოთხე ძირეულ რასასთან ერთად. სწორედ, ატლანტიდელების უზნეობის გამო ამ პროცესმა გლობალური კატასტროფის სახე მიიღო და მატერიკის უმეტესი ნაწილი დათვლილ დღეებში ჩაიძირა. დროის ამ მონაკვეთში შეუძლებელია გადარჩენა, თუნდაც სრულყოფილი გემებისა და საფრენი აპარატების საშუალებით.

    თქვენი გადარჩენა თქვენსავე ცნობიერების დონეზეა დამოკიდებული, თუ იგი საკმარისად მაღალი იქნება ამაღლებულ მეუფეებთან კავშირისთვის, მაშინ წინასწარ მიიღებთ გაფრთხილებას მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ და საშუალება მოგეცემათ ააშენოთ კიდობანი ან გადასახლდეთ ახალ მიწებზე.

   შესაბამისად, თუ უახლოეს დროში კაცობრიობის მასობრივი ცნობიერება უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის უნარს შეიძენს, მაშინ გარდაუვალი კატაკლიზმები თანდათანობით და უმტკივნეულოდ განხორციელდებან დროის გრძელ მონაკვეთში. და პირიქით, თუ  კაცობრიობა აირჩევს თავისუფალი ნებით ცხოვრებას და ექსპერიმენტატორები არ შეისმენენ ღვთიური გონის გაფრთხილებას, მაშინ კატაკლიზმი მიიღებს უმკაცრეს, დამანგრეველ ხასიათს. საკუთარი შვილებით აღელვებული დედამიწისათვის სიძნელეს არ წარმოადგენს  რომელიმე, მაგალითად ევროპის კონტინენტის ჩაძირვა ერთ დღე-ღამეში.

   მე მესმის, რომ თქვენთვის წარმოუდგენელია ის საფრთხე, რომელიც გემუქრებათ, რადგან მთელი სიცოცხლის მანძილზე მსგავსი არაფერი გადაგიტანიათ. ცნობები ატლანტიდის ჩაძირვის შესახებ შენახულია ხალხთა ლეგენდებში, მასთან ერთად ჩაიძირა ასიათასობით მოსახლეობა. დაე, ეს ისმოდეს როგორც დაუჯერებელი ფანტასტიკა.

    როდესაც მიაღწევთ ცნობიერების გარკვეულ დონეს, მაშინ მოგენიჭებათ უნარი ირწმუნოთ ამ ლეგენდების რეალობა, ასევე გაგახსენდებათ თქვენი განსხეულებანი ატლანტიდის მატერიკზე და თუ მასთან ერთად ჩაიძირეთ, დღემდე გექნებათ გაუცნობიერებელი შიში და წუხილი ყოველი მიწისძვრის მიმართ მიმდინარე ცხოვრების დროს. თუკი ატლანტიდაზე განსხეულებისას მიენდეთ მოციქულთა გაფრთხილებას და წინასწარ დატოვეთ მისი ტერიტორია, მაშინ იმ ადამიანთა შორის ხართ, ვინც დღესაც ყურადღებით უსმენს მოციქულებს და ცდილობს გამოიყენოს მათი გაფრთხილებანი საკუთარ ცხოვრებაში.

    თუ თქვენ წინასწარ მიმიღებთ გაფრთხილებას  დედამიწის უახლოესი მომავლის შესახებ, ამ სიახლეს შეუძლია გამოიწვიოს იმ ადამიანთა პანიკა, რომლებსაც კარგად ახსოვთ ახდენილი წინასწარმეტყველებანი. ამასთან ერთად, ყოველი პანიკა ადამიანში არაღვთიურობის გამოვლინებაა, რაც კიდევ უფრო მეტად ააღელვებს დედამიწას. ამიტომ, ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილ  წინასწარმეტყველებებში არ არის მითითებული კატასტროფის ადგილი ან   მასშტაბები.

    თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ოდნავი მინიშნებების შედეგად ამოიცნობენ სერიოზულ გაფრთხილებას და იწყებენ ლოცვას კაცობრიობის იმ უარყოფით აზრთა და  გრძნობათა გასაბათილებლად, რომელთა გამოც შეიქმნა კატასტროფის საშოშროება. ასეთი ადამიანები ცდილობენ დაამშვიდონ აღელვებული პლანეტა საკუთარი სიყვარულით, რომელსაც საკუთარი გულიდან პირდაპირ დედამიწის გულში გზავნიან.

    ხშირად ამ ადამიანთა ძალისხმევა საკმარისია, რათა  კატაკლიზმი მთლიანად უვნებელ იქმნას ან მინიმალურად გამოვლინდეს.

    ნათქვამს შემიძლია დავუმატო მხოლოდ ის, რომ ყოველი თქვენგანი ზემოქმედებს დედამიწის ვითარებაზე.

   თქვენ შეგიძლიათ არცკი ილოცოთ, საკმარისი იქნება თუ გონებაში შეაჩერებთ უარყოფითი ენერგიების ნაკადს,  საკუთარი გულით მიიზიდავთ უარყოფით სპირალებს და გულშივე ვარდის ფურცლებად გარდაქმნით მათ სიყვარულის ძალით.

   თქვენ ყოველდღიურად აკვირდებით იმ მოვლენებს, რომლებიც აიძულებენ დედამიწას აღელდეს. გონებით მიმართეთ ეს პროცესები საკუთარ გულში და გარდაქმენით მისი შედეგები. ნუ განიკითხავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან უარყოფით მოვლენებს  და მონაწილეობენ მათში. მათი ცნობიერება დაბინდულია და ისინი მოკლებულნი არიან უნარს, რომ გააცნობიერონ ის ზიანი, რომელიც მოაქვთ დედამიწისთვის და მით უფრო საკუთარი თავისთვის. მიეცით ღმერთსა და კოსმიურ კანონს საშუალება, რომ ასწავლონ ამ ადამიანებს ღვთაებრივი კანონისადმი მორჩილება. თქვენი ამოცანაა სხვა ადამიანთა არასწორი მოქმედებებით გამოწვეული უარყოფითი, დამანგრეველი სიტუაციების საკუთარ თავზე აღება და იმ დაბინძურებული ენერგიების გადამუშავება, რომლებიც ილექებიან ფიზიკურ, ასტრალურ და მენთალურ გეგმილზე. მათ არ იციან თუ რას სჩადიან, სამაგიეროდ თქვენ იცით. ამიტომ, თქვენი განკითხვით ნუ შეიტანთ დამატებით უარყოფით ენერგიებს ისედაც საყოველთაო მღვრიე მორევში. თქვენი ენერგიებით ნუ ასაზრდოებთ არასრულყოფილებას. უბრალოდ, ამოიღეთ მთელი ენერგია არასრულყოფილებისაგან და შეეცადეთ გადაამუშავოთ იგი თქვენი ჩაკრებისა და ლოცვების მადლით. მერწმუნეთ, ასე გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ, ვიდრე დედამიწის უმართავი და გაშმაგებული  ბინადრების დარიგების შემთხვევაში.

   წინასწრამეტყველება გაჟღერებულია და ღმერთმა ინებოს, რომ იგი არ შესდგეს!



"მე ვარ" ლანელო.

 


 

 

სანატ კუმარა

25 ივნისი 2005 წ.


 

  "მე ვარ" სანატ კუმარა, კვლავ თქვენთან მოსული ჩემი დესპანის საშუალებით. ყოველ ჯერზე ის ვიბრაციები, რომლებსაც ჩვენ ვგზავნით ფიზიკურ გეგმილზე ამ ფიზიკური გამტარისა და ამ კარნახების მეშვეობით, სულ უფრო მეტად იზრდებიან.

  იმისდა შესაბამისად, თუ როგორ ვზრდით გამოცდილებას, ხერხდება უფრო მეტისა და უფრო განწმენდილის გადმოცემა. თუმცა სიტუაცია, რომელიც დესპანის ირგვლივ ფიზიკურ და სულიერ გეგმილზე იქმნება, ზოგჯერ ხელს გვიშლის ინფორმაციის მაქსიმალური ეფექტურობით გადმოცემაში ეთერული ოქტავებიდან ამ კარნახების მიღების ექსპერიმენტი, რომელიც უწყვეტლივ ყოველ დღე გრძელდება უკვე სამთვენახევარი დროის განმავლობაში, შეიძლება რომ ჩვენ გავაგრძელოთ იმ პირობით, თუ ჩვენ მომავალშიც შევძლებთ არხისა და გამტარის სიწმინდის შენარჩუნებას.

   ამ ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საშუალება მივანიჭოთ იმ სულებს, რომლებიც მზად არიან ჩვენგან გადმოცემული ინფორმაციის აღქმისათვის, რათა მიიღონ ჩვენი ენერგიები უწყვეტლივ ყოველ დღიურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკური სამყარო ჭაობსა ჰგავს, რომელიც ითრევს ადამიანთა ცნობიერებას და ამდაბლებს მას. და როდესაც თქვენი ფეხები იფლობიან ლაფში, თქვენ ჯერ ვერ გრძნობთ ვერაფერ საგანგაშოს, მაგრამ მოდის დრო, როდესაც ლაფი უკვე გიწოვთ თქვენ სულ უფრო და უფრო ძლიერად, და თქვენ უკვე აღარ გყოფნით ძალა რომ თავი დააღწიოთ ჭაობს დამოუკიდებლად. აი ამიტომ გაწვდით ჩვენ ამ კარნახების ბაგირს, რომელსაც უნდა მოეჭიდოთ, რათა თავი დააღწიოთ მასობრივი ცნობიერების ლაფს.

  ჩვენ გიქმნით საშუალებას ყოველდღიურად მიიღოთ ღვთაებრივი ენერგიის ულუფა იმ დროს, ოდეს თქვენ ღებულობთ და კითხულობთ ამ კარნახებს.

  იმისათვის რომ რაღაც ისწავლო თუნდაც ჩვეულებრივ სკოლაში ან კოლეჯში, თქვენ ყოველდღიურად უნდა დაესწროთ მეცადინეობებს და ძალისხმევა გამოიჩინოთ იმისათვის, რომ აითვისოთ თქვენთვის გადმოცემული მასალა. ყოველდღიური სიბეჯითის გარეშე, თქვენის მხრიდან, და  მეცადინეობებზე სისტემატური დასწრების გარეშე თქვენ ალბათ გაგიჭირდებათ თქვენთვის საჭირო სრული ინფორმაციის ათვისება.

  ღვთაებრივი მეცნიერებისა, ღვთაებრივი ცოდნის მიღება, არაფრით არ განსხვავდება სხვა ნებისმიერი სწავლისა თუ განათლებისაგან, რომლებსაც ფიზიკურ გეგმილზე ღებულობთ.

   ამიტომ, რაც მეტად სისტემატურად დაეწაფებით ამ კარნახთა კითხვას, მით მეტი ეფექტურობით გაიზრდება თქვენი ცნობიერება და თქვენ მიაღწევთ საწადელს.

   არ უნდა დაივიწყოთ, რომ თქვენ სულ სხვა და სხვა საფეხურზე დგეხართ ღვთიურ რეალობასთან მიმართებაში. და თქვენგან რომელიმესთვის, თუნდაც ესოდენ მარტივად მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კარნახებში ვიყენებთ, მეტისმეტად რთული მოგეჩვენებათ ან გაღიზიანებასაც კი გამოიწვიოს თქვენში ზუსტად თავისი სიმარტივის გამო.

   თუ თქვენ სკოლიდან უნივერსიტეტის ბოლო კურსზე მოხვდებით, მაშინ თქვენ ალბათ ვერ შეძლებთ სწრაფ ადაპტაციას და ვერ ჩაწვდეთ იმ საგნებს, რომლებსაც იქ გადიან, თუმცა ინფორმაცია თქვენს მშობლიურ ენაზეც რომ გადმოგეცეთ საკმარისად მარტივი ენით.

   ყოველთვის როდია, რომ გამოცემის მოჩვენებითი სიმარტივე, გადმოცემული მასალის სიმარტივეს ემთხვეოდეს. ღვთაებრივი ჭეშმარიტება ძალზედ მარტივია თავისი არსით, მაგრამ ადამიანის ცნობიერებისაგან მისი აღქმა ყოველთვის როდი ხდება. ეს იმიტომ, რომ ღვთებრივი სამყარო თავისი ბუნებით და თავისი კანონებით განსხვავდება ფიზიკური სამყაროსაგან. და თქვენ გიწევთ წვდომა იმისა, რაც მიუწვდომელია თქვენი ფიზიკური გრძნობებისათვის. აქედან მოცემულ მასალათა ათვისებაში გაჩენილი სიძნელენი და ეჭვები, ასევე ისიც, რომ უარს ამბობთ იმაზედ, რომ დაუთმოთ საკუთარი დრო საგნებს, რომლებიც თქვენის აზრით, არანაირად არ არიან თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებული.

   და მართლაც, ამ კარნახებში არაა მითითებანი იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას თქვენს მიწიერ ცხოვრებაში, როგორ შეიძინოთ სიმდიდრე და აღიარება. ესეთი რამ ამ კარნახებში არაფერია იმ ადამიანთათვის, რომლებმაც თავის ძალთა გამოყენების ფოკუსად აირჩიეს ფიზიკური გეგმილი და მატერიალური სამყარო. მათთვის ეს კარნახები არ შეიცავენ არანაირ საჭირო ინფორმაციას. და ეს იმიტომ რომ, ყველაფერი რაზედაც ამ კარნახებში მიდის საუბარი, საჭიროა თქვენთვის იმისათვის, რომ ამაღლდეს თქვენი ცნობიერება იმ აუცილებელ დონემდე, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ სხვა უფრო წვრილ სამყაროში გადასასვლელად, სამყაროში სადაც უფრო ნატიფი ვიბრაციებია.

   და თუ თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელიც მთლიანადაა გადართული მატერიალურ სამყაროზე და დაიწყებთ მასთან საუბარს იმ ინფორმაციაზე, რომელიც ამ კარნახებიდან მიიღეთ, მაშინ უფრო მოსალოდნელია, რომ იგი იფიქრებს იმას, რომ თქვენ რაღაც, მაინცა და მაინც ვერა ხარ გონებაზე.

   და შეუძლებელია დაიჯერო ის, რისი ხელის შეხებაც და საკუთარი თვალებით ხილვა არ შეგიძლიან. ამიტომ ასე აუცილებელია თქვენს ირგვლივ არსებული სინამდვილის განატიფებული აღმა.

   ოდეს მრავალ ტელეგადაცემას გადაავლებთ თვალს, ან საკუთარ რადიოს მოუსმენთ, მაშინ ეს იმასა ჰგას,რომ თქვენ გინდათ ძალიან მგრძნობიარე ხელსაწყოს მეშვეობით, რომელსაც უნარი შესწევს გაარჩიოს მიკრონებიც კი, დააჭედოთ ლურსმნები. თქვენი ორგანიზმი ხომ უნიკალურია თავისი ბუნებით, და იგი საშუალებას განიჭებთ თქვენ იგრძნოთ წვრილი სამყაროები და წვრილ სამყაროთა ვიბრაციები. ამიტომ გამოიყენეთ, თუ შეიძლება, საკუთარი ორგანიზმი დანიშნულებისამებრ. თავი მოარიდეთ ყოველ უხეშ და არასრულყოფილ გამოვლინებებს თქვენს სამყაროში. ეს იმიტომ, რომ ოდეს თქვენ მეტის მეტად დიდ ყურადღებას უთმობთ არასრულყოფილ საქმიანობას, მაშინ თქვენ ამდაბლებთ საკუთარ ვიბრაციებს და უკვე ვეღარ არჩევთ იმას, თუ რა ეკუთვნის წვრილ სამყაროს, და აი ამიტომაც ვეღარ არჩევთ წვრილი სამყაროს გამოვლინებას თქვენს ცხოვრებაში.

  თქვენი მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში იცვლება, იცვლება დღიდან დღემდე და აი ამით აიხსნება ის, რომ ზოგი კარნახი კი აისახება თქვენს გონებაში, და სხვანი კი მხოლოდ გაღიზიანებენ თქვენ.

   ღვთაებრივი რეალობის წვდომისაკენ წინსვლის გზას ახასიათებს ძალზედ თანდათანობითი ზრდა. აი ამიტომაა რომ ჩვენ ვცდილობტ შეგინარჩუნოთ თქვენი ვიბრაციები ამ კარნახთა მეშვეობით საკმაოდ დიდ დონეზე, რაც შეიძლება უფრო დიდი დროის მონაკვეთზე. და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე თქვენი გონება არ იქნება უნარიანი გაარჩიოს უხეში ვიბრაციები ამა სოფლისა რათა ისწავლოს მისგან განდგომა საკუთარი თავის დასაცავად.

  ვიდრე საიმედო ნავსაყუდელს მიაღწევს, გემი ათასობით კილომეტრს გაივლის აღელვებულ ზღვასა თუ აბობოქრებულ ოკეანეში. და მხოლოდ მშობლიური კერიის ტკბილი ხსოვნა და ხმელეთზე მოხვედრის სურვილი აიძულებს მეზღვაურებს გაუძლონ ცხოვრებისეულ გრიგალებს.

   თქვენ გჭირდებათ კომპასი თქვენს ცხოვრებაში მოგზაურობისათვის, თქვენ გჭირდებათ რუკაც და ასევე უნარი კომპასით სწორი მიმართულების პოვნა, ისევე როგორც რუკითა და ვარსკვლავებითაც იმისათვის რომ მშვიდ ნავსაყუდელს მიადგეთ საკუთარი მშობლიური სახლის მახლობლად. ამიტომ ჩვენ გაძლევთ მიმართულებას, ჩვენვე გაძლევთ მითითებებსა და დარიგებანს თქვენს გზაზედ. მაგრამ თქვენ მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ დადგება ჟამი, ოდეს თქვენ შეიძლება დარჩეთ სრულიად მარფტო აბობოქრებულ ზღვაში. და მხოლოდ თქვენი უნარებისა და ჩვევების მადლზე, რომელნიც სწავლის პერიოდში შეგიძენიათ, იქნება დამოკიდებული ის რომ შესძლებთ თუ არა გადალახოთ წინააღმდეგობანი და მიაღწიოთ სამშვიდობო ნავსაყუდელს.

   ამიტომ ნუ ზარმაცობთ. გამოიყენეთ ღვთისაგან ნაბოზევი ეს შესაძლებლობა გაიაროთ ეს სწავლება და მიიღოთ დარიგებანი. აითვისეთ თვისება განსაზღვროთ თქვენი გზა რუკით, კომპასითა და ვარსკვლავებით.

    და არანაირ გარეშე მოვლენას თქვენს ცხოვრებაში არ მისცეთ საშუალება ჩადგეს თქვენსა და ღვთიურ რეალობას შორის.

   მე გაძლევთ ამ დარიგებას ამ დღეს იმიტომ, რომ თუ არ  გამოიყენებთ ცხოვრებაში მიღებულ ცოდნას, მაშინ თქვენთვის ნაბოძევი საშუალება  მეუფეებთან პირდაპირი კავშირისა შეიძლება შეწყდეს. და ვინ იცის კიდევ როდის მოგეცემათ იგი.

   შეიძლება დაიხარჯოს ღვთაებრივი ენერგიის აურაცხელი რაოდენობა ჩვენი კავშირის არხის შესანარჩუნებლად, მაგრამ თუ ჩვენ დავინახეთ რომ ეს ენერგია არ იქნება თქვენგან ათვისებული და თქვენს ცხოვრებაში გამოყენებული, მაშინ ღვთაებრივი შესაძლებლობა შეწყდება და ენერგია იქნება წართმეული.

   თქვენ ხომ არასოდეს არ მორწყავთ გამხმარ ხეს, თქვენს ბაღში. ზუსტად ასევე ჩვენც გვირჩევნიან არ დავხარჯოთ უქმად უძვირფასესი ღვთაებრივი ენერგია.

   მე იმედი მაქვს, რომ თქვენ მოიძიებთ თავისუფალ წუთს, რათა განმარტოვდეთ და დაფიქრდეთ ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებზედ თქვენი გულის იდუმალ სიჩუმეში.


მე ვარ სანატ კუმარა.


 



 
           
     
მოძღვრება უმოქმედობის კარმის შესახებ

 


უსაყვარლესი კუთხუმი
24 ივნისი 2005 წელი


   მე ვარ
კუთხუმი, დღეს მოსული.
 
დღეს ჩვენი საუბარი უმოქმედობის კარმის საკითხს დაეთმობა. გსმენიათ ოდესმე უმოქმედობის კარმის შესახებ? თქვენ გგონიათ რომ მხოლოდ თქვენი მოქმედებები ქმნიან კარმას. ჩვენი წინა საუბრების დროს თქვენ გაეცანით იმას, თუ რა არის კარმა და როგორ იქმნება იგი. თქვენ ასევე გქონდათ შესაძლებლობა შეგექმნათ წარმოდგენა კეთილი კარმის მიმართ. და აი ეხლა, ვუბრუნდებით რა კარმის თემას, მე მსურს მოგცეთ მოძღვრება უმოქმედობის კარმაზედ.
   წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც მოგმართავთ დახმარებისათვის, და თქვენ არ გსურთ დახმარება. შექმნით თუ არა თქვენ ამით კარმას? თქვენ ხომ არაფერს გააკეთებთ. თქვენ ხომ არანაირ ძალისხმევას არ გამოიღებთ, რათა დაეხმაროთ ადამიანს, რომელმაც მოგმართათ თქვენ.
 ძალიან ბევრი ადამიანი დედამიწაზე ქმნის კარმას ზუსტად იმით, რომ არანაირ მონაწილეობას არ იღებს იმ სიტუაციებში, რომლებშიც უნდა იმოქმედოს.
  თქვენ ხედავთ, რომ ღმრთის კანონი ისეთია, რომ თქვენ ქმნით კარმას მაშინაც კი, თუკი არაფერსაც არ აკეთებთ.
  თქვენ მოდიხართ ამ თქვენს სამყაროში იმისათვის, რომ მიიღოთ გამოცდილება და იმოქმედოთ. ამიტომ თუ თქვენ თავს არიდებთ იმას, რომ იმოქმედოთ, - თქვენ ქმნით კარმას.
  ნება მომეცით ამ საკითხის მიმართ მოგცეთ განმარტება. თქვენ გახსოვთ ის, რომ კარმა - ესაა თქვენგან არასწორად კვალიფიცირებული ენერგია არასწორ მოქმედებათა დროს. თუ თქვენ ღვთაებრივ ენერგიას იყენებთ, რომელიც მოდის თქვენთან ღვთის სამყაროდან, ღვთიური კანონების თანახმად, მაშინ თქვენ ქმნით კეთილ კარმას, თქვენი საგანძურიც ზეცაშია. თუ თქვენ არასწორად იყენებთ ღვთაებრივ ენერგიას, მაშინ იგი თქვენს ქვედა ოთხ სხეულში ილექება უარყოფითი ენერგიის სახით. და ეს ენერგია, ღვთაებრივი კანონის თანახმად, იზიდავს თქვენსკენ იმ სიტუაციებს, რომლებიც თქვენ იძულებით ისევ და ისევ უნდა გაიაროთ, იმისათვის რომ, აითვისოთ გაკვეთილი, გააკეთოთ სწორი არჩევანი, და შესაბამისად დაფაროთ კარმა. მაგალითად თუ თქვენ გშურთ, ან განაწყენიანდით, ან ავად იხსენებთ ვინმეს, მაშინ თქვენ ქმნით კარმას. და ეს კარმა დაგიბრუნდებათ თქვენ, ისეთივე სახით, როდესაც თქვენ თავად აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში, როდესაც თქვენს მიმართ იგივე მოხდება სხვებისაგან. თქვენი შეშურდებათ, ან გაწყენინებენ, ან ავი ენები სიავეს გადმოღვრიან. და იმისათვის, რომ დაფაროთ კარმა, თქვენ ყველა სიტუაცია უნდა გაიაროთ მოთმინებით და ღვთის ნების მიმართ მორჩილებით, მოძალადეთა მიმართ ყოველგვარი განაწყენიანების გარეშე, და უსასრულოდ პატიებდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ზიანს გაყენებენ.
   აი, ამიტომ ამბობდა იესო, რომ პატიება შვიდჯერ სამოცდაათამდეა საჭირო. თქვენ არასოდეს არ იცით, წინა ცხოვრებაში რამდენჯერ გაგინაწყენიანებიათ ადამიანები და მათ მიმართ რა მიუღებელ საქციელს ჩადიოდით.
   ეხლა კი დავუბრუნდეთ უმოქმედების კარმას.
  მაგალითად, ადამიანმა მოგმართათ დახმარებისათვის და თქვენ უარი უთხარით მას დახმარებაში. ამით შექმნით თუ არა თქვენ კარმას? თქვენ ხომ არ დაგიხარჯავთ ღვთაებრივი ენერგია. თქვენ უბრალოდ არაფერს არ აკეთებთ. ეს სიტუაცია არც ისე მარტივია, როგორც თქვენ გეჩვენებათ. და შექმნით თუ არა თქვენ კარმას ან არ შექმნით, დამოკიდებულია მრავალ სხვა გარემოებაზე.
 უპირველეს ყოვლისა, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ადამიანი რომელმაც მოგმართათ დახმარებისათვის, მართლაც საჭიროებს დახმარებას. თუ ადამიანი მოგმართავთ თქვენ დახმარებისათვის და არ საჭიროებს დახმარებას და თქვენ მაინც დაეხმარეთ მას, მაშინ ადამიანი რომელმაც თქვენ დახმარებისათვის მოგმართათ, უკვე თავად ქმნის კარმას. თქვენ ამ შემთხვევაში კარმა არ შეგიქმნიათ, მაგრამ თქვენ ირიბად მაინც ქმნით სიტუაციას, რომ სხვა ადამიანმა შექმნას კარმა. როდესაც თქვენ მიაღწევთ გარკვეულ სულიერ დონეს, მაშინ თქვენ ვალდებული იქნებით არა მხოლოდ საკუთარი თავი აკონტროლოთ, არამედ დაეხმაროთ სხვებს თავი აარიდონ სიტუაციებს, რომლებშიდაც ისინი ქმნიან კარმას.
  შემდეგი მომენტი. თუ ადამიანი მოგმართავთ დახმარებისათვის, და მართლაც საჭიროებს მას, მაშინ ქვენ არ ჰქმნით კარმას, თუ უარს ეტვით მას, იმ შეთხვევაში, თუ დახმარების გაწევა არ შეგიძლიათ.
  სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანი აღმოჩნდა განსაცდელში  და მართლაც საჭიროებს დახმარებას, მაგალითად ფულად დახმარებას. და მან დახმარებისათვის თქვენ მოგმართათ. მაგრამ თუ თქვენ არა გაქვთ დახმარებისათვის გაწევის საშუალება მისთვის,  ან მიგაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა თქვენ საკუთარი ოჯახი უნდა გამოკვებოთ, მაშინ თქვენ არ ქმნით კარმას. სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანმა, რომელმაც თქვეენ დახმარებისათვის მოგმართათ, რომელიღაც სხვა ცხოვრებაში თავად გითხრათ უარი დახმარება გაეწია თქვენთვის, და თქვენც უბრალოდ დაუბრუნეთ მას კარმიული ვალი.
  და ბოლოს, თუ ადამიანი მოგმართავთ დახმარებისათვის, საჭიროებს დახმარებას, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას, მაგრამ უარს ეუბნებით მას, - თქვენ ქმნით კარმას.
 თქვენ ვალდებული ხართ დაეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოგმართეს დახმარებისათვის. და ოდეს თქვენ ძალგიძთ და არ ეხმარებით მას, თქვენ გგონიათ რომ თქვენ არ ხარჯავთ ღვთაებრივ ენერგიას და მაშასადამე, არ ქმნით კარმას. მაგრამ ის გრძნობები და ის მოტივები, რომლებიც გმართავენ თქვენ გადაწყვეტილების მიღებისას, გაიძულებენ თქვენ შექმნათ კარმა, მაგალითად, თქვენ გინდათ ასწავლოთ ჭკუა ამ ადამიანს, რომელმაც დახმარებისათვის მოგმართათ, ან თქვენ გსიამოვნებთ, როდესაც ვინმე თქვენ წინაშე განიცდის დამცირებას, ან გეზარებათ დახმარების აღმოჩენა, ან სულაც სიხარბე დაგეუფლათ. ნებისმიერი ნათქვამი თვისება და კიდევ სხვა მრავალიც, რომლებიც ჭეშმარიტ მიზეზს წარმოადგენენ კარმისა, არაღვთიურია და მათი გამომჟღავნებით თქვენ ქმნით კარმას.
   ამიტომ, ვიდრე ადამიანს უარს ეტყოდეთ, ვინც დახმარებისათვის მოგმართათ, ყოველთვის გულდასმით აწონ-დაწონეთ ყოველი „კი“ და „არა“.
   და თქვენი საუკეთესო მრჩეველი, ამ შემთხვევაში, იქნება თქვენი ღვთაებრივი უზენაესი „მე“. ეს იმიტომ, რომ თქვენმა უმაღლესმა „მე“-მ ყოველთვის იცის, - გაუწიოს დახმარება თუ არა. და თუ კავშირი თქვენს დიდ „მეს“-თან ძნელი დასამყარებელია, ან დარწმუნებნული არა ხართ მიღებულ პასუხებში, მაშინ ყურადღებით გააანალიზეთ თქვენი შინაგანი მოტივი და გრძნობები. ან შეიძლება არ გინდათ დახმარების ხელის გაწოდება სიზარმაცის გამო, ან გენანებათ დროცა და ფულიც. ან განიკითხავთ ამ ადამიანს, რომ ისე დაბლა დაეცა, რომ თავად აღარ შეუძლია საკუთარი პრობლემის გადაწყვეტა. თუ ასეთი აზრები თავს გეხვევათ, მაშინ გადაძალეთ ისინი და გაუწიეთ დახმარება, რომელსაც თქვენ გთხოვენ. და იმის შემდეგ, როდესაც გაიღებთ დახმარებას, თქვენ იგრძნობთ შვებას, და აი ეს იქნება დასტური იმისა, რომ თქვენ სწორი საქციელი ჩაიდინეთ და რაღაც ძველი კარმიული ვალი დაფარეთ, რომელიც წარსულიდან ირიცხებოდა თქვენს სახელზე.
  თუ თქვენ არ განიცდით არანაირ უარყოფით გრძნობებს, მაგრამ თქვენი ინტუიცია გკარნახობთ, რომ არანაირი დახმარება არ უნდა გაუწიოთ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი საჭიროებდა დახმარებას, გთხოვთ დახმარება გაუწიოთ მას და თქვენ შეგიძლიათ ამ დახმარების გაწევა, მაშინ ასიდან ერთი პროცენტით, ეს შეიძლება იყვეს ტესტი, რომელსაც თქვენ ანიჭებთ ადამიანს, რომელმაც მოგმართათ თქვენ, და თქვენ უარს ეუბნებით მას მხოლოდ იმიტომ, რომ აძლევთ ამ ადამიანს ტესტს. მაგრამ ეს მეტად იშვიათი შემთხვევაა, და თქვენ უნდა ფლობდეთ მეტად დიდ სულიერ დონეს და უნდა გაიაროთ განდობა, რათა გურუს მანტია დაიმსახუროთ და ასეთი ტესტის გაცემის შესაძლებლობას ფლობდეთ. ამიტომ მე გაძლევთ რეკომენდაციას ყოველთვის დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც მოგმართავთ თქვენ დახმარებისათვის და თქვენ ამ დახმარების გაწევა შეგიძლიათ.
  სინამდვილეში, ძალზედ ბევრი პრობლემა თქვენს სამყაროში დაკავშირებულია ზუსტად იმასთან, რომ ადამიანები ითხოვენ დახმარებას და არ ღებულობენ მას. მაგალითად სახელმწიფო მოხელეთა დახმარების თხოვნა, რომლებიც ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ მთხოვნელს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, და რისთვისაც ხელფასს ღებულობენ კიდეც, მაგრამ დახმარებას არ ეწევიან იმათ მიმართ, ვინც მათთან საამისოდ მოდის.
  ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ის, რომ შემდეგ ცხოვრებაში თქვენ ადგილებს გაცვლით, და ის მოხელე, რომელმაც თავისი უდიერობის გამო არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალება საჭირო გულმოდგინებით, თავად აღმოჩნდება მთხოვნელის როლში და იძულებული გახდება დახმარება ითხოვოს იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც თავად უარს ეუბნებოდა.
 ზუსტად ასეთი პრობლემა იბადება ძლიერთა ამა ქვეყნისანთა მიმართებაშიც, რომლებმაც ხელში სიმდიდრე ჩაიგდეს. დიდი სიმდიდრე ყოველთვის მეტყველებს კარმაზე, რომელშიდაცაა მოქცეული მდიდარი და რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია მის არასწორ დამოკიდებულებასთან ფულთან მიმართებაში.
  და სიმდიდრეც ეძლევა ადამიანებს როგორც შანსი დაფარონ შესაბამისი კარმა. ამიტომ ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ „ქერის ორმოში ჩავარდა“, იმისათვის რომ დაფაროს კარმა, ძალიან ყურადღებით უნდა აანალიზებდეს იმას, თუ როგორ განკარგოს სიმდიდრე, რათა, რაც შეიძლება მეტ ხელმოკლე ადამიანს დაეხმაროს. დიახ, დაეხმაროს გაჭირვებულებს და არ გაფლანგოს ფული მოჩვენებით ქველმოქმედებაზე. ეს იმიტომ, რომ თუ ადამიანმა არასწორად გამოიყენა სიმდიდრე, რომელიც მან ამ ცხოვრებაში მიიღო, და ხარჯავს მას სიამოვნებათა მისაღებად ან ფუფუნებისა თუ პრესტიჟულ საგნებზედ, მაშინ 99 პროცენტის ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ შემდეგ ცხოვრებაში მას დაუბრუნდება კარმა იმით, რომ იძულებული გახდება დაიბადოს ძალიან ღარიბ ოჯახში და მთელი ცხოვრება იძულებული იქნება მოწყალეობის მათხოვრობას მიჰყოს ხელი, ან ლუკმა-პურისათვის შრომას. მხოლოდ უმძიმეს სიღარიბის ზღვარს ვერა და ვერ გასცდება.
  ამიტომ ნურასოდეს ნუ გშურთ იმ ადამიანებისა, რომლებიც დიდ სიმდიდრეს ფლობენ. დიდი სიმდიდრე ნიშანია დიდი კარმისა, და თუ სიმდიდრეს არასწორად გამოიყენებთ, მაშინ უფრო დიდი კარმა იქმნება მომავლისათვის.
  მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საუბარი მეტად სასარგებლო იყო. ყოველ შემთხვევაში ეს ცოდნა დაგეხმარებათ თქვენ თავი აარიდოთ უმოქმედობის კარმას მომავალ ცხოვრებაში.


მე ვარ კუთხუმი.

 




                            
                         
    
წერილები მომდევნო თვის კარმის შემსუბუქების  შესაძლებლობათა შესახებ

 

    

  უსაყვარლესი სურია
  23 ივნისი 2005 წელი

 


   მე ვარ სურია თქვენთან ამ დღეს მოსული ჩემი დესპანის მეშვეობით.
 
დღევანდელი დღე ის დღეა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ლოცვების ძალა და მიმართოთ ლოცვების ენერგია მომდევნო თვის კარმის ტრანსმუტაციას. თქვენ თქვენი ლოცვებიდან მოგეცემათ ზუსტად იმდენი, რის საშუალებასაც მოგვცემს თქვენივე გულის სიწმინდე, გულწრფელობა და ესეც იმდენადვე იქნება შესაძლებელი, რამდენადაც ამას კარმის კანონი განსაზღვრავს.
   ამიტომ მე გირჩევთ არ იზარმაცოთ ამ დღეს და იშრომოთ. თქვენ ისიც კი შეგიძლიათ, რომ ყოველი საქმე, რომელსაც შეასრულებთ ამ დღეს, მიუძღვნათ კარმის ტრანსმუტაციას. წარმოიდგინეთ რომ, ოდეს რეცხავთ ჭურჭელს ან ბინას ალაგებთ, ამით თქვენ აცილებთ წარსულის ყოველ კარმიულ დანალექებს ყოველივე იმას, რასაც კი თქვენი ხელი ეხება.
    ამ შემთხვევაში წყალი თქვენი დამხმარეა.
   თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ექსპერიმენტი და გადაიტანოთ იგი მენთალურ სიბრტყეში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ღებულობთ სუფთა ტილოს და როგორ გადარეცხავთ ყოველ თქვენს უწმინდურ აზრს, რომლებიც ოდესმე გწვევიან თქვენ. ამის შემდეგ თქვენ გადახვალთ ასტრალურ გეგმილზე და უკვე გადარეცხავთ თქვენი უარყოფითი გრძნობების ყოველ დანალექებსაც.
   თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გენერალურ დალაგებას აწარმოებთ ყველა თქვენს სხულში.
   თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ხელს კიდებთ თქვენს მენთალურ ან ასტრალურ სხეულს და იხდით მათ როგორც სამოსელს და მტვერივით ბერტყავთ მისგან არასრულყოფილ აზრთა და გრძნობათა გროვებს. ჰაერი თქვენი ხელშემწყობია.
  თქვენ შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი სხეულები მზეზე და მიუშვიროთ ისინი კაშკაშა ზაფხულის სხივებს, რათა მან კარმის ტრანსმუტაცია განახორციელოს თქვენს სხეულებში.
   მზე თქვენი ხელშემწყობია.
   თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იისფერი ცეცხლი გამჭოლად გადის ყველა თქვენს სხეულში და ამოწვავს ყოველივეს, რაც არაღვთიურია, თქვენს ოთხივე მდაბალ სხეულში. ალი თქვენი ხელშემწყობია.
   ამ დღეს კარმიული სამმართველოს სხდომა იწყება დედამიწზე. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კარმიულ სამმართველოს თქვენი წერილებითა და თხოვნებით. თქვენი საქმეა მოითხოვოთ დახმარება. კარმიული საბჭოს საქმეა - თქვენი თხოვნის განხილვა რათა გაგიწიონ თქვენ ის დახმარება, რომლის აღმოჩენაც ძალუძს კოსმიურ სათნოებას. სთხოვეთ ანგელოზებს წერილები დანიშნულების ადგილზე მიიტანონ, არ დაივიწყოთ თქვენი სახელის, გვარისა და თარიღის დასმა და წერილი კი დაწვით. თუ თქვენ წერილის ასლს დაიტოვებთ, მაშინ, გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ უმეტესობა თხოვნებისა, თუ არა ყველა, რასაც ითხოვდით კარმიული სამმართველოსაგან, აღსრულდა.
  კარმის სიმძიმე, რაც აკისრია კაცობრიობას, ძალზედ დიდია და ამაღლებული ურდოები იყენებენ ყოველ შესაძლებლობას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით იმისათვის, რომ დაგეხმაროთ თქვენ, ადამიანებს, დედამიწის ბინადართ, რომლებიც განსხეულებაში იმყოფებით. ნუ უგულებელჰყოფთ ნაბოძევ მოწყალებებსა და შესაძლებლობებს.
   კოსმიური კანონი არ გვაძლევს უფლებას ჩავერიოთ თქვენს კარმაში, თუკი თქვენ თავად არ გვთხოვთ ჩვენს ჩარევას. მაგრამ, როგორც კი გაისმის თხოვნა და ეს თქვენი ძახილი ჩასწვდა ჩვენს ყურთასმენას, ამაღლებულ მეუფეთა უსასრულო დასი მზადაა გაგიწიონ თქვენ შესაძლო დახმარება.
  მაგრამ მთლიანად ამაღლებულ მეუფეთა უსასრულო დასის იმედზე დარჩენა არ ღირს. თუ ადამიანი ითხოვს ერთხელ იმას, რომ დავეხმაროთ უმძიმესი კარმისაგან თავის დაღწევას, რომელიც მის თავზე დატრიალებს, მაგალითად აბორტი, ჩვენ დავეხმარებით. მაგრამ, თუ დრომ განვლო და ადამიანმა იგივე საქციელი კვლავ ჩაიდინა, რამაც იგივე კარმა აღძრა, ამ შემთხვევაში ამაღლებულ ურდოებს უკვე ძალიან უჭირთ დახმარების გაწევა.
 ამიტომ ყოველთვის, ოდეს ითხოვთ დახმარებას თქვენი წარსულის არასწორი ნამოქმედარისაგან თავის დასაღწევად, თქვენ სრული გაცნობიერებით უნდა აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, - აღარ გაიმეოროთ ის საქციელი ცხოვრებაში, რომელთა გამოც შეიქმნა ეს უარყოფითი კარმა.
  და თუ თქვენ გიჭირთ თქვენი ვალდებულების მეხსიერებაში მუდმივი შენახვა, აღარ გაიმეოროთ კარმა, მაშინ აიღეთ სუფთა ფურცელი, დაწერეთ მასზე ყოველივე ის, რაც თქვენში ნეგატიურია და რისგანაც გსურთ თავის დაღწევა. და ყოველთვის, ოდეს შეუდგებით ლოცვათა რიტუალის შესრულებას, ლოცვის ენერგია მიმართეთ ამ ნეგატიურ თვისებათა და აზრთა გაუვნებელყოფას თქვენს ოთხ მდაბალ სხეულში, რომლებიც ტვირთად აწვებოდნენ თქვენს სხეულებს წარსულში იმ უარყოფით თვისებათა გამო, რომლებიც თქვენი მძიმე დანაშაულის მიზეზი გახდნენ.
  თუკი კარმის კანონის, ანუ უკუგების კანონის ცოდნა მოიპოვებდა ფართო განვრცობას დედამიწის ბინადართა შორის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში, მაშინ მოხერხდებოდა ადამიანთა უგვან საქციელთა თავიდან აცილებაც, რომლებსაც ისინი უმეცრების გამო სჩადიან.
   კარმის კანონის ცოდნა, ცოდნის პირველი ნაბიჯია, რომელიც ყოველ ინდივიდს ესაჭიროება, რათა არ ჩაიდინოს ცოდვა და საკუთარ ცხოვრებაში ღვთაებრივი პრინციპების თანახმად იმოქმედოს.
  ამიტომ ყოველი თქვენთაგანისათვის ძირითად ამოცანად, ამ უახლოეს დროში, ისახება ის ამოცანა, რომ გააცნოთ კარმის, ანუ საზღაურის კანონი რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
  და საუკეთესო მაგალითი კი, თქვენი პირადი მაგალითი იქნება, რასაც თქვენს შვილს, ოჯახს, სამსახურის კოლეგებს ან სხვებს უჩვენებთ.
  უარყოფითი ენერგია თავისთავად არ ქრება, მაგრამ თქვენი ლოცვების ენერგიას შეუძლიან გააბათილოს უარყოფითი კარმა ზუსტად ისევე, როგორც თქვენს იმ ვიზუალიზაციას, რომელიც დღევანდელი საუბრის დასაწყისში მოვიყვანე  თქვენგან გამოსაყენებლად. კეთილი კარმის ენერგია, რომელსაც სწორი მოქმედებით თქვენ თავად აწარმოებთ, შეიძლება მიმართულ იქნას, ასევე თქვენი თხოვნის საფუძველზედ, კარმის სიმძიმის შემცირებისაკენ და იმისკენაც კი, რომ კარმის დაფარვა რაც შეიძლება იოლი გზით განახორციელოთ.
  თქვენ ვალდებული ხართ თქვენი არასწორი ნამოქმედარის უარყოფითი კარმა დაფაროთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაფაროთ თქვენი კარმა დაცემით, ან მოტეხილობით, ან მცირე დაჟეჟილობით, თუნდაც ყველაზე მარტივი საფასურის სახით, - ფეხის წამოკვრითაც კი.
  ამიტომ მე გირჩევთ მიმართოთ თხოვნით კარმიულ სამმართველოს დღეს ან უახლოეს დღეებში. თქვენ თქვენს წერილში შეგიძლიათ მიუთითოთ ის, თუ რის ვალდებულებას კისრულობთ, ან კონკრეტულად რომელი ვალდებულების შესასრულებლად იღწვით, რათა თქვენი კეთილი საქმიანობა მიმართულ იქნას თქვენი კარმიული ტვირთის შემსუბუქებისთვის.
  ეს შეიძლება იყვეს საკუთარ თავზე გარკვეული რაოდენობის ლოცვებისა თუ როზარიების წაკითხვის ვალდებულება გარკვეული დროის განმავლობაში. ეს ასევე შეიძლება იყვეს სხვა ვალდებულებათა საკუთარ თავზე აღება, - მაგალითად დაეხმაროთ ხელმოკლეებსა თუ დავრდომილებს.
   აიღეთ საკუთარ თავზე მხოლოდ ის ვალდებულებანი, რომელთა შე- სრულებაც ძალგიძთ. ეს იმიტომ, რომ თუ თქვენ ზედმეტად დიდ ვალ -დებულებებს აიღებთ იმ იმედით, რომ, რაც შეიძლება მეტი კარმა დაფაროთ, თქვენ შეიძლება ვერ შესძლოთ აღებული ტვირთის ზიდვა. იმიტომ რომ, ეს კი არ უნდა დაივიწყოთ, ტესტების გავლის გამო თქვენ თქვენს ცხოვრებაში მრავალი წინააღმდეგობა და ცხოვრებისეული პრობლემა დაგატყდებათ თავს, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, თქვენ ცნობიერების უმაღლესი დონე  და სულიერი სიწმინდე უნდა შეინარჩუნოთ.
   და უარყოფით ვიბრაციებს, გაღიზიანებას, რომელთა ზეგავლენის გადა- ტანა მოგიწევთ, იმ შემთხვეაში თუკი თავს ვერ გაართმევთ აღებულ ვალდებულებათა შესრულებას, შეუძლიათ ხაზი გადაუსვან იმ დადებით ეფექტს, რაც თქვენ სწორ საქციელთა და მოქმედებათა შედეგს წარმოადგენდნენ.
  თქვენი ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ცოდვები ჩაიდინოთ და შემდეგ ცოდვები მოინანიოთ. თქვენი ამოცანაა არ შექმნათ ახალი კარმა, ძველი კარმის ამა თუ იმ ფორმით დაფარვა თქვენ მაინც ხომ მოგიწევთ. ამიტომ ყურადღებით მიადევნეთ თვალყური იმას, რომ არ შეჰქმნათ ახალი კარმა.
    დღევანდელი საუბარი ძალზედ სასარგებლო იყო თქვენთვის, რადგან იგი ხელში გაძლევთ იმ იარაღს, რომლის სწორი გამოყენებით, ამ საუბრის ძალა თქვენი თანმდევი გახდება მოძღვრების გზაზედ  თქვენი წარმატებული წინსვლისათვის.
  გახსოვდეთ, რომ თქვენი არარეალური ნაწილი, - თქვენი ეგო, - დაიწყებს ნებისმიერ საშუალებათა ძებნას რათა მოიპოვოს საშუალება, არასწორი გზით წარმართოს თქვენი მომავალი და დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენი ლოცვები და წერილები არ მოქმედებენ. ასევე დაგარწმუნოთ იმაშიც, რომ დღეს ზედმეტად დაიღალეთ და შეგიძლიათ მოეშვათ და არ აღასრულოთ თქვენი ვალდებულებანი.
  თქვენ ქმნიდით თქვენს კარმას მილიონობით წლების განმავლობაში, აურაცხელ დაბადებათა დროს, და ამის შემდეგ თქვენ გინდათ ერთბაშათ მოიცილოთ თქვენი კარმა?
   თუკი კანონი საშუალებას მოგცემდათ გამოსცადოთ ერთბაშად დაბრუნებული თქვენი კარმა, მაშინ ვერცერთი ადამიანი ვერ გაუძლებდა მას წამის ნებისმიერი ნაწილის მონაკვეთშიდაც კი იმ უარყოფითი ენერგიის გამო, რომლებსაც ამ დროს თავს დაიტეხდით. იგი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თქვენს სხეულს ნაწილ-ნაწილ გახლეჩდა... ასე რომ კარმის კანონი გიბრუნებთ კარმიულ ვალებს დასაფარავად ნაწილ-ნაწილად საკმარისად დიდი დროის განმავლობაში. და დახმარება, რომელსაც ითხოვთ, ასევე არ მოგეცემათ ერთბაშად. თქვენდა დასახმარებლად საჭიროა დრო. და დრო იქნება სხვადასხვა, კარმის სიმძიმესთან და თქვენი თხოვნის შინაარსთან დაკავშირებით ისევე, როგორ თქვენს თავზე აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
  დახმარების ვადები შეიძლება იყოს სხვადასხვა და ექვსი თვის პერიოდიდან თორმეტ წლამდე პერიოდის ჩათვლით.
  ამიტომ განეწყვეთ ყოველდღიური მუშაობისათვის. სასწაულები თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია, მაგრამ მათ ხომ თქვენ თავად ქმნით, ისევე როგორც შესაბამის წინაპირობებს თქვენსავე ცხოვრებაში, თქვენი ყოველდღიური კეთილი კარმის მადლით.


მე ვარ სურია.


 

 

გაუტამა ბუდა
22 ივნისი 2005წ.



   მე ვარ გაუტამა ბუდა ამ ზაფხულის ნაბუნიაობის დღეს მოსული თქვენთან.
  ყოველი დღე, რომელიც პლანეტების ნიშანდობლივ დღესთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია თავის თავად.
   ოდესმე დედამიწის კაცობრიობა გახდება იმ უნარის მქონე, რომ შესძლებს დაუბრუნდეს ცოდნის წვდომის იმ უნარს, რომელიც ცნობილი იყო უძველესი ცივილიზაციებისათვის ათობითა და ათასობით წლების წინ და დღეს კი მიუწვდომელია დღევანდელი კაცობრიობისათვის.
  ამის საიდუმლოება მეტად მარტივია. თუ თქვენ იცით ის, რასაც ვარსკვლავნი გვამცნობენ და არ აღასრულებთ ვარსკვლავთა ნებას, მაშინ თქვენ კარგავთ ცოდნას. ზუსტად ასევეა მაშინაც კი, ოდეს ჩვენ გაწვდით ცოდნას ამ კარნახებით და თქვენ არ იყენებთ მას თქვენს ცხოვრებაში, არ ხელმძღვანელობთ ამ ცოდნით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ ეს ცოდნა აგერთმევათ თქვენ.
  თქვენ გეძლევათ საშუალება, ღვთიური საშუალება, წამებულთაგან მრავალი ცხოვრების გამოცდილების სახით დაგროვილი ისევე, როგორც სინათლის მატარებელთაგან, წამებულთაგან სიკვდილით მიღებული გამოცდილება. თქვენ გეძლევათ საშუალება დაეუფლოთ ამ ღვთაებრივი შთაგონების წყაროს.
   და თუ თქვენ არ გამოიყენებთ ამ ცოდნას, დარიგებებსა და მოძღვრებებს, რომლებიც გადმოცემულია ამ კარნახებით, მაშინ თქვენ კარგავთ საშუალებას მოახდინოთ გარღვევა თქვენს ცნობიერებაში. თქვენ ცნობიერების აღმასვლისათვის მორიგი მწვერვალის დაპყრობის საშუალებას დაკარგავთ.
   და პირიქით, თუ კი იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც შესწევთ უნარი აითვისონ და გამოიყენონ ცოდნა, რომელსაც ამ კარნახების სახით ღებულობთ, ცოდნა გაიზრდება და მიაღწევს რაღაც იმ კრიტიკულ მასას, რომლის შედეგადაც ღვთიური ცოდნის ნაკადი უფრო მეტად  გაიზრდება და გაძლიერდება კიდეც არა მხოლოდ ამ დესპანის სახით მონაყოლი , არამედ ათობითა და ასობით სხვა დესპანთა მეშვეობით, რომლებიც შეძლებენ დასძლიონ თავიანთი განდობის გამოცდები, და აი ასეთნაირად, ყოველი სინათლის მატარებელთა ერთობლივი ძალისხმევითაც, რომელნიც შესძლებენ თავიანთ ცხოვრებაში  ცოდნისა და დარი- გებანის გამოიყენებას, რომელნიც მოყვანილია ამ კარნახებში. ყოველ იმ მომდევნოს, ვინც გაივლის შესაბამის განდობას და შეიძენს შესაძლებლობას ისაუბროს ჩვენი სახელით, დასჭირდება გაცილებით  ნაკლები ძალისხმევა საკუთარი ნიჭიერების შესაძენად.

  და ყოველ თქვენთაგანს უნდა ახსოვდეს რომ, შედიხართ რა საერთო ნაკადში საკუთარი ცნობიერებით, თქვენ მონაწილეობთ ცოდნისა და ინფორმაციის განვრცობაში, ან მარტივად რომ ვთქვათ, თავად იყენებთ ჩვენგან მიღებულ დარიგებებს საკუთარ ცხოვრებაში, რითაც ქმნით დიდი მიმოცვლის საშუალებას ჩვენს ოქტავებს შორის და ხელს უწყობთ ჩვენს სამყაროთა დაახლოებას.
კაცობრიობის ცნობიერების ზრდის პროცესი წარმოადგენს კოლექტიურ პროცესს. ღმერთი ყოველთვის გზავნიდა თავის დესპანებსა და მოციქულებს, რითაც კაცობრიობას თავისი შანსი ეძლეოდა და ეს შანსი იშვიათად თუ იყო გამოყენებული ჩვენი დესპანების სიცოცხლის დროს. მაგრამ ის იმპულსი, რომელიც დესპანის ცნობიერებას მოჰქონდა დედამიწის ფიზიკურ გეგმილზე, უნარიანი იყო გაეღვიძებინა იმ ინდივიდთა ცნობიერება, რომელნიც მზად იყვნენ, და რითაც ხდებოდა ადამიანთა ცნობიერებაში ამაღლების გარღვევა, ანუ დიდი ნახტომი ცნობიერებისა. ძალზედ მნიშვნელოვანია ამ იმპულსის დედამიწამდის მოტანა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნდა მოიძებნონ ისეთნი, ვინც აიტაცებს ამ იმპულსს და შესძლებს მის გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში.
  გეძლევათ ენერგია აღმშენებლობისათვის. გეძლევათ ენერგია ცნობიერების ამაღლებისათვის. და ის, თუ როგორ ისარგებლებთ თქვენ ამით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - განსაზღვრავს ისტორიის შემდგომ განვითარებას.
  სინათლის მატარებლის ცნობიერება მზადაა ჩირაღდანივით აინთოს და აელვარდეს ღვთაებრივი ენერგიის ზემოქმედებისაგან. თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ჩირაღდნის ტარების ამოცანა. ცეცხლის შენახვა და შენარჩუნება დროის რაც შეიძლება ხანგრძლივ  განმავლობაში. ნუ ფიქრობთ, თითქოს თქვენი საქმიანობა მხოლოდ ცეცხლის შენარჩუნებით და ლოცვებისა და ნების გამომხატველი ტექსტების კითხვით შემოისაზღვრება. თქვენს დედამიწაზე ყოფნის ყოველ წუთსა და წანს უნდა ხელმძღვანელობდეთ ჩვენი მითითებებით და მუდმივად, ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში, უნდა იაროთ უზენაესი გზით.
   არასოდეს დაივიწყოთ ის, რომ თქვენ ამ სამყაროში მოხვედით იმისათვის, რომ გამოცდილება შეიძინოთ, და დედამიწაზე ყოფნისას, ყოველ წუთსა და წამს თქვენ უნდა აკეთებდეთ არჩევანს, თუ საით მიმართოთ მიღებული ენერგიები.
  მუდმივად ინარჩუნებდეთ ღვთიურ განწყობას ისე, რომ იმავდროულად იყვეთ ცხოვრების შუაგულშიც, - აი ესაა ის, რაც თქვენ ამჟამად მოგეთხოვებათ. თქვენ თქვენს ცნობიერებაში მუდმივად მთების მწვერვალებზე უნდა გრძნობდეთ საკუთარ თავს. მაგრამ ფეხქვეშ მუდამ დედამიწის მყარ ნიადაგსაც უნდა გრძნობდეთ. და ზუსტად ისე, როგორც თქვენს მიწიერ ცხოვრებაში ხელმძღვანელობთ იმ ქვეყნის კანონებით, რომელშიდაც ცხოვრობთ, ასევე თქვენ თქვენს სულიერ ცხოვრებაშიც უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ღვთის კანონებით.
    იარო მხოლოდ უზენაესი გზით, ამის საშუალება მუდმივად არსებობს ამ დედამიწაზე, და ზუსტად ასევე არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ძირსაც დაგორდეთ.
   და იმ დროს, როდესაც ცხოვრების მძიმე სიტუაციაში თქვენ აკეთებთ რაიმეს არჩევანს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ გაცილებით მეტი ხართ, ვიდრე თქვენი ფიზიკური სხეული. თქვენ ღმრთის ბუნებისანნი ხართ და თქვენ ხართ უკვდავნი. ამიტომ, ოდეს არჩვანს აკეთებთ, ყოველთვის იხელმძღვანელეთ იმით, თუ რა იქნება სასარგებლო თქვენი სულისათვის.
   თუ თქვენ თვალთმაქცობთ სამსახურის შენარჩუნებისათვის, ცდილობთ მოერგოთ სიტუაციას და პირფერობთ თქვენი ხელმძღვანელის წინაშე, რათა სამსახური შეინარჩუნოთ, გახსოვდეთ, - ყოველთვის იზრუნეთ მხოლოდ სულზე. თქვენმა სულმა ყოველთვის იცის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ნებისმიერ სიტუაციაში. დაე აღმოჩნდეს თქვენი საქციელი მრავალთა აზრის საწინააღმდეგო, თუნდაც თქვენი უახლოესი ადამიანებისთვისაც კი, მაგრამ ეცადეთ მოიქცეთ ისე, როგორც თქვენს უზენაეს ნაწილს ესაჭიროება.
  თქვენს თვალწინ ყოველთვის იქონიეთ იესოს ხატება. მას ხომ შეეძლო მწამებლური სიკვდილის თავიდან აცილება. მას შეეძლო ძალისხმევის გამოჩენა, და გამეფებაც კი შეეძლო. ნებისმიერი მისი მოწაფე მზად იყო სიცოცხლე გაეწირა, რათა ბრძოლაში ჩაბმულიყო და დაეცვა საკუთარი მასწავლებელი. მაგრამ იესო ჯვარს აცვეს. ყოველი თქვენთაგანი უნდა ხელმძღვანელობდეს იმ მაგალითით, რომელიც მოგეცათ. და თუ თქვენს წინაშე დადგება არჩევანი, დათმოთ საკუთარი შეხედულებანი, საკუთარი სინდისი, რათა სამსახური შეინარჩუნოთ, ან სხვა ისეთი რამ, რაც  ღირებულია თქვენთვის, არასოდეს არ დაივიწყოთ, რომ არსებობს თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტი, ვიდრე ფიზიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.
   თქვენ უნდა იაროთ უზენაესი გზით და ყოველთვის ირჩევდეთ უზენაეს გზას.
   მე ვიყავი უფლისწული და მე ყველაფერი მქონდა. მე მყავდა ახალგაზრდა ცოლი და მე მეყოლა ბავშვი. მე მქონდა ყველაფერი რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა, როდესაც იგი დედამიწაზე ცხოვრობს. მაგრამ მე ვიცოდი, რომ არსებობს რაღაც უფრო მეტი, რომლის გულისთვისაც ვიბადებით ამ დედამიწაზე. მე ყველაფერი მივატოვე და წავედი.
    მრავალმა წელმა განვლო, ვიდრე მე შევძელი ჩემი გზა მეპოვნა. და ეს გზა როდი იყო დაკავშირებული სიმდიდრესთან, სახლთან თუ ოჯახთან.
    არსებობს უზენაესი გზა, რომელზედაც ადრე თუ გვიან ყოველი თქვენთაგანი შედგავთ ფეხს.
    ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყოველ თქვენთაგანს მოუწოდებ ყველაფერი მიატოვოს და განდეგილად აღიკვეცოს. თქვენი ცხოვრება გაცილებით მეტ საშუალებას განიჭებთ თქვენ, რათა მეტი შესაძლებლობანი შეიძინოთ განდობის მისაღებად. თქვენ მაღლდებით თქვენს ცნობიერებაში, და იმ გადაწყვეტილებებს ღებულობთ, რომლებიც თქვენი ცნობიერების განვითარების ხელშემწყობნი არიან. თქვენ აკეთებთ თქვენს არჩევანს, რომელიც უზენაეს კანონთანაა შეჯერებული. და თუ თქვენ ახერხებთ გაიაროთ თქვენი განდობანი რათა მიაღწიოთ ქრისტესა და ბუდას ცნობიერებათა დონეს ისე, რომ არ მოწყდეთ თქვენთვის ჩვეულ ყოფით ცხოვრებას, მაშინ ესაა ზუსტად ის, რაც მოგეთხოვებათ თქვენ კაცობრიობის განვითარების ამ მოცემულ ეტაპზე.
    და კიდევ: თქვენ არასოდეს არ უნდა დაივიწყოთ, რომ როგორც კი თქვენ აღწევთ თქვენსავე ცნობიერების ამაღლებას, მაშინ იცვლება თქვენი გარემოც. წავლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არ არიან თქვენი ახალი ცნობიერების დონის მისაღებად, სამაგიეროდ მოდიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი ვიბრაციების მსგავსი ვიბრაციები გააჩნიათ. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ თუ ერთი აღწევს საკუთარ ცნობიერებაში გარღვევას, მაშინ ის სხვა იმ ადამიანებზეც ახდენს ზეგავლენას, რომლებთანაც კარმიულადაა დაკავშირებული ამ ცხოვრებაში. და ის მრავალი სული, რომელნიც ღებულობენ საჭირო იმპულსს ამ ადამიანისაგან, უნარს იძენენ გახსნან საკუთარი ცნობიერება და  აღასრულონ გარღვევა.
    ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ყველანი ერთმანეთთან ხართ დაკავშირებული წვრილ (ასტრალურ) გეგმილზე და ერთის გამარჯვებას მოჰყვება მრავალთა ცნობიერების ამაღლება.
    ყოველი თქვენთაგანი საკუთარ ადგილზე ფასობს, და ყოველი თქვენთაგანი იმ საქმეს აკეთებს, რომლისთვისაც მოვიდა განსხეულებაში ზუსტად იქ და იმ ადგილზე, სადაც იგი დაიბადა.
   თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს გმირობის შესაძლებლობა, ისევე როგორც შემოქმედებისა თუ ქველმოქმედებისა. ეს იმიტომ, რომ ცნობიერების მრავალმხრივი ცვლილებანი ნიშნავენ მთელი სიცოცხლის შეცვლას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თქვენ ვეღარ შესძლებთ სუფრასთან გაუთავებლად დროს ტარებას. თქვენ ვეღარ შესძლებთ როკ-ნ-როლის ვიბრაციების ატანას. თქვენ იძულებული გახდებით სთქვათ უარი თქვენს გარემოცვაზე, რადგან ის არ შეესატყვისება ღვთაებრივ ვიბრაციებს. და მრავალი თქვენთაგანისათვის ეს იმ საქციელის მსგავსი იქნება, რომელიც მე განვახორციელე, ოდეს მივატოვე მამაჩემის სასახლე. და აი მაშინ, ოდეს თქვე აირჩევთ დამარცხებას და არ შეებრძოლებით თქვენს მტრებს, დაკარგავთ ყველაფერს და მტრებს თქვენი ჯვარცმის ნებას მისცემთ, მაშინ თქვენ ჩაიდენთ იმას, რაც იესომ ჩაიდინა 2000 წლის უკან.
   დამიჯერეთ მე, ყოველ თქვენთაგანს ცხოვრებაში აქვს ის მომენტები, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ისეთი საქციელი, რომელიც სულიერ მიღწევათა თვალსაზრისით უტოლდება იმ საქციელს, რომლებსაც ჩადიოდნენ ყოველი დროის წმინდანები.
    და თქვენ ვერ ხედავთ იმას თუ რა უნდა გააკეთოთ ან როგორ მოიქცეთ, ნუ ეთვალთმაქცებით საკუთარ თავს. თქვენმა სულმა ყოველთვის იცის უზენაესი გზა. და თქვენი ნაღველი თუ საკუთარი თავის შეცოდება, ცრემლი ან მოწყენილობა მეტყველებენ ზუსტად იმაზე, რომ თქვენ არ აკეთებთ და არც გსურთ გააკეთოთ ის, რისთვისაც თქვენი სული მოვიდა განსხეულებაში. სინათლის ის მატარებელნი, რომელნიც საკუთარ ვალსა და მისიას აღასრულებენ, გულანთებულნი არიან და მიაქვთ სინათლე მსოფლიოსათვის და თავად კი, არ იციან არცა ძილი და არცა მოსვენება.


მე ვარ გაუტამა ბუდა.







თქვენი ცნობიერება თქვენივე ღვთაებრივი თავისუფლების ერთადერთი შეზღუდულობაა

 

     

 უსაყვარლესი ელ მორია
 21 ივნისი 2005 წელი.

 


   მე ვარ
ელ მორია, კვლავ თქვენთან მოსული.
 
ჩემი წინა კარნახის მიღებისას შექმნილმა სიტუაციამ, გამახსენა ის, რომ ჩვენი საწინააღმდეგო ძალები ინარჩუნებენ თავის ბრძოლისუნარიანობას და მზად არიან ისარგებლონ ჩვენს დაცვაში გაჩენილი ნებისმიერი ბზარით.
   ანგელოზთა სამი რაზმი, 144 ანგელოზი ყოველ რაზმში უზრუნველჰყოფდა კარნახთა ყოველ მიღებას.
  ამის გარდა, ამოქმედებულია მთავარანგელოზ მიქაელის ანგელოზთა ლეგიონები და მიუხედავად თითქოსდა დაცვისაგან აშენებული შეუვალი დამცავი კედელისა, ბნელეთის ძალები ზოგჯერ ახერხებენ ჩვენ დამარცხებას ყველაზე მიუღებელ მომენტში.
   რას იზამ, ეს სამყარო წარმოადგენს ბრძოლის ველს ორ საპირისპირო ძალთა შორის. და მანამ, ვიდრე განსხეულებაში მყოფი უკანასკნელი ინდივიდის ცნობიერებიდან, არ იქნება წაშლილი ნებისმიერი ბრძოლის გრძნობა, ბრძოლა გაგრძელდება.
   წარმოიდგინეთ ბრძოლისათვის მზადყოფნაში ორი ჯარი. მებრძოლთა რიგები საბრძოლო მწკრივებად არიან დაწყობილნი. სახეები დაძაბული. ყოველი მებრძოლი ელოდება ბრძანებას რათა ბრძოლაში ჩაებას.
   თქვენი მსოფლიოში ამჟამინდელი მდგომარეობაც მებრძოლთა ამ მდგომარეობას ასახავს.
  ახლა კი წარმოიდგინეთ სასწაული. მრისხანე ღრუბლებიდან, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან ჩამოწოლილნი, მზის სხივი გამოანათებს, და დაანათებს ბრძოლის ველსაც და მეომართა პირქუშ სახეებსაც. თქვენ შეგიძლიათ თუნდაც ერთი წამით დაუშვით ის, რომ შეიძლება მოხდეს სასწაული და მზის ალერსიან სხივებს უნარი შესწევთ ყოველგვარი სიძულვილის გრძნობათა გაუვნებელყოფა მეომართა გულებში? შეგიძლიათ დაუშვათ, რომ მეომართა შინაგანი მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს? საკმარისია გულიდან წამოსული ერთი აზრიც კი, ან თუნდაც ერთი იმპულსი ასევე ყოველი მეომრის გულიდან, რომ ბრძოლის ყოველი მონაწილის ცნობიერება და გარეშე გონი განიწმინდებიან და უფრო ამაღლებულ ხასიათს შეიძენენ.
   ოდეს თქვენ უნარიანი იქნებით თქვენს ცნობიერებაში ამაღლდეთ და სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდეთ, თქვენ შესძლებთ შეამჩნიოთ ის რომ, ყოველივე რაც თქვენს მტრებსა და მოწინააღმდეგეთა შორის იდგა და გაშორებდათ ერთმანეთისაგან, ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. ეს იმიტომ, რომ თქვენ გაოგნებული ირინდებით იმ სილამაზისა და ყოვლის მომცველი ღვთაებრივი ჭეშმარიტების წინაშე, რომელიც უეცრად გაიხსნება თქვენს თვალთახედვის წინაშე. და თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ არანაირი მტრული გრძნობების განცდა. ეს იმიტომ, რომ თქვენ გრძნობთ თქვენი სიცოცხლის ყოველ გამოვლინებასთან ერთარსობას. და თქვენ გრძნობთ სიცოცხლის ყოველი ნაწილის ტკივილს. და თქვენ გესმით, რომ ბრძოლის ნებისმიერი გრძნობა, სიძულვილისა და ზიზღის ყოველი განცდა არ არიან ღვთიური გრძნობები. და ის ადამიანები, რომელნიც ამ უარყოფით გრძნობათა ზეგავლენას განიცდიან, მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებენ. და თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ამ ადამიანებს. თქვენ შეგიძლიათ მიანიჭოთ მათ სიყვარულის თქვენეული გრძნობა, მისი თქვენეული გაგება და უწილადოთ მათ ღვთაებრივი სიყვარულის ის ნაწილი, რომელიც თქვენს მოწინააღმდეგეს თქვენეული სიყვარულის განცდას აგრძნობინებს.
  ზუსტად ისევე, როგოც  მზეს, რომელიც ღრუბლებიდან ბრწყინავს ისე, რომ შეუძლიან ზოგჯერ იმედის სხივი მოგანიჭოთ, მოგანიჭოთ სიყვარულისა და თანაგრძნობის გრძნობა, ასევე თქვენც შეგიძლიათ მიანიჭოთ ყოველ ადამიანს, რომელსაც ხვდებით თქვენს ცხოვრებაში თქვენი გულის სიყვარული.
   დამიჯერეთ, თქვენი სამყაროდან მხოლოდ სიყვარულს შეუძლიან განაძევოს ყოველი უარყოფითი გამოვლინება.
   თუმცა მე მსურს დავუბრუნდე ჩვენი შეწყვეტილი საუბრის თემას. დდავუბრუნდე თავისუფლების, ღვთაებრივი თავისუფლების ხარისხს, ანუ იმას, თუ როგორ გვესმის ჩვენ თვითონ ეს ხარისხი, ჩვენ, - ამაღლებულთა სიმრავლეს.
   თავისუფლების, როგორც ყოველგვარი შეზღუდვების არარსებობა და ყველაფრის ნებადართულობა წარმოადგენს იმ ღვთაებრივი თავისუფლების ხარისხის გამრუდებას, რომელიც ახასიათებს ამაღლებულთა სიმრავლეს.
  ისევე, როგორც თქვენს სამყაროში თქვენ ზღუდავთ ცალკეულ ინდივიდთა ნებისმიერ ზღვარგადასულ სურვილსა თუ მისწრაფებებს, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მოუტანონ სხვა ადამიანებს, ზუსტად ასევეა შეზღუდვები ღვთიურ სამყაროებშიც.
   და იმ ენერგეტიკულ ბარიერს, რომელიც არსებობს ჩვენს სამყაროთა შორის, არ შეუძლია შემოუშვას ჩვენს სამყაროში ის ინდივიდები, რომლებმაც არ დაუმორჩილეს თავისი ცნობიერება ჩვენს სამყაროში არსებულ კანონს.
   ყოველი არასრულყოფილი გამოვლინება, მათ შორის თავისუფლების არასრულყოფილი ხარისხი, რომელიც მოკვდავთა გონებაში არსებობს, ვერ გადალახავენ სრულყოფილების იმ ფარდას, რომლითაცაა გაყოფილი ჩვენი სამყაროები. და იმისათვის, რომ თქვენ შესძლოთ გადალახოთ ჩვენს შორის არსებული ენერგეტიკული ბარიერი, თქვენ თანმიმდევრულად უნდა უარჰყოთ ყოველი არაღვთიური თვისება და გამოვლინება თქვენს არსებაში, ჩაანაცვლოთ ისინი სრულყოფილი ნიმუშებით და ასევე სრულყოფილი გამოვლინებანით.
   და იმისდა შესაბამისად, როგორ აწარმოებთ თქვენ ამ არც ისე იოლ სამუშაოს საკუთარი თავის მიმართ, თქვენ თავისუფლდებით იმ უარყოფითი ენერგიებისაგან, რომლებიც თქვენს აურაში არიან. თქვენი აურები იძენენ ღვთიური რეალობის ჟღერადობას, ჩაკრები იხსნება, და ვიბრაციათა დონე განიჭებთ თქვენ ჩვენს სამყაროში ჯერ ხანმოკლე ყოფნის უნარს ეთერულ ოქტავებში და მომავალში კი, ოდეს დაიმკვიდრებთ თქვენს მიღწევებს და მრავალი ტესტის გავლით დაადასტურებთ თქვენგან მიღწეულ დონეს, თქვენ შეიძენთ ამაღლებულთა სიმრავლეში ყოფნის უფლებას და გახდებით ერთ-ერთი ჩვენთაგანი.
  თქვენგან დამარცხებული არასრულყოფილი თვისებებისაგან, ისევე როგორც თავისუფლების თქვენეული, ადამიანურად არასწორი წარმოდგენებისაგან თავის დაღწევით, თქვენ იძენთ ღვთაებრივ თავისუფლებას. თავისუფლებას არა როგორც ყველაფრის უფლებას, არამედ როგორც ნებაყოფლობით მორჩილებას სრულყოფილი კანონისადმი, რაც ამ სამყაროშია მიღებული. და მხოლოდ მაშინ იძენთ თქვენ თავისუფლების იმ ხარისხს, რომელიც საშუალებას მოგანიჭებთ გადალახოთ სამყაროთა შორის ზღვრები და შეიძინოთ ნებისმიერი ინფორმაციისადმი წვდომის უნარი. თქვენ შეძლებთ ჩვენი ბიბლიოთეკებით სარგებლობას და აკაშა ქრონიკის ჩანაწერების გაცნობას. თქვენთვის ნებისმიერი ის ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, რომელსაც შესწვდება თქვენი ცნობიერება.
    ამიტომ თქვენივე ცნობიერება წამოადგენს თქვენი თავისუფლების, თქვენი ღვთაებრივი თავისუფლების ერთადერთ შეზღუდვას.
   თუ თქვენი ცნობიერების დონე მაღალი არაა, მაგრამ თქვენი სხვა სამყაროებში მოგზაურობის მისწრაფება ძალიან დიდია, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ასტრალური სხეულით დატოვოთ თქვენი ფიზიკური სხეული და ასტრალურ სამყაროებში იმოგზაუროთ, მაგრამ თქვენ არასოდეს არ უნდა დაივიწყოთ ის, რომ თქვენი ცნობიერების დონე წარმოადგენს თქვენსავე შეზღუდვას. და თქვენ იმოგზაურებთ მხოლოდ იმ სამყაროებში, რომელთა ვიბრაციების დონე, თქვენი ვიბრაციების დონის შესატყვისი იქნება.
   ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ სამყაროები გახსნილია თქვენთვის, მაგრამ თქვენს ძირითად ამოცანას წარმოადგენს თქვენი ცნობიერების დონის ამაღლება და ყოველი არასრულყოფილებისაგან თავის დაღწევა, რომელიც ხელს უშლის თქვენს განვითარებას.
   თქვენ თქვენი ცნობიერებით ახერხებთ სულ სხვადასხვა, ახალ და ახალ სამყაროთა სივრცეში შეღწევას. ასევე ცათა სხვადასხვა დონეზე ასვლას. და თქვენ მიისწრაფით სულ უფრო მაღლა და მაღლა უსასრულობისაკენ.
   თუმცა, ვიდრე თქვენ თქვენს მკვრივ, ანუ მატერიალურ სხეულში იმყოფებით, თქვენ არასოდეს არ უნდა დაივიწყოთ ის, რომ თქვენი საქმიანობის ამ დარგშიც, როგორც სხვა ნებისმიერ დარგში, შესაძლებელია გამრუდებანი. და თქვენ ვარჯიშთა დახმარებით, ან სხვა ცხოვრებათა გამოცდილების გამოყენებით, შეგიძლიათ სხეულიდან გამოსვლას დაეუფლოთ, მაგრამ თუ თქვენ ვერ მიაღწევთ თქვენი ოთხი მდაბალი სხეულის სიწმინდის გარკვეულ ხარისხს, მაშინ თქვენი მოგზაურობები იმ ასტრალური და მენთალური გეგმილების დონეზე გაივლიან, რომელთა ვიბრაციები ახლოა თქვენთვის. და ამ მოგზაურობებში თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირი სარგებლობის მიღებას თქვენი სულის ამაღლებისათვის. ეს თქვენი ვარჯიშები დაემსგავსება ნარკომანების მოგზაურობებს, რომლებიც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების დახმარებით აღწევენ იმ მდგომარეობას, რომელშიაც მათი წვრილი სხეულები სცილდებიან ფიზიკურს და მოგზაურობენ ასტრალში.
  სამყაროთა დაახლოებასთან ერთად, გაჩნდებიან სულ უფრო მეტი და მეტი ისეთი ადამიანები, რომელნიც უნარიანი იქნებიან ურთიერთობა დაამყარონ იმ არსებებთან, რომლებიც წვრილ სამყაროებში არსებობე
  და თქვენგან საჭირო იქნება მხოლოდ მთელი თქვენი გარჩევის უნარის გამომჟღავნება, რათა შექმნათ სწორი წარმოდგენები მონაყოლისა თუ სხვადასხვა სამყაროებში მოგზაურობის აღწერილობათა მიმართ.
   თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რომ, მსგავსი მიიზიდება მსგავსით, ამიტომ დააკვირდით ადამიანს, რომელიც ყვება საკუთარ ექსპერიმენტებისა თუ ცდების შედეგებზედ და ყურადღებით  დააკვირდით მის მსჯელობასა და საქციელს, და მაშინ თქვენთვის ნათელი გახდება ის, თუ რა სამყაროებში შეუძლია მას მოგზაურობა.
   არაფერი უჩვეულო არაა იმაში, რომ ადამიანებს შეუძლიათ ასტრალურ თუ მენთალურ განზომილებებში მოგზაურობა. თქვენ ამას ყოველ ღამე აკეთებთ. მაგრამ საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენად ხელშემწყობია ეს მოგზაურობანი თქვენი ცნობიერების განვითარებისათვის და რამდენად გეხმარებათ ისინი თქვენ, თქვენს სულიერ გზაზედ წინსვლაში.
  აზრი აქვს მხოლოდ თქვენს ღმერთში სრულყოფილებას. და თქვენი ასტრალური და გინდაც მენთალური გეგმილების მიმართ მიჯაჭვულობანი, დროთა განმავლობაში, დაძლეულ უნდა იყვნენ თქვენთვის ისევე, როგორც ფიზიკური გეგმილის მიმართ თქვენი მიდრეკილებანი.
   იმიტომ რომ წვრილი გეგმილის მდაბალი შრეები არ მოუტანს თქვენს სულს იმ ცოდნას, რომლსაც იგი საჭიროებს, თქვენ შეგიძლიათ დიდხანს იხეტიალოთ ველად. მაგრამ ჩვენ გეძახით მწვერვალებისაკენ, ღვთაებრივი ცნობიერების მწვერვალებისაკენ.

მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი საუბარი შესდგა.



           

მე ვარ ელ მორია და შეხვედრამდის!