КАВКАЗСКИЙ ЦЕНТР ВСЕМИРНОЙ КУЛЬТУРЫ
Новости
199...

ცოდნის მოზაიკა


 


 

ჟურნალი მედეა №11; გვ.6

________________________

 

 

 

სალაღობო ალქიმია

 

   ჯადოქარი თავის მოწაფესთან ერთად მიუახლოვდა მასიურ, მძიმედ მოჭედილ კარს.
_ დღეს ჩვენ ცხრილის მიხედვით გვაქვს ქიმია, - უთხრა მან ბიჭუნას და დაიწყო გასაღებით ძველ ბოქლომში ჩხიკინი.
მოსწავლე უკმაყოფილებისაგან დაი-ღმეჭა, რომელსაც მოსწონდა იმის ცქერა, თუ როგორი მოხერხებულობით ურევდნენ ერთმანეთში სხვადასხვა სითხეებს მასწავლებლები და ამით ახალს ღებულობდნენ, მაგრამ თავად ძალიან უჭირდა მათი ფორმულების დამახსოვრება. მოკლედ, ქიმია მას არ უყვარდა.
_ მე ვატყობ, შენ არ გიხარია?! - მკაცრად იკითხა ჯადოქარმა, რომელიც შეუმჩნევლად აკვირდებოდა ბიჭუნას.
_ განა რა განსხვავებაა? - მხრების აჩეჩვით, მორჩილად ამოიხვნეშა მოსწავლემ, - თუ განრიგით ქიმიაა, - ესე იგი ქიმიაა... ვერაფერს გააწყობ.
ბოქლომი, როგორც იქნა, გაიღო და მძიმე კარი ჭრიალით ამოძრავდა. ორი ადამიანი შევიდა ვრცელ სათავსოში. მთელი კედელი თაროებს ეჭირათ, რომლებზეც ელაგა&ნბსპ; სხვადასხვა ფერის სითხეებით სავსე უამრავი ბოთლი. შუაში&ნბსპ; დიდი მაგიდა იდგა.
_ არ დაიდარდო, - გაუღიმა ბიჭუნას ჯადოქარმა, - დღეს უჩვეულო გაკვეთილი გვექნება&ნბსპ; ალქიმიაში. შეგიძლია დაივიწყო ნიტრატებიცა და ნიტრიტებიც.
იგი მივიდა მაგიდასთან და მასზე მაღალი დოზირებისათვის საჭირო ჭურჭელი დადგა.
_ ძალიან მალე გამოცდებია. მათი წარმატებით ჩაბარების შემდეგ, შენ ნამდვილი ჯადოქარი გახდები. რათა გახდე ჯადოქარი, საკმარისი როდია ფლობდე ფიზიკის კანონებსა და მათი გადალახვის ხერხებს, შენ მარტო ის კი არ უნდა იცოდე, თუ როგორ გარდაქმნა ვერცხლისწყალი ოქროდ, არამედ ყველაზე მთავარია,&ნბსპ; ერკვეოდე ადამიანთა სულებში. აი, შეხედე!
და მან ჭიქაზე მიანიშნა, _ სული ამ ჭურჭელს გავს, რომელშიც ნებისმიერი გრძნობის ჩასხმა შეგიძლია. სული, ისევე როგორც ჭიქა, მასში მოთავსებული&ნბსპ; შემადგენლობის ხარისხს ატარებს და&ნბსპ; შესაბამისი ფასიც ედება. აი, ამიტომ ამბობენ ადამიანები: ნათელი სული, ან ბნელი სული.
_ გამოდის რომ სულს მართლა აქვს ფერი? - იკითხა გაოცებულმა მოწაფემ.
_ და არა მხოლოდ სულს. ყოველ გრძნობას თავისი ელფერი დაჰკრავს. შენ, როგორ გგონია, რომელია აქ სიყვარული? რა ფერისაა იგი? - ჯადიქარმა გაშლილი ხელი ვრცლად მიმოატარა ნაირფერი სითხეების თავზე და თაროსთან მიიყვანა მოწაფე.
_ წითელი, - დაუფიქრებლად წამოიძახა ბიჭუნამ, - რა თქმა უნდა, იგი წითელია, ეს ხომ ყველამ იცის.
_ სრულებითაც, არა. სიყვარული, აი, იმ დიდ ბოთლშია, - და უზარმაზარ ჭურჭელზე მიანიშნა, რომელიც ოთახის ბოლოში იდგა.
_ მე კი მეგონა, რომ მაგაში წყალი იყო, - იმედგაცრუებულმა მოწაფემ დარცხვენით აღიარა შეცდომა.
_ მასში კონცენტრირებული სიყვარულია. იგი წმინდა და გამჭვირვალეა, ვითარცა მთებში ნაძვნარის ჰაერი ჭექა-ქუხილის შემდეგ. სხვათაშორის, იგი იმ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, რომლის გარეშეც არცერთი გრძნობა არ იქმნება.
_ ნებისმიერი გრძნობა? სიძულვილიც კი შეიცავს მას?!
_ აუცილებლად! - დასძინა ჯადოქარმა და თავიც კი დაუქნია დასტურის ნიშნად, - რომელიმე იდეის ან ობიექტის სიძულვილი, მხოლოდ მისი საპირისპირო შინაარსის თუ ობიექტის მიმართ სიყვარულს წარმო-ადგენს, მაგრამ უფრო ხშირად იგი საკუთარ თავზე შეყვარების შედეგია. ჯადოქარმა ხელი ჩამოისვა ჭაღარა წვერზე და ოდნავ ჩაფიქრდა.
_ აი, მაგალითად: ადამიანს არ უყვარს კოღოები, უბრალოდ სძულს. საიდან უჩნდება მას ასეთი ძლიერი გრძნობა? ვინაიდან ძალიან უყვარს საკუთარი თავი, საკუთარი სხეული. მას არ სურს, რომ მწერები აწუხებდნენ და ამახინჯებდნენ ნაკბენებით, რასაც ქავილი და სხეულის დაზიანება მოყვება, ღმერთმა ნუ ქნას და შესაძლოა დაასნეულონ კიდეც რაიმე დაავადებით. რაც უფრო მეტია საკუთარი თავის მიმართ გაუცნობიერებელი სიყვარული, მით მეტია გაცნობიერებული სიძულვილი კოღოების მიმართ.
_ რა უნდა დავუმატოთ სიყვარულს იმისათვის, რომ იგი სიძულვილში გადაიზარდოს?
_ ამას ჩვენ ახლავე დავადგენთ.&ნბსპ; ჯადოქარმა გადმოინაცვლა მაგიდასთან და სხვადასხვა ფერის სითხით სავსე, პატარა ბოთლები დადო მასზე.
_ დაიმახსოვრე ძირითადი წესი: როდესაც შენ გრძნობათა შემოქმედებას შეუდგები, ყოველთვის დაიწყე სიყვარულით!
იგი ყველაზე საუკეთესო გამხსნელია და ნებისმიერი სულის საფუძველს წარმოადგენს.
ამჯერად ჯადოქარმა თაროდან საშუალო ზომის ზარდახშა გადმოიღო, გახსნა და მაგიდაზე დადგა.
_ ეს რაღა ფხვნილია?! - ცნობისმოყვარედ იკითხა ბიჭუნამ.
_ ეს წყენაა. ჩვეულებრივი გაბუტვა. ძალიან საშიში ნივთიერებაა.
_ გაბუტვა?! ძალიან საშიშია?! - აკისკისდა ბიჭუნა. - მე ყოველთვის მეგონა, რომ არსებობენ გაცილებით საშიში გრძნობები, ვიდრე ბრიყვთათვის დამახასიათებელი ეს თვისება.
_ ბუტიაობა, თავისთავად საშიში რო-დია, მითუმეტეს არაა მომაკვდინებელი, მაგრამ... მაგრამ თუ პროპორცია ან გრძნობა შეგეშალა, უამრავ უბედურებას ჩაიდენ. ჯადოქარმა ჩაასხა ჭიქაში ბრო-ლივით კამკამა სითხე და ერთი მწიკვი წყენა ჩაუმატა.
_ ხედავ? - დაეკითხა ჯადოქრი ბიჭუნას, - მცირე ზომით იგი სრულიად უვნებელია და მთლიანად უჩინარდება წმინდა სიყვარულში.
_ ეხლა ცოტაც დავუმატოთ, - სთქვა მან და უკვე ერთი მუჭა წყენა ჩაუშვა ცისარტყელას&ნბსპ; ფერებით მოელვარე ბროლის სითხეში - სიყვარულში. ციმციმი ერთბაშად ჩაქრა, სითხე აიმღვრია და ცემით დალურჯებული კაცის ფერი მიიღო.
_ ეს ძალიან არასტაბილური ხსნარია -&ნბსპ; მას იმედგაცრუება ჰქვია. ზემოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით, იმედგაცრუება კვლავ სიყვარულში, ანდა სრულ გულგრილობაში გადაიზრდება, როგორც სიყვარულისა და წყენის ნაზავი გრძნობა.
_ თავად გულგრილობა რა ფერისაა? - დაინტერესდა მოსწავლე.
_ არც ისე ძნელია ამის თავად მიხვედრა, - ჩაიცინა ჯადოქარმა, - რა თქმა უნდა, ლილისფერია! მაგრამ ამჟამად ჩვენ ის არ გვჭირდება და არ გამოვყოფთ ცალკე სითხის სახით. მოდი, ბოლომდე გავარკვიოთ გაბუტვა ანუ&ნბსპ; წყენა.
მან ჭურჭელში სიყვარული ჩაამატა და დარჩენილი წყენის&ნბსპ; ანუ გაბუტვის ფხვნილიც მთლიანად ჩაყარა. სითხემ ბუყბუყი დაიწყო და აქაფდა, თითქოს ადუღდაო და სწრაფად მიიღო ღია მწვანე ფერი.
_ აი, ხედავ რა დაემართება სითხეს, თუკი წყენას გადაამეტებ მასში?
_ არა, და რა მოხდა? - იკითხა&ნბსპ; მოწაფე ბიჭუნამ და ჰაერი შეიყნოსა,&ნბსპ; უნებლიედ დაიმანჭა და წამოიძახა:&ნბსპ; _ რა სიმყრალეა!
_ ეს ეჭვიანობაა, საშიში შხამია. ნუ შეისუნთქავ მის მომწამლავ სუნს. იგი აბრუებს ადამიანს, ართმევს აზროვნებას და ბურუსში მოაქცევს ტვინს, რასაც შეუძლია უსაშინელესი შედეგები მოიტანოს.
ბიჭუნამ ცხვირზე იტაცა ხელი და სწრაფად გამოწია თავი უკან.
_ ეჭვიანობა უხვი სიყვარულით განი-ქარვება, - ჯადოქარმა ჭიქა ბოლომდე გაავსო წმინდა სიყვარულის სითხით.
- მოდი, ნუღარ გეშინია, - უთხრა მან ბიჭუნას.
მოწაფემ ეჭვით შეხედა სითხეს, მაგრამ მაინც მიუახლოვდა მას.
_ როგორც ხედავ, ხსნარი ისევ წმინ-დაა, მაგრამ ფსკერზე დანალექი ჩაწვა. მკურნალობა სიყვარულით მოხდა, მაგრამ... მაგრამ რას იზამ, ახსოვთ ადამიანებს წა-რსული დანალექი - გულისტკენა და ვერ ივიწყებენ, წამოსძახებენ მას ერთმანეთს და შესაძლოა ისევ უბედურებას ან ეჭვიანო-ბას დაუბრუნდნენ. ამიტომ, დალექილი ეჭვიანობა, იგივე გულისტკენა სიყვარულის სითხიდან სრულიად მოსაცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში გულგრილობის ფორმაში გადავა.
ჯადოქარი მოსცილდა მაგიდას, თა-როდან მუქი ღვინისფერი სითხით სავსე პატარა ბოთლი აიღო და ჰკითხა მოწაფეს: - რა უნდა იყოს ეს, შენი აზრით?
_ ჰმ!.. - დაფიქრდა მოწაფე და ცოტაოდენი დუმილის შემდეგ გაუბედავად სთქვა: - იქნებ ეს ბოღმაა?
ჯადოქარმა გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა.
_ ყოჩაღ, ეგრევე იჭერ ყველაფერს! ეს მართლაც ბოღმაა. ახლა ჩვენ მას ნალექიან ხსნარს დავუმატებთ, ავურევთ ერთმანეთში და ვნახავთ თუ რა მოხდება. მხოლოდ ცოტა სიყვარულიც დავაკლოთ, იგი ზედმეტად ბევრია ამ ხსნარში.
ჯადოქარმა ფრთხილად გადმოასხა გამჭირვალე სითხის ნაწილი ცარიელ ბოთლში და სანაცვლოდ ჩაამატა ღვინისფერი ბოღმა - ბრაზი. ხსნარი&ნბსპ; აშიშინდა და მყისვე მიიღო შავი ფერი.
_ აი, ისიც, ისევ ის სიძულვილი, - სევდიანად წარმოსთქვა მან. - ეს ძალიან მდგრადი სითხეა და ამასთანავე, საშინლად ხრწნადიც. ერთხელ, შემთხვევით დამესხა ხალათზე და როგორ არ ვეცადე, მაინც ვერაფერი ვუშველე ლაქას... ახლის ყიდვა მომიწია. წარმოიდგინე, რომ კონცენტრირებული სიყვარულითაც კი ვერ მოვაცილე ლაქა. თუ ამ სიძულვილის სითხეს ცეცხლზე დავდგამთ, იგი სწრაფად დაიწყებს დუღილს და გახდება ძალიან საშიში ძლიერფეთქებადი ნივთიერება.
მოსწავლემ&ნბსპ; გადახედა მასწავლებლის&ნბსპ; ქათქათა თეთრ ხალათს და თანაგრძნობის ნიშნად გადაიქნია თავი.
_ ნუთუ სიძულვილი ასეთი მძაფრია, რომ მას ვერაფრით გაანელებ?
_ დიახ, იგი ძალიან ძნელად ექვემდება-რება ტრანსფორმაციას. არსებობს მხოლოდ ერთი ხერხი: თუკი სასწრაფოდ დავუმატებთ მას ძალიან ბევრ გამხსნელს – სიყვარულს; მაშინ შესაძლოა, დროთა განმავლობაში იგი გარდაიქმნას გაბრაზებად ანუ სა-წვავ ნივთიერებად, რომელიც სწრაფად დაიწვება და დატოვებს მშრალ ფხვნილს - სახელად განაწყენებას. როგორც ხედავ, ყველაფერი ძალიან მარტივია.
_ არც ისე იოლია, - ჩაიბურტყუნა თავისთვის მოსწავლემ.
_ საკმარისია იცოდე ამ პროცესთა საფუძვლები და შემდგომში, როგორც&ნბსპ; ვირტუოზი მხატვარი, შესძლებ მოიპოვო ნებისმიერი შეფერილობის გრძნობა ყოველ სულში ანუ ადამიანში. ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის, - ღიმილით უთხრა მოსწავლეს ჯადოქარმა.
_ აი, ეს რა მალამოა? - ცნობისმოყვა-რედ იკითხა ბიჭუნამ.
_ ეს შიშია. როგორც ხედავ, იგი ფისივით (გუდრონივით) სქელია, იწელება და ძალი-ან ცხიმიანია, ამიტომ ძნელად გახსნადია სიყვარულში და თავისუფლად ეწებება სულს. ეს ნივთიერება არა თუ საშიში - საჭიროც კი არის, მაგრამ როგორც ყოველი წამალი, გადამეტების შემთხვევაში შხამად გარდაიქმნება. შიში მხოლოდ სიყვარულის ან სიძულვილის ხსნარში იხსნება, ამასთან ამ უკანასკნელში - უფრო ადვილად, რადგან სიძულვილი სიყვარულზე იოლია და შიშით გაჯერებული უფრო ძლიერი ხდება.
_ მასწავლებელო, მიჩვენეთ კიდევ ერთი რომელიმე ალქიმიური ცდა, ეს ძალიან საინტერესოა! - ღიმილით მიმართა&ნბსპ; ჯადოქარს&ნბსპ; მოსწავლემ.
_ რა გაეწყობა, მოდი ვცადოთ, - სთქვა მან და მაგიდაზე სუფთა ჭიქა დადო, - ჩვენ, ახლა, კიდევ ერთ მავნე ნივთიერებას შევქმნით. ჩავასხათ ჭიქაში რაც შეიძლება მეტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, დავუმატოთ ორი მწიკვი გაბუტვა, ბევრი ბოღმა და რამდენიმე წვეთი სიძულვილი. როგორ ფიქრობ, რას მივიღებთ? მოწაფე ცოტა ხნით დაფიქრდა.
_ არ ვიცი, - მხრების აჩეჩვით უპასუხა მან.
_ რა ფერის ხსნარი გამოვა? - იკითხა ჯადოქარმა და, - ყავისფერიო, - საკუთარ შეკითხვას თავადვე უპასუხა.
_ ზუსტად შურიანობის რეცეპტია და კარგად დაიმახსოვრე იგი. ნივთიერება იმდენად მძაფრია რომ, დროთა განმა-ვლობაში შეუძლია ჭურჭლის კედლებიც კი შეჭამოს. ეცადე, რაც შეიძლება ნაკლებად იქონიო მასთან საქმე. იყო შემთხვევები, როდესაც&ნბსპ; შურიანობამ სულიც კი გამოჭამა ადამიანს. სიტყვამ მოიტანა და ეს უნდა ითქვას: თეთრი შური არ არსებობს. ეს მხოლოდ გავრცელებული შეცდომაა.
_ ოჰო, - გაიკვირვა ბიჭუნამ, - საშიში რამ ყოფილა! თუ შეიძლება, ახლა მე ვცდი.
ჯადოქარმა ხელი ჭაღარა წვერზე ჩამოისვა, ყურადღებით შეხედა მოსწა-ვლეს და უპასუხა:
_ კი, მე აშკარად ვხედავ, რომ შენ მზად ხარ დამოუკიდებლად შეისწავლო სულის ალქიმია. Aახლა, მე გაძლევ და-მოუკიდებელი შემოქმედების უფლებას.
_ რამე რომ ამიფეთქდეს? - შიშისაგან აღმოხდა ბიჭუნას.
_ ნუ გეშინია. ამ საგნის მეთოდიკა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლემ თავად ისწავლოს ყველაფერი. მასწავლებელი მხო-ლოდ ცოდნის საფუძვლებს იძლევა, სხვა დანარჩენი მოსწავლეზეა დამოკიდებული. ვიღაც ბნელი სულების ოსტატი ხდება, ვიღაც კი - ნათელი სულებისა. ზოგიერთს საერთოდ არ აინტერესებს ეს საგანი და არ უნდა სწავლა. ასეთ მოსწავლეებს მომავალში უჭირთ ნამდვილ ჯადოქრებად გახდომა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, - მასწავლებელი წამით დადუმდა.
_ დაიმახსოვრე მთავარი წესები, სულ სამი მთავარი წესია: პირველი - ყოველთვის დაიწყე სიყვარულით. სხვაგვარად დაღუპავ საკუთარ სამშვინველს და აღარაფრისთვის ივარგებ. ვის სჭირდება ძირგავარდნილი ჭიქა? მეორე - რაც უფრო ნაკლები ინგრედიენტებია შემადგენლობაში, მით მეტად ნათელია იგი და პირიქით, რაც მეტად მუქია - მით მეტად საშიში. და ბოლოს, - ჯადოქარი დადუმდა და შეხედა მოწაფეს.
_ რა, რა არის ბოლო წესი? - მოუთმენლად იკითხა ბიჭუნამ და გაირინდა.
მასწავლებელი მივიდა პატარა კარადასთან, ამოიღო იქედან თეთრი ხალათი და ფრთხილად მოასხა&ნბსპ; მხრებზე.
_ მესამე წესი: თუ გინდა გახდე ნამდვილი ჯადოქარი, ლაბორატორიაში ყოველთვის ხალათით იმუშავე. თუკი სხვათა გრძნობები შენზე გადმოვა, ამით გაწირავ შენს უკვდავებას და ჩვეულებრივი ადამიანი გახდები.
_ და ეს განა ცუდია? - გაისმა შეკითხვა.
_ არა, სრულებითაც არა. ეს მხოლოდ შენი არჩევანია: გახდები ჯადოქარი ანუ სულთა დიდოსტატი თუ ჩვეულებრივი ადამიანის ხვედრს აირჩევ, მაგრამ ვინც არ უნდა გახდე, ყოველთვის გახსოვდეს ერთადერთი რამ, - მასწავლებელი გაჩერდა და ძალიან სერიოზულად შეხედა ბიჭუნას, - არ დაუჯერო მათ, ვინც სიყვარულის ნაცვლად საწყისად&ნბსპ; სხვა გრძნობას იღებს. ისინი ჯადოქრები კი არა, არამზადები არიან. ყოველთვის დაიწყე სიყვარულით და მხოლოდ მაშინ გახდები საუკეთესო!..
_ მოწაფემ შეხედა მასწავლებელს და... და მოხუცს თითქოს ნიღაბი მოსცილდა, მის წინაშე იდგა სრულიად ახალგაზრდა, აპოლონივით მშვენიერი ჯადოქარი, რო-მელსაც უკვე მის თვალებში მხრცოვანი მასწავლებლის იერი აღარ ჰქონოდა, თუმცა იცოდა, რომ მხოლოდ ის ხედავდა მას ასე ახალგაზრდას...
მოწაფეს თვალი სარკისაკენ გაექცა და დაინახა, რომ საკუთარ ანარეკლს&ნბსპ; მხრცოვანი ჯადოქრის იერი ქონდა. და მაშინ მიხვდა! მიხვდა, რომ ამიერიდან მასწავლებლის თანამოაზრე და ცოდნის მოზიარე გახდა; ამიერიდან მისი თვალები მარადიულ ჭაბუკად დაინახავდნენ უკვდავ ჯადოქარს, რომელიც უსასრულობამდე ივლის დედამიწაზე ცოდნის მაძიებელ-თათვის გზავნილის გადასაცემად!
...ქიმიური ლაბორატორიიდან ორი&ნბსპ; „მოხუცი“ ჯადოქარი გავიდა...
ევგენი ჩეშირკო

 

 

 


ჟურნალი მედეა №10; გვ.17

________________________

 

 

 

ასტროლოგიის უახლესი იდეოლოგიის საფუძვლები

 

  

   ვიდრე ჰოროსკოპს და მის სრულიად უჩვეულო, სრულიად მოულოდნელ და ასევე სრულიად ახლებურ შინაარსს შემოგთავაზებთ, თავს მივცემ უფლებას ზოგადი ასტროლოგიის საიდუმლოებათა ფარდა გადავწიო იმდენად, რომ ახალი მიჯნა იოლი დასაძლევი იყვეს მკითხველისათვის და გავაკეთო ეს მისაღები იუმორის იმ დოზით, რაც თავად გამჩენმა ჩადო ჩვენში, ოდეს სამყაროს ქმნიდა და კეთილი ღიმილით უღიმოდა თავისსავე ქმნილებას...
 ნამდვილი ასტროლოგია სამყაროს კანონია და ამდენი აბდა-უბდა, რასაც დღეს ვისმენთ, თუ არა ამაზრზენი, აღმაშფოთებელი ხომ მაინც არის და არის...
ასტროლოგია, პითაგორეიზმის თანახმად, სამყაროს მეცნიერებათა სამებიდან მხოლოდ მესამე დარგია:


  1. მათემატიკა;  2. მუსიკა;  3. ასტროლოგია.


და მას, ასტროლოგიას, სინამდვილეში როდი ახასიათებს შიშით, გარდაუვალ უბედურებათა და ჰოროსკოპის მიმართ მონური მორჩილებით ის სპეკულაციები, რომლებითაც აზომბირებენ დღეს ადა-მიანებს. ჰოროსკოპი ფატალიზმი, ანუ გარდაუვალი ბედისწერა როდია. იგი განუმეორებლად უფრო დიდი შემოქმედების ასპარეზია, ვიდრე მასზე არსებული დღევანდელი წარმოდგენები, რადგან შექმნილია იგი გონიერ ადამიანთათვის, მათივე ბედნიერების შემოქმედებითი მართვისათვის.
   უგუნური ადამიანი ჰოროსკოპში მხოლოდ „მის ნიშანში” ეძებს ყველაფერ იმას, რაც კარგია და ხარობს ამით, და ის კი არ იცის, რომ მოვლენილია ამ დედამიწაზე შრომითა და გარჯით, დღენიადაგ სწავლით დაფაროს საკუთარ თავში ის, რაც მას მისივე ჰოროსკოპში არ მოეწონა და დაიმსახუროს ის, რითაც ასე მოხიბლულია თუნდაც საკუთარ ნიშანში. ამასთან ერთად, ამ შემთხვევაში, მისი მიღწევა მხოლოდ იმ ერთ ნიშანში როდი იქნება ჩაკეტილი, რადგან დანარჩენი ნიშნებიც ასევე დასაძლევი ექნება მას. ეს კი წარმოუდგენლად დიდი შრომაა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბედმა გაუღიმა მას და ნამდვილი მასწავლებელი შეხვდა ამ ცხოვრებაში. ნამდვილი მასწავლებელი კი ისევე იშვიათია, როგორც ქვიშაში ოქრო...
ასტროლოგია ერთ-ერთი უდიდესი და უმთავრესი მეცნიერებაა ტიბეტში და იქ არასოდეს არ მომხდარა ჰოროსკოპის მცდარი გამოთვლა და დღეს კი ადამიანები ვაი „ასტროლოგების” არა მხოლოდ მონა-ჩმახების მსხვერპლნი ხდებიან, არამედ იმის გონებაც კი არ ყოფნით მათ, რომ დაინახონ ის, თუ რამდენჯერ სცდება ვაი „ასტროლოგი” სხვადასხვა ადამიანებთან მი-მართებაში, და პროგნოზიც ხომ არასოდეს არაა აშკარად ერთმნიშვნელოვანი, არა-მედ ყოველთვის ვარიანტებზეა აგებული. აქედან გაურკვევლობა, ეჭვები, შიშები და სტრესი. დიახ, ათასწლეულების განმავლობაში, ტიბეტმა ზუსტად იცოდა მომავალი, თავიანთი უდიდესი ნამდვილი ასტროლოგების ცოდნისა და მათ მიერ ზუსტი გამოთვლების მადლის გამო.
ასტროლოგიის მთელი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ზეციური (მაკროსამყაროს) ასტროლოგია, ჩვენში (მიკროსამყაროში) აისახება და ამ, ქვემოთ მოყვანილ, სიტყვათა ლინგვისტურ ღრმა შინაარსობრივ მსგავსობაში დამალულია ასტროლოგიისა და ასტრონომიის მთელი შინაარსი მედიცინისა და სოფლის მეურნეობის კუთხით:
ასტროლოგია, - გასტროლოგია (მედიცინა) და ასტრონომია, - გასტრონომია (სოფლის მეურნეობა). ამ გასაოცარ, ბუნებაში რეალურად არსებულ კავშირებსა და იოგას საიდუმლო პრაქტიკის უსასრულო შინაარს შეიცავს ქვემოთ მოყვანილი ეს, ენით აუწერელი ღირებულების იგავი.

იგავი ჰოროსკოპის ნიშნებზე

მარადისობის უსასრულო ენერგეტიკის მადლით, ზეცით ამაღლებისა და თვითრეალიზების ალქიმიური ლაბირინთები

  და იყო ღმერთების დილა, ოდეს წარსდგა უფალი (გული)  საკუთარი თორმეტი შვილის წინაშე და ყოველ მათგანში ადამიანის სიცოცხლის მარცვალი ჩადო. ყოველი შვილთაგანი ერთი ნაბიჯის წინ გადმოდგმით, ჯერობით გამოდიოდა რიგიდან უფლისაგან კუთვნილი ნობათის მისაღებად.
„შენ, ვერძო, პირველს გაძლევ ჩემს მარცვალს, რათა შენ პირველს გერგოს მისი დარგვის პატივი. ყოველი მარცვალი, რომელსაც შენ დარგავ, შენს ხელში მრავალგზის გამრავლდება. თავად შენ არ დაგრჩება დრო საიმისოდ, რომ იხილო ის, თუ როგორ იზრდება შენს მიერ დათესილი მარცვლები, რადგან რასაც შენ დასთეს, შექმნის და მოიტანს იმაზედ მეტს, რაც შენ კიდევ დასათესი გექნება. შენ იქნები მათ შორის, ვინც ადამიანების გონებას გააჯერებს ჩემი იდეებით. მაგრამ შენი სამუშაო როდი იქნება იდეების კვება ან მათი გამოკვლევა. შენი ცხოვრება არის მოქმედება და მხოლოდ მოქმედება, რომელსაც მე გავალებ შენ, ანუ შენ უნდა აიძულო ადამიანები შეიმეცნონ ჩემი ქმნილება. შენი კარგი შრომისათვის გჩუქნი საკუთარი ღირსების გრძნობას.
ვერძი  ჩუმად დაბრუნდა თავის ადგილზე.
  „შენ, კურო გაძლევ მარცვლის სუბსტანციასთან დაკავშირების ძალას. შენი შრომა ძალზედ მნიშვნელოვანია, იგი დიდ მოთმინებას ითხოვს შენგან, რადგან შენ უნდა დაასრულო ყველაფერი რაც კი დაწყებულია, თორემ მარცვალს ქარი წაიღებს. შენ არ უნდა იეჭვიანო ან გადაიფიქრო შუაგზაზედ, ან სხვას მიანდო საქმე რასაც მე გავალებ.
ამისათვის მიიღე ჩემგან ძალის ნობათი. გამოიყენე იგი ბრძნულად.”
და კურომ გადადგა ნაბიჯი უკან და  თავის ადგილზე დადგა.
  „თქვენ, ტყუპებო, მე გაძლევთ შეკითხ-ვებს პასუხების გარეშე, იმისათვის რომ ყველას იმის წვდომა მოუტანოთ, რასაც ადამიანი თავის ირგვლივ ხედავს. თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ, რატომ ლაპარაკობენ ან ისმენენ, მაგრამ პასუხის ძიებისას თქვენ აღმოაჩენთ ჩემი ცოდნის ნობათს”. და ტყუპებმაც დაიხიეს ერთი ნაბიჯით უკან.
  „შენ, კირჩხიბო, გავალებ ასწავლო ადამიანებს ემოციები. ჩემი იდეაა - შენ უნდა აიძულო ისინი იტირონ და იცინონ იმისათვის, რომ რასაც ისინი ხედავენ ან რაზეც ფიქრობენ, ეს ყველაფერი მათ შინაგან განვითარებას ემსახურებოდეს”.
კირჩხიბმა გადადგა ნაბიჯი უკან თავისი ადგილისაკენ.
  „შენ, ლომო, გაძლევ საშუალებას შენი შრომის შედეგებით მოახდინო დემონსტრირება იმისა, თუ როგორია ჩემი ქმნილება მთელი მისი ბრწყი-ნვალებით და წარუდგინო იგი სამყაროს. მაგრამ ფრთხილად მოეკიდე სიამაყეს და არასოდეს დაივიწყო ის, რომ ეს ჩემი ქმნილებაა და არა შენი. რადგან თუ ეს დაგავიწყდა ადამიანები აბუჩად აგიგდებენ შენ. სამუშაო, რომელსაც შენ გაძლევ, შეიცავს ძალიან ბევრ სიხარულს, თუკი შენ მას კარგად შეასრულებ. ამისათვის შენ ღირსების ნიჭი გექნება”.
და ლომმაც ერთი ნაბიჯით დაიხია უკან თავის ადგილისაკენ.
  „შენ, ქალწულო, მე გთხოვ შეისწავლო ყოველივე ის, თუ როგორ მოექცა ადამიანი ჩემს ქმნილებას. შენ ყურადღებით უნდა შეისწავლო მისი მეთოდები და მიუთითო ადამიანს მისი შეცდომების შესახებ, რათა შენი გამოისობით ჩემი ქმნილება სრულყოფილებას განიცდიდეს. და რათა აღასრულო შენ ეს ჩემი თხოვნა მე გიბოძებ შენ აზროვნების სიწმინდეს”. და ქალწულმა დაიხია თავისი ადგილისაკენ.
  „თქვენ, სასწორნო, გიბოძებთ მსახურების მისიას, რათა ადამიანმა არ დაივიწყოს საკუთარი ვალდებულებანი სხვათა მი-მართ, რათა ისწავლოს თანამშრომლობა (კოჰაბიტაცია!!!), ისევე როგორც საკუთარი მოქმედების სხვა მხარის გააზრებაც. მე მოგათავსებთ თქვენ ყველგან, სადაც უთანხმოებაა და თქვენ ძალისხმევისათვის მე გიბოძებთ თქვენ სიყვარულის ნობათს”. სასწორმაც მოკრძალებით დაიხია უკან.
  „შენ, მორიელო, მეტად ძნელ ამოცანას გაძლევ. შენ ადამიანთა გონების ცოდნის უნარს განიჭებ, მაგრამ არ გაძლევ უფლებას ილაპარაკო იმაზე, რაც შენ გაიგე. შენ მრავალგზის მოგაყენებენ ტკივილს იმით, რასაც დაინახავ და ამ ტკივილის გამო შემაქცევ ზურგს და დაგავიწყდება, რომ არა ჩემგან, არამედ ჩემი იდეის გაუკუღმართებამ გამოიწვია შენი ტკივილი. შენ იმდენს იხილავ ადამიანში, რომ დაინახავ მის ცხოველობას, და ისე შეებრძოლები მის  ცხოველურ ინსტინქტებს საკუთარ თავში, რომ საკუთარ გზასაც დაკარგავ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს როდესაც ჩემთან დაბრუნდები, მორიელო, მე მიზნის უზენაესი ნობათი მექნება შენთვის”.
და მორიელმაც თავისი ადგილი დაიკავა.
  „შენ, მშვილდოსანო, გთხოვ აღძრა ადამიანები სიცილისათვის, რადგან ჩემი იდეის არასწორი გაგების გამო, ისინი ბოროტდებიან. სიცილით შენ უნდა მიანიჭო მათ იმედი, იმედით კი მათი თვალები ჩემსკენ შემოაქციო. შენ მრავალ სიცოცხლეს შეეხები თუნდაც ერთი წამით და მიხვდები ყოველი ცხოვრების, რომელსაც შენ შეეხები, მოუსვენრობის მიზეზს. შენ, მშვილდოსანო, გაძლევ შეუზღუდველი სიუხვის ნობათს, რათა რაც შეიძლება ვრცლად გავრცელდე და მიწვდე ყოველ კუნჭულს, სადაც ბნელი ბუდობს და მიიტანო ბნელში სინათლე”.
მშვილდოსანი თავის ადგილზე დადგა.
  „შენგან, თხის რქავ, მოვითხოვ დაუღა-ლავ შრომას, რათა ადამიანებს ასწავლო შრომა. შენი ამოცანა იოლი როდია, რადგან საკუთარი ზურგით იგრძნობ ადამიანის ყოველ ძალისხმევას: მაგრამ შენი ტვირთის უღელის გამო ადამიანის პასუხისმგებლობას შენ განდობ.”
თხის რქამ დაიხია უკან.
  „შენ, მერწყულო, გაბარებ მომავლის იდეას, რათა ადამიანმა შეძლოს სხვა შესაძლებლობათა დანახვაც. შენ მარტო-ობის ტკივილის ხვედრი გხვდა წილად, რადგან ჩემი სიყვარულის განსახიერების უფლებას არ გაძლევ. მაგრამ ადამიანთა თვალები ახალი შესაძლებლობისაკენ უნდა მიმართო. ამიტომ შენ თავისუფლების ნობათს გაძლევ, იმისათვის, რომ შენს თავისუფლებაში შეძლო კაცობრიობის სამსახურის გაგრძელება, როდესაც კი მას არ უნდა დასჭირდეს ეს”.
მერწყული თავის ადგილზე დაბრუნდა.
  „თქვენ, თევზებო, მე ყველაზე ძნელ ამოცანას გაძლევთ. მე გთხოვთ შეკრიბოთ ადამიანის მთელი სევდა და ისევ მე დამიბრუნოთ. თქვენი ცრემლები საბოლოო ჯამში ჩემი ცრემლები უნდა გახდეს. წუხილი, რომელსაც თქვენ შეიწოვთ, ადამიანისაგან ჩემი იდეის არასწორი გაგების ეფექტი იქნება, მაგრამ თქვენ უნდა მიაგებოთ მას თქვენი თანაგრძნობა, რათა  კიდევ და კიდევ სცადოს (რეინკარნაციებით). ამ ყველაზე ძნელი ამოცანის შესრულებისათვის მე გიძღვნით თქვენ ყველაზე მაღალ ნობათს. თქვენ იქნებით თორმეტიდან ერთადერთნი (ჳხთჶჴ -  ჳჶძჲშ ხღჳშთჲშ თჶჴშ), რომლებიც გამიგებთ მე. მაგრამ ეს გაგება მხოლოდ თქვენთვისაა, რადგან თუ მას ადამიანს შესთავაზებთ, იგი არ მოგისმენთ თქვენ”.
და ღმერთმა ბრძანა: „ყოველ თქვენ-თაგანს ჩემი იდეის მხოლოდ ნაწილი გაგაჩნიათ. არ შეცდეთ და წილი მთლიან იდეად არ ჩათვალოთ, ან ერთმანეთს გაუცვალოთ თქვენი წილები, რამეთუ ყოველი თქვენთაგანი დასრულებულია, თუმცა თქვენ ამას ვერ გაიგებთ მანამ, სანამ თორმეტივე არ გამთლიანდებით (ელოჰიმი). რადგან მხოლოდ მაშინ, ყოველი თქვენთაგანისათვის, გასაგები გახდება ჩემი იდეის მთლიანობა.”
და წავიდნენ შვილები აღვსილნი მტკიცე სურვილით, რათა რაც შეიძლება უკეთესად შეასრულონ თავიანთი შრომა შეპირებული ნობათისათვის.
მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ჩაწვდა ბოლომდე თავის ამოცანას, რაც იგივეა თავის ნიჭს, და როდესაც დაბნეულები დაბრუნდნენ, ღმერთმა უთხრა მათ: “ყოველი თქვენთაგანი თვლის რომ სხვების ნობათები უკეთესები არიან. ამიტომ მე გაძლევთ ნებას ცვალოთ ერთმანეთში ნობათები”.
ერთხანს ბავშვები აღტაცებაში მოვიდნენ, რადგან უკვე უხაროდათ ახალი მისიების შესაძლებლობანი.
მაგრამ ღმერთმა გაუღიმა მათ და სთქვა: “თქვენ არა ერთხელ დაბრუნდებით ჩემთან თქვენი მისიისაგან განთავი-სუფლების თხოვნით და ყოველთვის მივიღებ თქვენს სურვილებს. აურაცხელ რეინკარნაციათა გზა გელოდებათ, ვიდრე საწყის მისიას შეასრულებთ, რომელიც იმთავითვე დაგიწესეთ მე თქვენ. რათა შეძლოთ ამის შესრულება, აურაცხელ დროს განიჭებთ, და მხოლოდ მაშინ როდესაც შეასრულებთ თქვენს მისიას, თქვენ შეძლებთ ჩემთან ყოფნას.


    სიყვარულის საკრალური შრეები

 

 ჟურნალი მედეა №9; გვ.57

________________________

 

   სიყვარული არსებობს სულის განვითარების ყოველ საფეხურზე, ისევე, როგორც ზიკურატის* ყოველ საფეხურზე. ეს იმიტომ, რომ სიყვარული წარმოადგენს მატერიისაგან საკუთარი თავის შეცნობის უნივერსალურ იარაღს. ეთერულ გეგმილზე ადამიანთა სიყვარული წარმოადგენს შთამომავლობის შექმნის მისწრაფებას. გაიტანო ცხოვრება და გამრავლდე - აი რა არის პირველი ჩაკრამის ცხოველური გონების მიზანი. დედამიწის მცირერიცხოვან, ნახევრად ველური ტომებისათვის ფიზიკური (ეთერული) სიყვარული _ ერთადერთი ძირითადი საშუალებაა ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობების დროს. ველურ ტომებში პრაქტიკულად ყოველი მამაკაცი ვალდებულია გაანაყოფიეროს ქალი, რომელიც მზადაა გააჩინოს შთამომავლობა. აქ ოჯახი წარმოადგენს ერთ დიდ ჯოგს საერთო ცოლებითა და ბავშვებით. თემურ წყობილებაში ადგილი არა აქვს ეჭვიანობასა და ეგოიზმს. ველურთა სიყვარული, ესაა სიყვარული დრამების, ტრაგედიებისა და შურის გარეშე. მას ერთი მიზანი აქვს, - მოდგმის გაგრძელება. სიამოვნების მიღება კი ეს უკვე სხვა საქმეა. ჩრდილოეთის ველურ ტომებს შემორჩათ ძველი ადათი: სახლის პატრონი საკუთარ ცოლს სტუმარს უწვენს გვერდში. თუ სტუმარი უარს ამბობს ამგვარ საჩუქარზე ეს ნიშნავს იმას, რომ მასპინძელს შეურაცხყოფა მიაყენეს. ეთერულ გეგმილზე სიყვარული _ მოვალეობაა, მორჩილება, დაცემული სულის თემის სულის წინაშე ვალდებულება. და ეს ვალი, როგორც მორჩილება, მჟღავნდება არა მხოლოდ სექსუალურ გეგმილზე, არამედ ცხოვრების ყველა სხვა ასპექტებშიც.
პირწმინდად წმინდა სიამოვნების სა-ფუძველი, ჩადებულია მეორე საფე-ხურის ფუძეში, ვიტალური სიყვარულის საფუძველში, „მეორე ჩაკრის” ადამიანთა შინაარსში. ასეთ სიყვარულს სწორი იქნებოდა დაერქვას „სიყვარული - ეჭვიანობა”, „სიყვარული - ტანჯვა”, „სიყვარული - სიძულვილი”, „სიყვარული - ძალაუფლება”, „სიყვარული - ავხორცობა”, რამეთუ ვიტალურ გეგმილზე ეს გრძნობები ჭექა-ქუხილის ერთიანი მორევია. ვიტალური სხეული გრძნობათა ძალზედ ვრცელ პალიტრას ფლობს. აი ზოგიერთი მათგანი:  სიმპატია და ანტიპატია, დასაკუთრების ჟინი და სიძულვილი, სიკეთე და რისხვა, პატივმოყვარეობა და ეჭვიანობა და სხვა მრავალი.
  ვიტალურ სიყვარულს დედამიწაზე აქვს თავისი დაბადების, განვითარების, სიბერისა და გარდაცვალების სტა-დიები. ყველაფერი იწყება ჭაბუკური სიყვარულიდან. სიყვარულის ობიექტი ამ დროს ღვთაების დონემდეა აყვანილი: შეყვარებულის მთელი ძალღონე და სახსრები მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისდა მისაღწევად _ რამენაირად მიაღწიოს შეყვარებულის სიმპათიებსა და კეთილგანწყობას. ქალები ამ დროს იყენებენ ირიბ, ძალიან ეშმაკურ ხრიკებს და მამაკაცები კი საკუთარ განსხვავებულ ილეთებს, მაგრამ ყოველი მათგანი ერთ მიზანს ემსახურება: თავშეუკავებელ სექსს, სიყვარულით ადამიანის დასაკუთრებას, სიამოვნების მიღებას, ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას. ვიტალური შეყვარებულობის დროს, ინდივიდში ბობოქრობენ ვნებათა ოკეანეს ტალღები და იგივე სიძლიერის ტრაგედიები. იღვრება ნიაგარის ცრემლები, ტანჯვის მოქცევის ტალღები, ეჭვიანობის წარღვნები თავით ფეხებამდე ტბორავენ ადამიანებს. ვნებათა ტრაგედიების აფეთქებანი დუელების, საშინელი მკვლელობების, და განწირული თვითმკვლელობების მიზეზები ხდებიან. ამ დროს ეგრეთწოდებულ პოეტებს (მეორე საფეხურის ადამიანებს) თავში უჩნდებათ გაუზიარებელი სიყვარულის გარითმული სტრიქონები ისევე, როგორც ეგრეთწოდებული კომპოზიტორები წერენ ტრივიალურ მუსიკებს ოთხი მოარული აკკორდით. იოლად ტრაგიზმისაკენ მიდრეკილი პოეტები საკუთარ გაუზიარებელ გრძნობათა სიმებზე იხრჩობენ თავს.

 


 

  ვიტალური შეყვარებულობა - ესაა ერთ-ერთი უძლიერესი შემოქმედებითი პროცესი, უძლიერესი კატალიზატორი მდაბიო ხალხისათვის და ცხოვრებაში ჩვენს პლანეტაზე, რიგით ქალებსა და მამაკაცებს გააჩნიათ ამგვარი იარაღის მთელი არსენალი, რომელთა მეშვეობითაც ისინი ინარჩუნებენ საკუთარ თავს ეგრედწოდებულ „შემოქმედებით მდგომარეობაში” - ანუ ვიტალური შეყვარებულობის მდგომარეობაში. მაგალითად  ისინი შეგნებულად და ძალზედ იშვიათი ხელოვნურობით თამაშობენ ეჭვიანობის გრძნობებსა და ემოციებს: პერიოდულად იცვლიან საყვარლებს, მიდიან ნებისმიერ სექსუალურ კონტაქტზე; ერთსქესიანი კავშირები, ყოველნაირი სექსუალური უკუღმართობანი და მრავალი და მრავალი სხვა.
  როდესაც ახალგაზრდული შეყვარებულობა დაყრის თავის პირველ ყვავილებს როგორც ატმის ხე, მისგან რჩება მხოლოდ ვიტალური კავშირი. ამის შემდეგ სიყვარულის ობიექტის მიმართ ინდივიდს უჩნდება, თითქოს და არამოტივირებული ბოღმის, გაღიზიანებისა და სიძულვილის გრძნობები. ეს გრძნობები ქვეცნობიერად დაკავშირებული არიან იმ შეგრძნებებთან, რომლებიც ვიტალური სიყვარულის ობიექტთან ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო არიან გაჩენილნი, ან მისი მხრიდან ვამპირიზმთან, ანდა კიდევ, ასევე მისი მხრიდან, საქმიანობაში თავისუფლების შეზღუდვასთან; ახალ სიამოვნებათა მიღების უკმარისობასთან, როგორც საქმიანობაში ასე აზრებშიდაც. ყოველი, თუნდაც უმცირესი მინიშნება „თავისუფლებაზე” ან „გვერდზე გახედვაზე”, ყოველი მინიშნება „თავისუფალ საქციელზე”, ან მსგავს თემაზე ვიტა-ლურად შეყვარებულში მომენტალურდ აჩენს ეჭვიანობას. ზოგჯერ ეჭვიანობა, შეყვარებულის მიმართ „საკუთრების გრძნობა”, რომელიც შეიძლება არ დაგემორჩილოს და გიღალატოს, აუტანელი ხდება. აქედან ხშირი „გაბუტვები” შეყვარებულებს შორის, მუდმივი ნევროზები და აგრესიულობა, სიძულვილის ემოციების აფეთქებები და „შეყვარებულების” არა  მოტივირებული თავდასხმები ერთმანეთზე აღაგზნებენ ეგოისტურ გრძნობას „მეპატრონეში”, საკუთრების მფლობელში. ინდივიდი ფიქრობს, რომ „ეს როგორ?! „ჩემი” საკუთრება მე არ მემორჩილება და ისე არ იქცევა, როგორც მე მინდა (ანუ მას არ მოწონს მისი საქციელი რადგან ისე არ ფიქრობს, როგორც „პატრონი”). ასეთი ცეცხლოვანი აზრების გამო ზღვარს მისული ოჯახური ვნებების მდუღარე ქვაბი ფეთქდება.
ვიტალური სიყვარული არასოდეს არაა მყარი, იმიტომ, რომ ის მხოლოდ სექსუალურია, იგი მუდმივი ძიებაა, იგი მისწრაფებაა ახალ ახალი სიამოვნებების მიღებისაკენ. აი ამიტომ ჩნდება მათ შორის ხშირი ღალატი, რადგან ახალ სიამოვნებათა და ახალგაზრდულ გან-ცდათა, და მძაფრ ურთიერთობათა ძიება გრძელდება. შეყვარებულობის მდგომარეობის დაბრუნება, ყველა თავისი ულამაზესი გრძნობებისა თუ განცდებისა მოხდება მხოლოდ ახალი შეყვარებულობის დროს, ანუ პარტნიორის ჩანაცვლებით. და ეს მხოლოდ ისევ მოკლე დროით ხდება, საკუთარი ნებაყოფლობით, ისევ ახალი ტანჯვისთვის თავის გაწირვით. ისევე როგორც უწყლოთ შეუძლებელია არსებობა, ასე ვიტალური სიყვარულის დროს, - სქესობრივი ურთიერთობის გარეშე არსებობა შეუძლებელია.
მიწიერ ბინადართა შორის არსებობს მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ყოველი მამაკაცი თუ ქალი ამ არამდგრად ცხოვრებაში, ასეთ მყარ დედამიწაზე ეძებს თავის ერთადერთ ტყუპისცალს. ითვლება, რომ ვიღაცას ბედი უღიმის და  თავის მეორე ნახევარს, გნებავთ ტყუპისცალს,- პოულობს და ასეთი შეყვარებულები ღმერთების ტოლები ხდებიან. ეს რა თქმა უნდა ასე როდია. ვერავინ ვერასოდეს ამ გარესამყაროში ვერ შესძლებს, ამ გაგებით, გამთლიანებას, რადგან განქორწინება ბოლოს და ბოლოს ხდება ერთადერთ სამართლიან უმაღლეს სასამართლოში სადაც მოსამართლე სიკვდილია და ბრალმდებელი კი სიბერე. დაკარგული მეორე ნახევარის ლეგენდები ლემურიელებიდან მოდის. მათ სივრცეში იყო განხორციელებული სქესის განცალკევება.
  დედამიწის პირველი ბინადარნი ეთერულ სხეულებში არსებობდნენ. მათ შეეძლოთ სიარულიცა და ფრენაც. მიწის წიაღშიც გადაადგილება, ნაწილებად დაშლა და ისევ გამთლიანება. პირველ რასას არასოდეს არ ჰქონია ფიზიკური სხეულები, ამიტომაც ისინი არასოდეს არ კვდებოდნენ. „ადამიანები უბრალოდ „დნებოდნენ” და შთამომავალთა სხეულებისაგან შთაინთქმებოდენ დროთა განმავლობაში დედამიწა სულ უფრო შორდებოდა მზეს და მიწიერ ადამიანთა სხეულები სულ უფრო მკვრივდებოდა და უხეშდებოდა. მეორე რასა პირველი რასისაგან წარმოიშვა. ეს უკვე 50 მეტრის სიმაღლის ორთქლის ღრუბლების ქმნილება იყო. თუ პირველი რასა უბრალო გაყოფით მრავლდებოდა და ერთი ფორმიდან მეორეში ეთერის გადადინებით ხდებოდა, მეორე რასაში ეს უფრო რთულად ხდება. ეს პროცესი პლანეტების თანამედროვე განვითარების პროცესსა ჰგავს: ეთერული სხეული, რომელიც შეიცავს მონადას (უკვდავ სულიერ ერთეულს), გარშემორტყმული იყო კვერცხის მაგვარი აურით. როდესაც გამრავლების ვადები დგებოდა ეთერული ფორმა, უბრალოდ გარეთ გამოაგდებდა მონადას თავისი კვერცხიდან. ეს ჩანასახი იზრდებოდა მშობლის აურით კვების მადლით. ნელ_ნელა იზრდებოდა ნაყოფი და ბოლოს ჭიპლარსაც წყვიტავდა და თავისი წილი სინათლე მიჰქონდა თან, რომელიც ექვსი ტყუპისცალისგან შესდგებოდა.
დაახლოებით მესამე რასის შუამდის - ანუ ლემურიელთა რასის დროს - ადამიანები ეთერულები და სქესის არამქონენი იყვნენ. როდესაც დედამიწა მზეს 120 მილიონი კილომეტრით დაშორდა პლანეტაც ნელ-ნელა გაცივდა, დედამიწის ქერქი გამყარდა და ჩრდილო პოლუსზე გაჩნდა უზარმაზარი კონტინენტი. იმ დროს ზოგიერთი ადამიანი მშობლებიდან იკვირტებოდნენ. მშობლებს უმეტეს წილად „ინ” ენერგიას ართმევდნენ ანუ მამრ ენერგიებს ღებულობდნენ. მაგრამ იმისათვის, რომ სიცოცხლის უნარიანი შთამომავლობა გაჩენილიყო,  ადამიანი საკუთარი სხეულის ენერგეტიკას აეწონასწორებდა. ამიტომ ის ლემურიელები, რომლებსაც აკლდათ მამრი ენერგიები, მიემაგნიტებოდნენ „იან” ენერგიის სიჭარბის მქონე არსებანს. უბრალოდ რომ ვთქვათ ისინი წოვდნენ სხვა ადამიანებისაგან საჭირო ენერგიებს, რომლებიც მათ აკლდათ. ორ, სხვა და სხვა პოლუსის მქონე ადამიანთა შორის, ჩნდებოდა ნაპერწკალი. ეს ისე ხდებოდა, როგორც ღრუბლებს შორის ელვის გარბენა. ეს ხომ ორი სხვა და სხვა მუხტის მქონე ღრუბლებს შორის ცნობილი მოვლენაა. ამგვარი მოკლე ჩართვის დროს ლემურიელის სხეული ტორტმანებდა ელექტროობის მის სხეულში გავლის დროს და ამის შემდეგ ვამპირის სხეული მშვიდდებოდა. აწყნარებდა რა საკუთარ სხეულს, ვამპირი ლემურიელი, წყნარდებოდა. ასეთნაირად განიცდიდა ლემურიელი ორგაზმს. თანამედროვე ადამიანთა შორისაც ხდება ამგვარი მოკლე ელექტრული ჩართვა, ხდება ვიბრაციები, რომლებიც უჯრედების დონეზე იძლევიან ზეციური ბედნიერების შეგრძნებას. ძალიან კარგადაა ცნობილი რომ ასეთი ბედნიერებისათვის სულაც არაა საჭირო სექსუალური კავშირი. ვიტალური ორგაზმი სხვა და სხვა „ხერხით” ხდება და ეს უკვე სასიცოცხლო ენერგიების უბადრუკად ხარჯვაა, შემოქმედებითი ენერგიების კარგვა, გამოფიტვა, სიბერე, სნეულობანი და ... სიკვდილი. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწის ბინადარნი საკუთარი სასიცოცხლო პროგრამის შესასრულებლად გარკვეულად მოზომილ ენერგიას ფლობენ. ეს ენერგია თავის დაძაბულობით პირველ და მეშვიდე ჩაკრამებს შორის პოტენციალით განისაზღვრება. ვიდრე ხერხემალში პირველ და მეშვიდე ჩაკრამებს შორის პოტენციალი არსებობს, - სიცოცხლეც შესაძლებელია.
საკუთარი მეორე ნახევრის ვიტალური სიყვარულის სივრცეში პოვნა, - შეუძლებელია, რამეთუ ვიტალური ისევე, როგორც ფიზიკური, - ილუზორულია პირწმინდად გარეგნული ადამიანის შინაგანი სამყაროს მიმართ. და ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტება - სიმპათიისაგან ძალიან, ძალიან შორსა დგას. სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, რომ ჯოჯოხეთის ზოგიერთი შრეები შექმნილია ვიტალური მატერიისაგან.
  ზიკურატის მესამე საფეხური, სიყვარულის მესამე ნაირსახეობა - მენთალური სიყვარულია.
მიწიერი ადამიანის მენთალური სხეული ორი ჩაკრამის შემოქმედების ნაყოფია (მესამე და მეოთხე ჩაკრამები). ყველაფერი, რასაც ჩვენ ლოგიკას, მსჯელობით აზროვნებას, ანალიზს, დროში არსებობასა და სამგანზომილებიან სივრცეში არსებობას ვუწოდებთ, ეს ყველაფერი მესამე ჩაკრამის ნაყოფია. ესაა ეგრეთ წოდებული მდაბალი მენთალი _ ადამიანის პიროვნების ერთპიროვნული წარმომადგენელი ამ დედამიწაზე. ეს იმიტომ რომ მეექვსე ჩაკრამი _ ადამიანთა უმეტესობის პროცენტს, ჩაკეტილი აქვთ მისივე კარმის ანგელოზებს. მესამე ჩაკრამს მიწიერ გეგმილზე თავისი წარმომადგენელი ჰყავს - თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო. ესაა ჩვენი ლოგიკური გონი _ მმართველი ორგანო და ადამიანის ეგოს მცველი, პიროვნების გააფთრებული მცველი და სულის მარადიული მტერი (Страж Порога). მრავალ ეზოთერულ სკოლაში ეშმაკის უკან იგულისხმება ადამიანის ტვინის მსჯელობის უნარი. მსჯელობით (სასჯელის გამოტანის თვალსაზრისით) აზროვნების უნარი მიიჩნევს, რომ სიცოცხლეს აქვს თავისი აზრი და მიზანი. მაგრამ, ეს ნიშნავს იმას, რომ სივრცე და დრო შეზღუდულებია, ანუ სამყაროს საზღვრები ჰქონია. ამგვარი ლოგიკა, რომელიც ერთდროულად ამ-ტკიცებს, იმას რომ სამყარო უსასრულოა, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ადამიანის მენთალური ორეული ერთიან საკაცობრიო ეგრეგორში არსებობს. საერთო ეგრეგორი ყველა ადამიანს მართავს, ისე როგორც მარიონეტებს, მუდამ ატყუებს მათ და აიძულებს მათ აკეთონ ის, რაც მიწის ღმერთებს სურთ. მენთალური არსება ანაწევრებს ინფორმაციას, რომელსაც ჭიპიდან ღებულობს მიწიერი კაცობრიობის ეგრეგორიდან და ახდენს მის დამუშავებას არითმეტიკული აზრებიდან და მშრალი ლოგიკური ოპერაციების მეშვეობით. ადამიანის მენთალურ სხეულს შეუძლიან ყველაფრის თავ-თავის ადგილზე დალაგება და, მათ შორის, რა თქმა უნდა, სასიყვარულო ურთიერთობებისაც, ასევე ყოველივე მათგანს დაარქვას თავისი სახელი და შესაბამისი ფასიც დაადოს მათ. ეს ორეული „სიყვარულის ორგანოსთან” როდია პირდაპირი კავშირით დაკავშირებული, იგი უფრო მიკერძოებულ გადაწყვეტილებას ღებულობს, როდესაც ირჩევს ერთს მეორის სანაცვლოდ მხოლოდ იმიტომ, რომ მას „ირჩევს”. მენთალურ არსებას მეორე არსებისადმი სიყვარული, პოზიტიურ ჭრილში, _ ესაა სიყვარული _ მეგობრობა, ურთიერთ სასარგებლო ცხოვრებისეული ინტერესების გამო. ნეგატიუირ ვარიანტში ესაა სიყვარული ანგარებით. მაგრამ მენთალური სიყვარული არ გამორიცხავს პარტნიორთა შორის სექსუალურ ურთიერთობას მიუხედავად იმისა, რომ გარეშე თვალისათვის ასეთი სიყვარული „უმარილოა”. მართლაც რომ, ასეთი ურთიერთობა მოკლებულია სიხარულის ცრემლებს, სავსეა მტანჯველი ეჭვიანობებითა თუ აღტაცებებით, უსიამოვნებებით, ოჯახური არეულობებით და ადამიანთა გართობის სხვა ფორმებით. ასეთი სიყვარული არ ბორკავს პარტნიორთა თავისუფლებას, არ კნინავს მათ ინტერესებს, არ არყევს მათ ცხოვრებას ვნებათა კატაკლიზმებით. თუმცა ცხოვრებაში იშვიათათ ხდება ასეთი, პირწმინდად მენთალური სიყვარული, რამეთუ, როგორც წესი, დაწყებით პერიოდში მასში ყოველთვის არსებობს რაღაც რაოდენობის ვიტალური სიყვარული, და მხოლოდ თანდათან, წლების განმავლობაში, ვნებები განლევამდის ქრებიან.
ასტრალური სიყვარული - ეს ბაბილონის გოდოლის მეოთხე საფეხურია. იგი ავლენს ადამიანური სიყვარულის უფრო მაღალ ფორმას. ქვეცნობიერ სიყვარულს ეჭვიანობა, საყვედური, პრეტენზიები საყვარელი ადამიანის მიმართ, - აღარ ახასიათებს. ესაა სიყვარული - სიხარულით, სიყვარული - თავისგაღებამდის, ესაა ბედნიერებისა და მსხვერპლის გაღების სიყვარული. ინდივიდს უბრალოდ უყვარს, უყვარს მიუხედავად იმისა თუ როგორ ექცევა მას შეყვარებული და არაფერს ითხოვს სანაცვლოდ. შეყვარებული უკვე იმითაა კმაყოფილი რომ, არსებობს საყვარელი ადამიანი, თუნდაც არა მის გვერდით, თუნდაც სადღაც შორს, _ ამას მნიშვნელობა უკვე აღარა აქვს. ჭეშმარიტად ასტრალურ სიყვარულში არ არსებობს დამოკიდებულება ეთერულ, ვიტალურ თუ მენთალურ სხეულებზედ, თუმცა ყველაფერი რაც ინტიმურ ურთიერთობებს ეხება, ამ შემთხვევაში სრული სისავსით ვლინდება მასში. ქვეცნობიერ სიყვარულში არა აქვს ადგილი ტანჯვას _ ესაა სრულიად გაწონასწორებული და ღრმა გრძნობა. ორმხრივად ასტრალური სიყვარული _ ადამიანური სიყვარულის იდეალია ამ დედამიწაზე. მაგრამ თავად ასტრალური სიყვარული, რომელსაც მიწიერი ადამიანი განიცდის ამ პლანეტაზე სხვა განსხვავებული არსების მიმართ _ მეტად იშვიათი მოვლენაა. ათასჯერ უფრო ნაკლებადაა იგი ორმხრივი, რადგან ზედმიწევნით ცოტაა დედამიწაზე იმ ადამიანთა რიცხვი რომელთა გულის ჩაკრამი სრულიადაა გახსნილი. თუ ასტრალური ჩაკრა არაა გახსნილი სრულფასოვნად, არამედ სა-ნახევროდ, მაშინ ხდება შეზავებული ასტრალურ_ვიტალური სიყვარული, რასაც გარდაუვალად მოჰყვება ცრემლები და სულიერი ტანჯვა ინდივიდისა. ქვეცნობიერი სიყვარული კარგად ერწყმის პოზიტიურ მენთალურ სიყვარულს, ანუ სიყვარულ _ მეგობრობას. გაუზიარებელი ასტრალური სიყვარული უსიყვარულოს ჰქმნის ადამიანებს ერთმანეთის მიმართ.
ასტრალური სიყვარული, მისი წმინდა შინაარსით, ადამიანთა უმეტესობის მიერ მეტისმეტად აგრესიულად აღიქმება, რამეთუ პლანეტა დედამიწა დღეს უკვე ვიტალური ჯოჯოხეთის წრეს მიეკუთვნება. მიწიერ ადამიანებს ასტრალური სიყვარული არა-სრულფასოვან, მიუღებელ მოვლენად მიაჩნიათ, რადგან მიწიერ წარმოდგენებში არ ეტევა „ნამდვილი სიყვარულის” წარმოდგენები იმ თვალსაზრისით, რომელსაც ახასიათებს მტანჯველი ტრაგედიები, ჩხუბი, ეჭვიანობა, სისხლი და ცრემლი თავისივე მომაკვდინებელი ვნებებით. ამიტომ უბრალო ადამიანები ქვეცნობიერ სიყვარულს უყოყმანოდ უარჰყოფენ, მრისხანედ გმობენ და ყოველნაირად დევნიან მას...
ზიკურატის მეექვსე საფეხური, სიყვარულის მეექვსე სახეობა - ესაა აჯნისეული ანუ ზეციური სიყვარული, რაც ტოტალურ სიყვარულს წარმოადგენს. იგი მთლიანად თავისუფალია ყოველგვარი ეგოისტური მოთხოვნებისაგან და ამასთანერთად მოიცავენ ცნობიერების ყველა გეგმილს. ამ სიყვარულში ამოქმედებულია უმაღლესი მენთალის სხეული, სხვაგვარად კი - ზეცნობიერება, რომელსაც მექვსე - აჯნა ჩაკრა ჰქმნის. ზეციური სიყვარული, - ესაა სიყვარული ყოველი არსებულის მიმართ. თანამედროვე მიწიერ კაცობრიობაში აჯნა სიყვარულის მდგომარეობა შეუძლიათ განიცადონ ადამიანებმა, რომლებიც სპეციალურ, სულიერ თუ ეზოთერულ ვარჯიშთა პრაქტიკას ეწევიან ათეული წლების მანძილზედ მრავალ სიცოცხლეთა განმავლობაში. მაგალითად სუფთა ადამიანები, მრავალ ცხოვრებათა მანძილზე რაჯა იოგის მადლით კარგად ავითარებენ საკუთარ ზეციურ სხეულს, სახელად - ზეცნობიერება. ასეთ იოგებს ესმით და გრძნობენ კიდეც ღმერთს. ამას მიჰყავს ისინი ზეამაღლებულ და კეთილშობილ აზრებთან, ლამაზ სურვილებთან და უმანკო მოქმედებებთან. ყველაფერი, რაც ადამიანთაგან მიჩნეულია სიკეთედ, კეთილშობილად და ამაღლებულად, ღვთიური წესის თანამხმად, უხილავად მოედინება ჩვენსკენ სულიერი გონებიდან. მეექვსე სხეულის განვითარებასთან ერთად, ადამიანს უჩნდება მდგრადი გრძნობა ერთიანი, უზენაესი სიყვარულის არსებობის მიმართ, მასში იზრდება ერთიანობის შეგნება არა მხოლოდ მთლიანად კაცობრიობის მიმართ, არამედ მთელი სამყაროს მიმართაც. გახსნილი აჯნა ჩაკრა ქვეცნობიერებასაც და ინტელექტსაც გადასცემს ისეთ ჭეშმარიტებებს, რომლებთანაც ისინი ვერასოდეს ვერ მივიდოდნენ სხვაგვარად. ზეცნობიერება შთაგონების წყაროს წარმოადგენს უდიდესი, გენიალური პოეტებისა და კოსმიური მწერლებისათვის, ღვთაებრივი მუსიკის შემქმნელთათვის, არამიწიერი სურათების მხატვართათვის და კაცობრიობის უდიდეს მოციქულთათვის. ზეციური სიყვარულიდან უზენაესი მაგები და ნათელმხილველები ღებულობენ ცოდნას წარსულის, დღევანდელობისა და მომავლის შესახებ. ეს ხდება გირჩისებრ ჯირკვალში. იქ, იქ სულის სავანეშია კონცენტრირებული ყოველი ცოდნა სამყაროთა და ადამიანთა აგებულებებისა. უშეღავათო ერთგულება ადამიანისა იოგის საფეხურების მიმართ საშუალებას აძლევს ჭეშმარიტების მაძიებელს ეგოისტური სხეულები გაამხოლოვოს ერთმანეთისაგან (ეთერული, ვიტალური და მენთალური) და გააცნობიეროს სიყვარულის გრძნობა, რაც დამახასიათებელია ადამიანის ყოველი სხეულისათვის, მისი ყოველი ნიუანსით. რიგითი მიწიერი ადამიანი, თავის მიწიერ განსხეულებებში, უბრალოდ ვალდებულია გაიაროს სიყვარულის სხვადასხვა ფორმები, დაწყებული უმარტივესი ეგოისტური ვიტალურიდან. მოიგიჟიანებს რა და გაიცნობიერებს საკუთარ თავს მიწიერი ბინადარი, თანდათანობით გაადამიანდება.იგი მენთალური სიყვარულიდან ფსიქიურზე გადავა და მხოლოდ შემდეგ ამისა, როდესაც მრავალი გაკვეთილის სახით გავლილი სიცოცხლეები ადამიანს აიძულებს იმდენად სრულჰყოს საკუთარ თავი, რომ თვალები საბოლოოდ გაახილოს, მაშინ იგი შესძლებს თანდათანობით მიუახლოვდეს აჯნისეულ სიყვარულს. სიყვარულის ყოველი ფორმა ითხოვს სულისაგან დედამიწაზე მიღებული მწარე გამოცდილების გაცნობიერებასა და კარმიული დანაგროვების დამუშავებას.
  მაგალითად, თუ მიმდინარე ცხოვრებაში ადამიანისაგან არაერთხელ იქნა განცდილი ვიტალური სიყვარულის ტრაგიკული გამოცდილება, მაშინ მომავალი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, ინდივიდი, ბოლოს და ბოლოს შეჩერდება და ეტყვის თავის თავს: „მორჩა, გათავდა! მუდამ ერთი და იგივე! მეტი აღარ შემიძლიან!!!” ადამიანისაგან ხდება დამანგრეველი, ვიტალური სიყვარულის ჯოჯოხეთური არსის შეგნება და შემდგომი არჩევანი, - ნებისყოფა და ცნობიერი არჩევანი სულ სხვა ურთიერთობების ფორმებისა, საკუთარ სქესობრივ პარტნიორთან. აი ასეთნაირად, ცხოვრებიდან ცხოვრებამდე, ტანჯვიდან ტანჯვამდის მიწიერი ბინადარი აღწევს აჯნისეულ სიყვარულს. ზუსტად აქ მიხვდება იგი იმას, რომ ჭეშმარიტება, - ყოველთვის ზეციური სიყვარულია.
  ძვირფასნო, როგორც ალმასს მრავალი წახნაგი აქვს, ასე  სიყვარულსაც  მრავალი სახე გააჩნია. სათნოების რამოდენიმე სახეობა არსებობს. დააპურო და შეუნარჩუნო ადამიანს ან ოჯახს სიცოცხლე, დაეხმარო ღარიბს და სნეულს, გახსნა საქველმოქმედო დაწესებულება უპოვართათვის ან ცხოველებისათვის - ეს ღირსეული გამოყენებაა პატიოსნად ნაშრომი ფულისა.
   ამაზე მაღლა დგას სათნოება, - მისცე ვინმეს საერო განათლება. დაუშვათ რომ თქვენ ას ოქროს აძლევთ ულუკმაპური ოჯახს. მაგრამ ეს დახმარება - მხოლოდ რამოდენიმე ხანისთვისაა. უფრო მეტიც, თუ ადამიანები, რომელსაც ეხმარებით, უგუნურნი არიან, მაშინ ფული ფუჭად დაიხარჯება, ან სრულიადაც საზიანოდ მათთვის, ან კიდევ უარესი, სხვათა მიმართ ბოროტებისათვის. მეორეს მხრივ, თუ თქვენ იმ ას ოქროს მათ განათლებას მოახმართ მაშინ თქვენ მათ სამიდღემჩიო სიკეთეს უკეთებთ. ასე რომ, ასეთი სათნოება მეტია პირველზე.
  მაგრამ უმაღლესი ფორმა სათნოებისა არის - დაეხმარო ადამიანს სულიერ განათლებაში. ამას იოლად აკეთებენ განდობილები, წმინდა ადამიანები, ბუდები და იოგები, რომლებიც ეწევიან წმინდა, უბრალო და სუფთა ცხოვრებას, რაც საკუთარი თავის განწირვასა და უბიწოებაში მდგომარეობს. ამგვარი სიცოცხლე უკვე თავის თავად შთააგონებს ასობით და ათასობით ადამიანს, და დაეხმარება მათ საკუთარ მაგალითზე მიაღწიონ ღვთის რეალიზებას საკუთარ თავში. ამგვარად ადამიანი თითქოს არავის ასწავლის, მაგრამ აღასრულებს უზენაეს სათნოებას იოგის საფეხურებზე ზესვლით. და ეს ყველაფერი საჭიროა იმიტომ, რომ ეტაპობრივი გასხივოსნების ცოცხალი მაგალითი ადამიანისა უპირატესია განათლებაზე და ფულად დახმარებაზე. ასეთი მაგალითი ათასობით ტანჯულს მოიხმობს, შთააგონებს ათასობით ურწმუნოს საკუთარი მანკიერებანის დაძლევის შესაძლებლობას. უბრალო ადამიანთათვის ხელმისაწვდომია სათნო-ების ორი პირველი სახეობა, რადგან მესამე სათნოება, - საკუთარი გონებისა და ხასიათის გარდაქმნა, ყოველწამიერი ბრძოლა საკუთარ სიზარმაცესთან, - ხელმისაწვდომია მხოლოდ ნებისყოფის მქონეთა და ბრძენთათვის.
„არაფერისაგან არაფერი არ ჩნდება. არ არსებობს შედეგი მიზეზის გარეშე. მკვდარი მატერია ვერასოდეს შობს გონიერ არსებებს. დიადი პირველმიზეზი _ ფენომენალური სამყაროს მიზეზი - არის ღმერთი.
პირველსაწყისი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა სახელებით შევამკოთ, - უზენაესი ძალა, კოსმიური გონი, ბუნება, უზენაესი საწყისი და სხვა. სახელები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ ერთსა და იგივე მცნებას (არსს) ასახავს სიტყვა - შემოქმედი!!!


____________________

* ზიკურატი - ზოროასტრული საკულტო ნაგებობა.

/თარგმნა თ.თავაძემ/

 

 


 

 

საუბრები მასწავლებელთან

    /პლატონოვი ტ.ი./


 

     ერთხელ მოძღვართან მოსწავლე მივიდა, - მოძღვარო, შეიძლება შენი მოსწავლე გავხდე?
    -ჩემი სწავლება ის  სიცოცხლეა, რომელსაც მე ვეწევი. ისწავლე იყო კმაყოფილი შენი სიცოცხლით.
    -თუკი ყველაფერი სინათლეა, ბნელი საიდან ჩნდება?
    -ბნელი უმეცართა სინათლეა.
    -თუ სიკეთის ქმნის საშუალება მეძლევა, ღირს მისი კეთება?
    -შეძლებისდაგვარად აკეთე სიკეთე.
    -მაგრამ მე ბოროტის ქმნაც შემიძლიან. შეიძლება რომ ესეც ვაკეთო?
   -ეს უკვე შენი სინდისის საქმეა. ხშირად ადამიანს არ შეუძლიან მიიღოს სასურველი მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ეყოფა ძალა ნანატრის გამოსაყენებლად. სურვილის მატერიალიზაცია ყოველთვის ენერგიის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. სურვილები იმიტომაც არ სრულდებიან, რომ ადამიანს მათი გამოყენებისათვის დროც არ ეყოფა. მაგრამ სურვილები მაინც სრულდებიან თუ ამ ცხოვრებაში არა, რომელიღაც შემდგომში, როდესაც აღსრულებისათვის მზად ვიქნებით.
    -მოძღვარო, თუკი არაფერი არა მწადიან?
    -ეს უკვე შენი სულიერების მაჩვენებელი როდია. შენ ჯერ არაფერი არ იცი შენი სურვილების შესახებ. მოდი დაველოდოთ დროს, ვიდრე არ შეიცნობ საკუთარ სურვილებს.
   -მაგრამ მე ჩემი სურვილების გასაგებად კი არ მოვსულვარ, არამედ საკუთარი თავი მაინტერესებს.
   -შენი სურვილები შენგან განუყოფელნი არიან. ჯერ მათ შესახებ შეიტყვე, მერე მოიშორე ისინი და რაც დაგრჩება, აი ისა ხარ შენ.
    -მიამბე სულიერი ზრდის საფეხურების შესახებ.
    -პირველი საფეხურია ცოდნა. ცოდნა შეიცავს სურვილებს და  მიდრეკილებებს. მეორე საფეხურია არცოდნა. ყველაფერი რაც შენ იცი ფუჭია საკუთარი თავის შეცნობის მეცნიერებაში. მესამე საფეხური, _ სიცოცხლეა. ის იმავდროულად სისავსეცაა და მთლიანობაც. როდესაც მოიცილებ როგორც ცოდნას ისე არცოდნასაც, დაგრჩება ის, რასაც ეძებდი. სიცოცხლე. აი შენი ძიების მიზანი. ცოდნა ეკუთვნის გონებას. არცოდნა,_გონების ჩრდილია. მოიცილე გონების ყოველი გამოვლინება. ის, რასაც შენ ეძებ, ყოველივე ამის მიღმა დევს და იგი შეუმეცნებელია.
    -მოძღვარო, მე მინდა ყველაფერი ვიცოდე ამ სამყაროსა და მისი მოწყობის შესახებ.
    -ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სამყარო ჯერ კიდევ გიზიდავს. როდესაც ამა სოფლის ხიბლი გადაივლის შენ აღმოაჩენ იმას, ვისაც ეს სურვილი ეკუთვნის (ანუ იმას ვისაც ეს აინტერესებდა).
    -მოძღვარო, რაში მჭირდება საკუთარი თავის შეცნობა? როგორც გავიგე ამის შედეგი იქნება უბრალოდ ცხოვრება. მაგრამ უბრალოდ მე ეხლაც ვცხოვრობ!
    -შენ სიცოცხლეზე ზრუნვით ბორგავ. როდესაც საკუთარ თავს შეიცნობ, _ თავად სიცოცხლე იზრუნებს შენზე.
    -და მაინც არ მესმის, როგორ შეიძლება ცოდნა უშლიდეს ხელს ჩემს გამოღვიძებას. განა ცოდნა არ მეხმარება ამაში?
    -გააჩნია იმას, თუ რისი მიღწევა გწადია. ღუ აღიარება გსურს, მაშინ ცოდნა გამოგადგება. ვინც ბევრი იცის, შორსაა სრულყოფილებისაგან. აი შენ, ის რაც ხარ სინამდვილეში, ცოდნას შენსავე არსებაში ინახავ. შენ სარგებლობ ამ ცოდნით მოთხოვნილებისამებრ. მაგრამ ვიდრე საკუთარი თავი არ შეგიცვნია, თავად ცოდნა გიყენებს შენ თავისი მიზნებისათვის. შენს ბაგეებზე, მხოლოდ შეკითხვებია, და იმას, ვინც საკუთარი თავი შეიცნო, _ მხოლოდ პასუხები აქვს. ცოდნის უზენაესი ფორმა დუმილია.
    -თუკი დავდუმდი, სხვებს როგორღა დავეხმარო?
    -დუმილში დიდი ძალაა. ეს საწყისის ის ძალაა, რომელიც ლაქლაქზე არ დახარჯულა. შენი დახმარება ძალის პირდაპირ გადაცემაში მდგომარეობს იმის მიმართ, ვინც ამას საჭიროებს.
    -განა სიტყვას ძალა არა აქვს?
    -საწყისის სიტყვას კოლოსალური ძალა აქვს. იმისათვის, რომ ეს სიტყვა გადასცე, შენ წმინდა გამტარი უნდა გახდე, ანუ გახდე ის, ვინც არაფერი არ იცის. სხვა შემთხვევაში შენი ცოდნა გაამრუდებს წყაროს სათავიდან მოსულ სიტყვას.
    -მოძღვარო, როგორ შევიძინო ისეთი სიბრძნე, როგორც შენა გაქვს?
    -ისწავლე სიბრძნე ცხოვრებისაგან. ცხოვრება თავისთავად, _ მდუმარეა და არაფერი არ იცის. მაგრამ იგი მჟღავნდება ფორმებსა და სიტუაციებში. აი მათი დახმარებით შენ მიხვდები იმას, რასაც იგი ინახავს საკუთარ თავში. სიცოცხლეზე თვალყურის მიდევნებით შენ ჩაწვდები მის სიბრძნეს. გასაგებია რომ ბრძენი მე კი არა ვარ, არამედ ბრძენია ჩემში გამოვლენილი ცხოვრება.
    -მოძღვარო, კი მაგრამ, შენ ხომ არაფერს არ ასწავლი!
    -ბუნებრივია! მე ხომ არაფერი არ ვიცი.
    -რატომაა, რომ ადამიანებმა იციან, რომ შენ არაფერს არ ასწავლი, და მაინც შენთან მოჰყავთ თავიანთი ბავშვები ცოდნის მისაღებად?
    -ალბათ ხვდებიან, რომ მე ვერ ვავნებ მათ, სიცოცხლის გაკვეთილების დამახინჯებით.
    -მოძღვარო, რატომაა რომ შენ ღებულობ ყველაფერს რასაც გაძლევენ?
    -უბრალოდ არავის არ უშლი ხელს, თავისი ვალი გადამიხადონ.
    -და თუ იმაზე მეტი მოიტანეს ვიდრე საჭიროა?
    -მე არაფერს ვღებულობ ჩემთვის. ყველაფერი რაც კი აქ არის, მე არ მეკუთვნის.
    -მითხარი, თუ საკუთარ თავზე ვმუშაობ, შემიძლიან შევიცნო საკუთარი თავი?
    -უმეცრებისაგან განთავისუფლებით შენ შეძლებ შენს დიდ "მე"-სკენ მიმავალი გზა შეამჩნიო.
    -და მაშინ ვიპოვი ღმერთს?
    -როგორ შეიძლება იპოვო ის, რაც არასოდეს დაგიკარგავს? უბრალოდ შენ დაინახავ იმას, რასაც ასევე უბრალოდ აღარ აქცევდი ყურადღებას და არც აფასებდი მას.
   -მოძღვარო, აი უკვე მრავალი წელია რაც მე შენს რეკომენდაციებს მივყვები და აბსოლუტურად ყველა შენს რეკომენდაციასაც ვიცავ. რატომაა, რომ აქამდე ვერ მიმიღწევია გაბრწყინებისათვის?
    -საგანთა და მოვლენათა არსში ღრმა წვდომა ღრმა მოშვების შემთხვევაში მოდის, რომელიც მხოლოდ ქანცგამწყვეტი და მძიმე შრომის შემდეგ მოდის. ეტყობა შენ ჯერ არ დაღლილხარ შრომისაგან.
    -მოძღვარო მითხარი, რა უნდა დავინახო გზის დასასრულში?    
    -საკუთარი თავი.
    -მაშინ ისიც მითხარი, რას აღმოვაჩენ იქ სადაც მივდივარ?
    -იქ, სადაც შენ მიდიხარ, არაფერი არაა. თუ რაიმე გწადია, უმჯობესია ეძებო აქ.
    -მოძღვარო, მრავალმა მოსწავლემ შეიძინა სხვისი აზრების კითხვის უნარი, სულებთან საუბრის თვისებები, სტიქიების მართვის უნარი. ეს განა მიღწევები არაა?
    -სიგიჟე ორი სახისაა. ზოგჯერ ადამიანი საკუთარი გონების დაკარგვასთან ერთად კარგავს საკუთარ თავს. მაშინის ავად ხდება. მაგრამ თუ ადამიანი საჭიროებისამებრ კარგავს გონებას, და იმავდროულად სრულიად აცნობიერებს საკუთარ თავს, _ ეს უკვე მიღწევაა. სხვა მიღწევების მიმართ მე არაფერი არ ვიცი.
    -მაგრამ ადამიანები აფასაბენ ნიჭს და პატივისცემით ეპყრობიან მათ, ვინც ნიჭს ფლობს.
   -ადამიანები სიმდიდრესაც აფასებენ და ძალაუფლებასაც. ადამიანები ტირანებსაც პატივს მიაგებენ, რამეთუ ეშინიათ მათი. ხალხი უმეცარია, ამიტომაა რომ უყვართ ძალის გამოვლინება.
    -შენ მიგაჩნია, რომ ნიჭი ძალის გამოვლინებაა?
    -რა თქმა უნდა. ადამიანმა მატერიის მართვის ნამცეცისოდენა ძალა შეიძინა და იმწამსვე ცდილობს გამოამჟღავნოს იგი, ანუ თავისი ნიჭი. რას აძლევს ეს მას? სხვებზე ბატონობის საშუალებას და საკუთარი თავის რჩეულობის ხაზგასმას. იგი ამაყობს იმით რასაც ფლობს. მაგრას ჭეშმარიტი ოსტატი ცდილობს კი შეძენას? იგი ცდილობს გაცემას რათა გათავისუფლდეს.
   -მე მივხდი რომ ნიჭი, _ ეს გამოცდაც და ცდუნებაც ყოფილა ერთდროულად, რომელსაც ცოტა ვინმე თუ ერევა. მაგრამ ნიჭის შემთხვევაში ჩვენ ხომ მეტი დახმარება შეგვიძლიან. განა მკურნალობის ძალა სიკეთე არაა?
    -ვიდრე საკუთარ თავს პირისპირ არ შეხვდები, შენ არ იცი ვინ კურნავს. შენ გგონია რომ ამას ღმერთი აკეთებს. შენ ფიქრობ, რომ ისეთი წმინდა ხარ, რომ ღმერთს შეუძლიან შემოვიდეს შენს სხეულში და სიკეთე შექმნას. ამიტომ შენ ცდილობ რაც შეიძლება მეტი სუფთა გახდე მაღალ ენერგიათა გასატარებლად. სიკეთის ქმნის წადილით შენ ძლიერ იძაბები. ღმერთი კი მაშინ მოვა შენთან, როდესაც დამშვიდდები და მოეშვები. სიწმინდის მისაღწევად გაჩერნილი აზრები გიშლიან ხელს. სიკეთისა და ღმერთზე გაჩენილი აზრებიც ასევე ხელშემშლელია. ჯერ საკუთარი თავი იპოვე და შემდეგ ამისა აკეთე სიკეთე.
    -ვიდრე საკუთარ თავს ვიპოვი, დრო შემომელევა.
    -როგორ შეიძლება დაილიოს ის, რაც არ არსებობს?
    -მაგრამ მე ხომ ვბერდები. წლები ხომ მიდიან.
    -ეს შენი გონება იკრებს სიჩქარეს. გააჩერე გონება,_ გაჩერდება დროც.
    -მოძღვარო, მაგრამ შენც ხომ ბერდები? მაშასადამე, დრო მაინც არსებობს.
    -ბერდება სხეული. ის რასაც შენი თვალები ხედავენ _ იცვლება. თვალთახედვა ამრუდებს ჭეშმარიტებას.
    -მოძღვარო, თუ შენს გარდაცვალებას მოვესწარი, ეს თვალთახედვის შეცდომა იქნება?
    -ბუნებრივია. თვალთახედვით შენ ფორმის ხრწნას დაინახავ. არ მესის, რა შუაშია ვარ აქ მე?
    -მითხარი, შეძლებ კი ჩემი აღზრდის გაგრძელებას თუკი სხეულს დაკარგავ?
    -შევძლებ, თუკი შენ შენის მხრივ შეძლებ ჩემი ვიბრაციების მიღებას.
    -ამასწინათ შენ ოქროს თვითნაბადი ზოდი მოგართვეს. რატომ მიიღე იგი?
    -ის აიღო იმან, ვინც ამ სკოლას ხელმძღვანელობს. მე არ ამიღია, იმიტომ რომ უსარგებელოა ჩემთვის. მასწალებელს კი იგი მეტად გამოადგება.
    -განა ღმერთი არ ქმნის აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი არსებობს ჩვენს ირგვლივ.
    -ღმერთი მხოლოდ მიმართავს შენს სულს იმ მიმართულებით სადაც მაქსიმალურად განიწმინდები. იმ სიტუაციაში, რომელშიდაც შენ აღმოჩნდები, შენ ან აღმართავ მახვილს, ან დაემორჩილები და მოითმენ.
    -განა ჩემი საქციელი განპირობებული არაა?
    -შენ თავად ირჩევ რომელი განპირობება უფრო გაწყობს.
    -მოძღვარო, გამოდის, რომ მე ყოველთვის მაქვს არჩევანი?
    -არა, ყოველთვის არა: არჩევანი იმას ეკუთვნის ვიზედაც მბრძანებლობს გონება. რაც მეტად ღრმავდები საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებაში, მით მეტად მცირდება არჩევანის შანსი.
    -რას ემორჩილება არჩევანის არქონა?
    -კარმის უქონლობას.
    -ზოგი თვლის, რომ ფული,_ბოროტებაა.
    -ფული,_მატერიალიზებული ენერგიაა: ენერგია კი, თავისთავად არცა კეთილი და არცა ბოროტი არაა.
    -რა უნდა გავაკეთოთ, რათა ფულმა არავინ დააზიანოს?
    -იქონიე კეთილი მიზანი ან სწორი მოტივაცია, თუმცა უმჯობესია არ მიება არცა ფულს და არცა საქმიანობას.
    -მაგრამ ფულის გარეშე ამ ქვეყანაზე ვერაფერს ვერ გააკეთებ.
   -ეს ასე როდია ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ, რას ეყრდნობი. თუ საფუძველში ჩადებ მატერიას ფულის სახით (ფულად უზრუნველყოფას) მაშინ საქმე მალევე დაინგრევა. თუ საფუძვლად ჩადებ იდეას რომელიც საწყისებიდანაა მიღებული, მაშინ იგი ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს.
    -ჩემი გონება ყველაფერს როდი იტევს. მაგალითად დროის არ არსებობა. აქ კი ყველაფერი პირიქით ჩანს.    
    -არის გონება_არის დრო. თუ გონებით გინდა ჩაწვდე დროის არ არსებობას, ეს იგივეა რომ ეცადო საკუთარი ყურის კბენას.    
    -ნუთუ ასე არსებითია მიხვდე, რომ დრო არ არსებობს?
    -ეს ყველას არ ჭირდება. უფრო მნიშვნელოვანია ჩაწვდე იმას, თუ ვინ იძლევა შეკითხვებს და ვის ჭირდება პასუხები.
    -მოძღვარო, რატომაა რომ შენ მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავ საკუთარი თავის მოძიების აუცილებლობას? ამ წუთისოფელში სხვა საქმეც ისედაც ასე ბევრია!
    -წრიალი, ეს ამაწუთისოფლის მიმართ წუხილია ისევე, როგორც საკუთარი თავის მიმართ წუხილი. ოდეს იპოვი საკუთარ თავს შენ შეწყვეტ წრიალს.
    -მაშინ ხომ დაიმსხვრა ეს წუთისოფელი?
    -არა, მხოლოდ მაშინ მოხდება ამ წუთისოფელში ის, რაც მოსახდენია. ეხლა კი, როდესაც შენ არ იცნობ საკუთარ თავს, შენ სამყაროს საქმიანობაში ერევი ისე, რომ არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს მასზე.
    -მე ხომ სიკეთისა და ბოროტის გარჩევა შემიძლიან.
    -არა, შენ მხოლოდ დანახვა და მოსმენა შეგიძლიან.
    შენი მოქმედება მიმდინარე პროცესების მცდარი ინტერპრეტაციის შედეგია... ის, რასაც შენი თვალი და ყური გაწვდის_მცდარია, რამეთუ ისინი განსჯიან ფორმით და არა არსით. გრძნობები მხოლოდ გარეგნულ მოვლენებს ასახავენ და შენი გონებაც მათ კომენტარს გაწვდის. ჭეშმარიტება გრძნობებზე და გონებაზე ღრმადაა დამალული.
    -ის, რაც  სიკეთედ მიმაჩნია, შეიძლება არ იყვეს სიკეთე. ის რაც ბოროტებად მიმაჩნია შეიძლება, რომ არ აღმოჩნდეს ასეთად?
    -დიახ, ეს იგივეა, რომ ადამიანზე მისი ჩაცმულობით მსჯელობდე.
    -როგორ ვისწავლო სიკეთისა და სიავის გარჩევა?
    -ამას ნუ სწავლობ. კერძო შემთხვევაში სიკეთე _ ბოროტების დადგენას არ მოაქვს მთლიანის შეცნობა. გახდი მთლიანი და აი მაშინ, ყოველი კერძო გასაგები გახდება შენთვის. ისინი ხომ შენში აღმოჩნდებიან.
    -მითხარ მოძღვარო, შენ იმიტომ არ ასწავლი, რომ კერძო ჭეშმარიტებათა დადგენა უაზრობაა?
    -კერძო, რომელიც  მთელში შედის, აურაცხელ სიმრავლეს წარმოადგენს. ვინც საკუთარი თავი შეიცნო და გახდა გამთლიანებული, მას ნებისმიერი ომ გზის შეცნობა შეუძლიან, რომელსაც მწვერვალისაკენ მივყევართ. მხოლოდ ასეთი გზით იბადებიან გზის ოსტატები. ვინც შუა გზაზე დგას და მოწყენით შეჰყურებს შორს მაღლა აღმართულ მთის მწვერვალს, რომელიც ჯერ კიდევ დასალაშქრავია, ხშირად გაჰყვირის თავის წარმატებებზე, ცოდნასა და ნიჭიერებაზე.
    -ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ცოდნამ და ნიჭმა მას გზა გადაუჭრეს?
    -მიზანთან აბსოლუტურად ცარიელი მიდიან. თავად მიზანიც ცარიელია. ის ვერაფერს სხვას ვერ მიიღებს რაც თავად არაა, ანუ სიცარიელე სიცარიელეს ღებულობს. ამიტომ ყველაფერი რაც მისკენ მიგვაქვს, ვიდრე მიზანს უახლოვდებით გზაშივე უჩინარდება.
    -თუ ღმერთი შეუცნობადია, მაშ რისთვის მივილტვით მისკენ?
    -მე ვამბობ საკუთარი თავის წვდომაზე. ვინც საკუთარ თავს ჩაწვდა, მიხვდება ღმრთის შეუცნობადობას. შენ კი იმაზე ლაპარაკობ, რაზედაც წარმოდგენა არა გაქვს.
    -როგორ მივიდე იმასთან, რომლის წარმოდგენაც კი არა მაქვს? მე ვფიქრობ, რომ ბუნებრივი იქნებოდა მესმოდეს ის, რასაც ვაკეთებ.
    -გონების მიღმიერს, გონებით ვერ ჩაწვდები. გონება, თავისთავად, შეზღუდულია. შენ გინდა ჩაწვდე შეზღუდულს, ანუ გაიგო კერძო. კერძოს წვდომა მთლიანზე წარმოდგენას არ იძლევა. მართალია, რომ უნდა გესმოდეს შენი მოქმედებები. გესმოდეს მანამ, სანამ არ მოვა ის აუცილებლობა, როდესაც საჭირო იქნება არა მხოლოდ მოქმედებათა გაცნობიერება, არამედ გრძნობებისა და აზრების გაცნობიერებაც. შენ საკუთარ თავს როდი ეკუთვნი. შენ იმ ძალების მონა ხარ, რომლებიც შენშია. ისინი გითრევენ შენ ამა ქვეყნის ორომტრიალში, გაიძულებენ კითხვების დასმას და იმ გარე სამყაროს შეცნობას, რომელიც შენს გრძნობებში აისახება. ისინი გთიშავენ შენ შენსავე მთლიანობისაგან და გხიბლავენ კერძოს სილამაზით. ისინი ქმნიან აზრთა და გრძნობათა ქაოსს. შენ არ იცი თუ რას აკეთებ და რაზე ფიქრობ. შენი გრძბობები არაა მოწესრიგებული და სიღრმესაც არიან მოკლებულნი. იმის მაგივრად რომ საკუთარ თავს მიხედო, შენ გარე სამყაროთი ხარ გატაცებული და მას ისევე "აწესრიგებ" როგორც საკუთარ თავს. ქვეყანას კეთილი ადამიანის სახით ქაოსი მართავს, იმ კეთილი ადამიანის სახით, რომელიც ცდილობს დაამყაროს სწორი, კეთილი და პატიოსანი ქვეყანა. და ეს სიცრუე შენ შეგაქვს ცხოვრებაში და ისიც, სიცრუე, მრავლდება მასში. ის ადამიანები, რომლებიც ქაოსისაგან იმართებიან, ზრუნავენ სიკეთისა და ბოროტების დედამიწაზე შეფარდებასაც და შეჯერებას! ეს განა სასაცილო არაა?!@
    -მოძღვარო, მე მივხდი: შენ მიგვანიშნებ იმას, რაც გონებისა და ცოდნის მიღმიერია. მაშინ მართლაც რომ რა უნდა ასწავლო ადამიანს. საჭიროა მუდმივად ზრუნავდე იმაზე, რომ მოიცილო აზრები და არ დაეყრდნო ცოდნას. მაგრამ ეს ძალზედ ძნელია. მაშინ როგორ გავიგო რამე ცოდნის გარეშე? როგორ გავიკაფო გზა?
    -ყველაზე საიმედო საყრდენია,_ცვალებადობა. როგორც გაჩნდება რაიმე მუდმივი, ანუ ჩვევა, ის უკვე სიყალბეში გადადის. უბრალოდ, იარე ამ ცხოვრებაში და ყოველი ნაბიჯი  გააცნობიერე!!!
    -მაშ რატომ ავარჯიშებ შენს მოწაფეებს თუკი ვარჯიშებისაგან არანაირი სიკეთე არ მიიღება?
    -შეიძლება ვარჯიშებისაგან არა, მაგრამ კეთებისაგან კი, _სიკეთე მოდის. ამ მატერიალურ სამყაროში შრომა აუცილებელია. დატვირთვის გარეშე მოშვება შეუძლებელია. შრომის გარეშე დასვენების გემოს ვერ გაიგებ. თუ არ დაშავდი ღმრთის ზრუნვასა და სიყვარულს როგორღა იგრძნობ, ან ბნელში თუ არ მოხვდი სინათლის ფასი როგორ უნდა გაიგო? ის, რასაც ადამიანი ეძებს, ყოველთვის იყო, არის და იქნება მის გვერდით. აი მთელი საოცრება ისაა, რომ დაინახო იგი.
    -შენ მუდმივად მთლიანობაზე ამახვილებ ყურადღებას. რას ნიშნავს მთლიანობა?
    -ერთხელ არწივმა ფრინველი დაიჭირა, მართვესთან მიიტანა და ბუდეში დადო. როცა კლანჭები გაუშვა ჩიტი ჯერ ცოცხალი იყო, თუმცა დაჭრილი იყო, გაფრენა შეეძლო, მაგრამ შიშისაგან იყო შებოჭილი. არწივმა დაგლიჯა იგი და მართვეს მიართვა.
    -მე ვერ გავიგე, რა შუაშია აქ მთლიანობა?
    -თავს ნურავის ნუ დააჭერინებ.

                      

*     *     *


    -ოსტატო, ახალი მოწაფეები ხშირად მეკითხებიან იმას, თუ რას მიაღწიე?
    -მივაღწიე?! მე მხოლოდ საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი.
    -თვით რეალიზაციის დროს აუცილებელია თუ არა მიღწევები?
    -მიღწევები იმათ ჭირდებათ, ვინც ეძებს სახელს, დიდებას, თაყვანისცემას.
    -თუკი მე არნაირი მიღწევა არა მაქვს, როგორღა შევიტყო საკუთარი ზრდის შესახებ?    
    -რა საჭიროა ამის ცოდნა? უბრალოდ იცხოვრე და დატკბი სიმშვიდით.
    -მაგრამ ამ ცხოვრებაში სიმშვიდე საიდან!
    -ის არაა მხოლოდ შენში.
    -ოსტატო, მე შენთან იმისათვის მოვედი, რომ რაღაც ვისწავლო. შენ ბრძენი ხარ შენს სიტყვებსა და შენს საქციელში, მაგრამ შენ არაფერს არ აძლევ შენს მოწაფეებს.
    -თუ რაიმეს მოგცემთ, ის ხომ დაგამძიმებთ თქვენ, თუ მე რაიმეს გამოგართმევთ,_დავმძიმდები მე. თავისუფლება თუ გინდა იგრძნო, მსუბუქი უნდა გახდე. მოდით და ნუ დავამძიმებთ ერთმანეთს საჩუქრებით.
    -მოძღვარო, მე ერთ ცნობილ ოსტატთან მივდივარ მედიტაციების სასწავლებლად.
    -წადი, ეს შენ ძალიან გჭირდება.
    - მჭირდება? რისთვის?
    -რათა ბოლომდე გახდე ბრიყვი.
    -ნუთუ მედიტაციის სწავლა სიბრიყვეა?
    -სიბრიყვეა მისდევდე უნარების სიმრავლეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა გწადიან ამ ცხოვრებაში. თუ რაიმეს შეძენა გსურს,_ეძიეთ მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი მეცნიერების საიდუმლოებაში ჩაგახედებთ, გასწავლიან ხმლის ხმარებას, ისრის ტყორცნას, სხეულის ფლობას, ანუ მოგაწვდიან ცოდნას იმ დაგრში, რომელსაც თავად ფლობენ. თქვენც გახდებით მკურნალები, მეომრები, მასწავლებლები, მუსიკოსები, მხატვრები. და ეს მშვენიერია! მაგრამ ამას არავითარი კავშირი არა აქვს გაბრძყინებასთან და მითუმეტეს განთავისუფლებასთან. ნამდვილი მასწალებელი გასწავლის საკუთარი თავის შეცნობას, იგი დაგესმარებათ თქვენი საიდუმლოების გახსნაში, რომელიც თქვენს გულშია. ადამიანმა, რომელმაც თავისი თავი იპოვა _ თავისუფლებას შეიძენს. თქვენ კი ჯერ-ჯერობით იმ ბაწრებს ეძებთ, რომლებითაც მყარად აბავთ საკუთარ თავს ამ წუთისოფლის ამაოებას.
    -ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ იმაში, რომ სხვადასხვა მეცნიერებებს ვეზიარო.
    -ვერც მე ვერაფერს ვერ ვხედავ ამაში ცუდს.
    -მოძღვარო, შენ ეს წუთია ბრძანე, რომ ამის გაკეთება საჭირო არაა!
    -შენ ასე გაიგე ჩემი ნათქვამი.
    -მე ასე მგონია რომ აქ ყოფნით მე მხოლოდ დროს ვკარგავ. მაგრამ რაღაც ძალა მაინც არ მიშვებს აქედან. რატომ არაფერს არ ვაკეთებთ?
    -ამ სკოლაში განა უმკაცრესი წესი არაა გაბატონებული?
    -კი, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ცოტას ვჭამთ, მედიტაციებს ვასრულებთ, ვეხმარებით მოსულებს, მაგრამ თავად სწავლა სადაა?
    -ნუთუ უბრალოდ ცხოვრება და მოვალეობის შესრულება ასე ცოტაა?
    -მაგრამ კარგი იქნებოდა კონკრეტული ცოდნის მიღებაც!
    -რისთვის?
    -რათა ხალხს ვემსახუროთ, სარგებელი მოვუტანოთ მათ.
    -მითხარი, შენ როგორ მოხვდი აქ?
    -მშობლებმა მომიყვანეს.
    -რა მიზნით?
    -რათა ვისწავლო და სარგებელი მოუტანო საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
    -შენ კარგად ჩაწვდომილხარ სწავლას იმაში, რომ მან სარგებელი უნდა მოიტანოს. გამოდის, რომ შენ კარგად გაგიგია, რომ მოხვედი მიღებისათვის.
    -მე ყველაფერი როდი მინდა. მე მხოლოდ მცირედს ვჯერდები. სხვა ყველაფერზე მზადავარ უარი ვთქვა.
    -შენ აქ იმისათვის ხარ, რომ იმ მცირედზეც კი უარი სთქვა რაც ესოდენ ძლიერ გესაჭიროება.
    მხოლოდ სრულებით თავისუფალ ადამიანს შეუძლიან დახმარება გაუწიოს სხვებს გათავისუფლდეს იმისაგან რაც მათი ხელის შემშლელია. მაგალითად რაღაც სნეულებისაგან. ბოღმისაგან, სიძულვილისაგან, ავხორცობისაგან, შურიანობისაგან. ჭეშმარიტი დახმარება ის კი არაა, რომ გაიღო, არამედ იმაში, _ გაათავისუფლო ადამიანი იმ ჭუჭყისაგან რომელსაც ის ვერასოდეს ვერ მოიცილებს თვითონ. განწმინდო სხვა ნიშნავს ჯერ თავად განიწმინდო.
    -სწორად გავიგე, რომ ადამიანთა დახმარებას მაშინ აქვს აზრი, თუ თავად შენა ხარ თავისუფალი?
    -თავისუფალი ადამიანი არც დახმარებას ცდილობს და არც სხვების მიმართ სიკეთის ქმნას. იგი უბრალოდ ცხოვრობს. თავად მისი ამ ქვეყანაზე არსებობაა სიკეთის მომტანი.
    -კი მაგრამ როგორ?
    -რას აკეთებს მზე?
    -უბრალოდ ანათებს.
    -განა ის დახმარებაზე ფიქრობს?
    -არა, ჩვენთვის საკმარისია მისი არსებობა.
   -სამყაროსათვის საკმარისია ისიც, რომ ერთმა ადამიანმა ნათება დაიწყო.

    -მოძღვარო, შენ უარჰყოფ სასარგებლო საქმიანობას?
    -შეგიძლია სთქვა რომ ჩვენი სკოლის ყველა ბინადარი უმოქმედოა?
    -რა თქმა უნდა არა. ისინი ყველანი შრომობენ.
    -აღასრულე შენი ვალი. ეს საკმარისია.
    -მოძღვარო, ზოგჯერ ბრაზი მხრჩობს. მაშინ მე არ ვიცი რას ჩავდივარ.
    -აბა მიჩვენე როგორ ბრაზობ.
    -არ შემიძლიან. მე ეხლა შესანიშნავ ხასიათზე ვარ.
    -მაშ სადაა ბრაზი?
    -წავიდა.
    -როცა დაბრუნდება და დაგიკაკუნებს, კარი არ გაუღო.
    -მოძღვარო, მე ძუნწი ადამიანი ვარ. ჩემი ახლობლები იტანჯებიან ჩემი სიხარბისაგან და მათთან ერთად მე თვითონ. დამეხმარე, გამანთავისუფლე მისგან.        
    -საკმარისია შენი სიხარბის ძირის აღმოჩენა. მითხარი, რა გაქვს ჯიბეში?
    -ხურდა.
    -მომეცი.
    -აიღეთ.    
    -თუ ხარბი ხარ, მაშ რად მომეცი?
    -რა აზრი აქვს ხურდას? ის ხომ არაფერს არ ნიშნავს.
    -შუა თითზე ბეჭედი გაქვს ძვირფასი თვალით. მომეცი.
    -სამუდამოდ თუ სანახავად?
    -სამუდამოდ.
    -მოძღვარო, ეს ხომ ძალზედ ძვირფასი ბეჭედია. მე თავად მჭირდება.
    -რისთვის?
    -რამე რომ მოხდეს გავყიდი და დიდ ფულს ავიღებ.
    -მაშასადამე არ მაძლევ იმიტომ, რომ მომავალზე დარდობ?
    -რა თქმა უნდა. ვინ იცის რა ხდება.
    -ხედავ, შენი სიხარბის ძირი მომავლის შიში ყოფილა, ანუ აზრები იმის შესახებ რაც ჯერ არ მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.
    შენ ცუდის გეშინია, გეშინია გაჭირვების. როდესაც შენი ქალიშვილი ახალ კაბას გთხოვს _ მიეცი ფული, ახალ კაბაში ხომ ლამაზი იქნება და მდიდარ საქმროსაც იშოვის. შენს ოჯახში ბარაქა შემოვა. ნუ გენანება გაცემა, ცუდზე ნუ ფიქრობ. შენ ბეჭედი სიხარბის გამი კი არ მომეცი არამედ სიღარიბის შიშის გამო. მაგრამ შენ ხომ ღარიბი არა ხარ, მაშ რაღა გადარდებს?
    _მართლაც რომ, ეს ხომ მხოლოდ აზრებია.
    _მაგრამ მე შენს ბეჭედს არც კი შევეხები ისე გეტყვი, რომ ბეჭდის თვალი უბრალო ქვაა. ბეჭედს არაფრის ფასი არა აქვს.
    _როგორ?! ეს რა უბედურებაა! ესეიგი მე არაფერი არ მქონია! გაკოტრების ზღვარზე ვყოფილვარ! რამე რო მოხდეს, ვერაფერს გავყიდი საქმის ფეხზე დასაყენებლად!
    -და ეს ყველაფერი მხოლოდ აზრებია. ხომ ხედავ რომ არაფერი არ მომხდარა, რატომ ღელავ? ხუთი წუთის წინ მდიდარს არაფერი გაღელვებდა, ეხლა არაფერი არ მომხდარა, შენ კი გაღარიბდი და ღელავ. სინამდვილე კი არ შეცლილა, იგი ისევ ისეთი დარჩა და მაშ სადღაა შენი სიცოცხლის სიმართლე?
    -მასწავლებელო მე არაფერი არ ვიცი. სიმართლე მითხარი, მდიდარი ვარ თუ ღარიბი, ვიყო უხვი თუ ძუნწი?
    -ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რად მიიჩნევ საკუთარ თავს. მდიდარი, ღარიბი, ძუნწი, უხვი,_ეს მხოლოდ სახელებია. ამ სიტყვებით ჩვენ ჩვენს აზრებს აღვნიშნავთ. მისცემ თავს სიძუნწის უფლებას,_იქნები ძუნწი. მისცემ თავს სიუხვის უფლებას,_იქნები უხვი.
    -მაშ რა ვქნა?
    -ნურაფერზე ნუ ფიქარობ.
    -მეზობელ სკოლაში მასწავლებელს სკოლისათვის ყოველი საჭირო საგნის მატერიალიზება შეუძლიან. მასწავლებელო შენ ეს შეგიძლიან?
    -ამაზე მე არასოდეს არ მიფიქრია.
    -სხვა სკოლის მასწავლებელი საგანზე კონცენტრაციისას საგანს ამოძრავებს. მითხარი შენ ეს შეგიძლია?
    -ამაზე მე არასოდეს არ მიფიქრია.
    -მე მითხრეს რომ ერთ სკოლაში მოძღვარი მოსწავლეთა მომავალს წინასწარმეტყველებს. ამის გაკეთება შენც იცი?
    -ამაზე მე არასოდეს არ მიფიქრია.
    -ისეთ მასწავლებელზეც გამიგია, რომელმაც იარაღის სრულყოფილი ფლობა იცის. იგი დაუმარცხებელია. შენ თუ იცი იარაღის ფლობა?
    -ამაზე მე არასოდეს არ მიფიქრია.
    -მასწავლებელო, მაშინ რაზე ფიქრობ?
    -იმაზე თუ როგორ გავაძლიერო ჩემს თავში სიმშვიდე.
    -მასწავლებელო, განა ცუდია შეგეძლოს უჩვეულო მოვლენების გამოწვევა?
    -ის ვინც მას აკეთებს, ფიქრობს იმაზე თუ ვის უჩვენოს თავისი სასწაულები. ასე ძლიერად მე არასოდეს არ ვღელავ.
    -მასწავლებელო, თუ საჭირო გახდა, შეძლებ ჩვენს გამოკვებას და  დაცვას?
    -ამაზე მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როდესაც ამის საჭიროება დადგება.
    -მოძღვარო, ის ღმერთი რომელზედაც მე მედიტაციას ვაკეთებდი დღეს მოვიდა ჩემთან.
    -მიზანი მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც თავად ის ღვთაება გახდები. საინტერესოა მაშინ შეძლებ შენ, შენს თავს ეახლო?
    -ალბათ ვერა.
    -წადი და განაგრძე მუშაობა.
    -მოძღვარო! მე ვეძებდი ღმერთს და ვიპოვე იგი. ღამე მოვიდა ჩემთან.
    -რაში იყო ჩაცმული?
    -არ ვიცი. ვერ გავარკვიე.
    -როგორ გამოიყურებოდა?
    -ეს იყო მთლიანი ნათელი. მე ვტკბებოდი მისი არსებობით.
    -ძლიერი ნათება იყო?
    -დიახ, ძალზედ ძლიერი.
    -ესეიგი შენ სამოსელი ვერ გაარჩიე, სამაგიეროდ იხილე ნათება. თუ შენ ღმერთი დაინახე, მანძილი იყო თუ არა თქვენს შორის?
    -არ ვიცი, ალბათ. ნათება ჩემს ირგვლივ იყო.
    -ძალიან კარგი. წადი. შემდეგში მოდი ჩემთან მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მანძილი შენსა და ღმერთს შორის აღარ იქნება.
    -მოძღვარო, სამყაროზე შენი შეხედულებები არც მაინცადამაინც გასაგებია ჩემთვის და არც მაწყობს კიდეც.
    -მაშ რატომ ხარ აქ?
    -შენგან რაღაც წარმოუდგენელი ძალა მოდის. იგი მაჯადოებს მე და მიზიდავს შენსკენ. მითხარი, რა ძალაა ეს ასეთი?
    -ეს სიმშვიდის ძალაა.
    -სხვა მასწავლებლებს რაღაც შეუძლიათ და ამით იზიდავენ მოსწავლეებს. შენ კი არაფერს აკეთებ, არაფერს ამჟღავნებ, მაგრამ მოწაფეები მაინც ბევრი გყავს.
    -ყველა როდი აფასებს მოქმედებას. არიან ისეთებიც რომლებმაც იციან არქმედების ფასი.
    -რაშია არქმედების აზრი?
    -სიმშვიდეში.
    -რატომ არასოდეს არ ჩქარობ, თუნდაც მაშინ, როცა გაგვიანდება?
    -ფაცი-ფუცი ადამიანის ბუნება არაა.
    -და თუ დროზე ვერ მიხვალ?
    -ვინც დროის მიღმა ცხოვრობს, ის ვერასოდეს     ვერ დაიგვიანებს.
    -მოძღვარო, შენ გარკვეულ საათზე გელოდებიან და შენ სხვა დროს მოდიხარ. ეს განა სწორი საქციელია?
    -მე მათთან ვარ იმ საათიდან ოდეს მელოდებიან. ისინი ვერ მამჩნევენ, ისინი მხოლოდ ჩემს ფორმას ელოდებიან. იმისათვის რომ მიხილონ. მათ ჩემი ფორმა უნდა დაინახონ თვალნათლივ საკუთარი თვალებით და მოისმინონ არაფრის მთქმელი რაღაც სიტყვები. მე ბრალი როდი მიმიძღვის იმაში რომ მათ ჩემი სიზუსტის შეფასება არ შეუძლიათ.
    -მასწავლებელო, რა ბედნიერებაა ხედავდე იმას, თუ როგორ ხალისობ შენ. მითხარი, რა იწვევს შენს ასეთ გულწრფელ სიხალისეს?
    -მე მაშინ მეცინება, როდესაც ვინმე მოახერხებს და ჩემს სიმშვიდეს დაარღვევს.
    -მოძღვარო, რაშია სიცოცხლის შინაარსი?
    -სიკვდილში.    
    -მაგრამ ადამიანებს ეშინიათ მისი. სიკვდილი არავის არ უნდა.
    -მითხარი აბა, როცა გძინავს გინდა გაღვიძება?
    -ეს მე არ ვიცი ძილის დროს. ეს თავისთავად ხდება.
    -ადამიანის სიცოცხლე ძილსა ჰგავს. როდესაც ადამიანი კვდება, აი მაშინ ის ბოლოსდაბოლოს იღვიძებს.
    -არის ხოლმე ისეც, რომ ვიცი რომ მძინავს.
    -ასეც ხდება, ადამიანები ხვდებიან რომ სიცოცხლე ეს მხოლოდ გრძელი ძილია.
    -მაგრამ თუ ადამიანები გააცნობიერებენ, რომ სიცოცხლე მხოლოდ გრძელი ძილია, მაშინ მათ აღარ შეეშინდებათ სიკვდილის?
    -ეს ძნელი დასაჯერებელია. მაგრამ ვინც ეს გააცნობიერა, მას დიდი ვაჟკაცობა დასჭირდება იმისათვის, რომ გაღვიძება დაიწყოს.
    -ესეიგი როდესაც გაიღვიძებენ ისინი გარდაიცვლებიან?
    -პირიქით, ისინი როგორც იქნება გაცოცხლდებიან.
    -მოძღვარო, ჩემში ჯერ არ ჩამქვრალა ტკბობის სურვილები.
    -რაიმე კონკრეტული სიამოვნებები გსურს?
    -დიახ, კარტის თამაში მიყვარს.
    -თუ კუნძულზე მოხვდები, იქ ხომ კარტი არაა, _ მაშინ?
    -ფოთლებით ვითამაშებდი.
    -ხეებიც რომ არ იყვეს?
    -კენჭებით თამაშს მოვიგონებდი.
    -ხომ ხედავ, რომ საქმე იმაში კი არაა თუ რას თამაშობ, არამედ თამაშის სურვილში. უბრალოდ შენ თამაშის ენერგია გაქვს. მითხარი, თუ მოძრაობის უუნარო გახდი, რას გააკეთებდი?
    -ალბათ გონებაში ვითამაშებდი.
    -შენ ეხლაც აზრების ზემოქმედების ქვეშ იმყოფები. აზრები თამაშის შესახებ გაიძულებენ თამაშს ფიზიკურად. შეცვალე აზროვნების მიმართულება. როდესაც თამაშის სურვილი გიჩნდება, შენ უკვე თამაშობ და ამას შენს აზრებში დაინახავ. ამ მომენტში შეცვალე აზრები. უფრო სასარგებლოზე იფიქრე.
    -მაგალითად რაზე?
    -იმაზე რომ ხუთი წუთის შემდეგ გარდაიცვლები.
    -მოძღვარო ეს სიმართლეა?
    -არ ვიცი, მაგრამ შენ იფიქრე.
    -ეჭვები მართლაც ხშირად მაწუხებენ.
    -მაგალითად?
    -ზოგჯერ ეს სამყარო არარეალური მეჩვენება. ეს მართლაც ასეა? მაშ სადაა რეალობა?
    -აქვეა. მოიშორე უმეცრება, დაგრჩება რეალობა.
    -რაში მდგომარეობს ადამიანთა უმეცრება? ადამიანებმა ხომ ბევრი იციან იკვლევენ, აუმჯობესებენ.
    -ყველაფერს, რასაც ადამიანი გრძნობებისა და გონების მეშვეობით გებულობს, _ უმეცრებაა.
    -მაგრამ სხვანაირად ამ სამყაროს ადამიანები ვერ სწავლობენ.
    -ეს არცაა საჭირო. ადამიანებმა გაცნობირებულად უნდა მიმართონ გრძნობასა და გონებას სამყაროს შესაცნობად.
    -რა არის გაცნობიერება?
    -ესაა საკუთარი მეტყველების, აზრისა და საქციელის მართვა.
    -ყველაფრის ერთდროულად მართვა შეუძლებელია.
    -შესაძლებელია. ის შესძლებს, ვინც მიხვდება, რომ გაცნობიერების გარეშე ის ვერ დაიწყებს სიცოცხლეს.
    -რა დრო დასჭირდება გაცნობიერების მიღწევას?
    -ეს შენი სიცოცხლის წყურვილზეა დამოკიდებული. როცა ადამიანს წყურია, ის მხოლოდ წყალს ეძებს. სხვაზე ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობს. თუ შენ მართლა გსურს გახდე გაცნობიერებული, იფიქრე მხოლოდ ამაზე.
    -თუკი მხოლოდ გაცნობიერებაზე ვიფიქრებ, მე ხომ ბევრ შესაძლებლობას გავუშვებ ხელიდან! ასე  მთელი სიცოცხლე შემომელევა ხელში...
    -შენ ეხლა ერთი რამ არ გესმის: ეხლა შენ კი არ ცოცხლობ, არამედ გძინავს. შენ ხედავ სიზმარს სიცოცხლეზე. გაცნობიერებაა გამოღვიძება. სიცოცხლემ ისედაც გვერდი აგიქცია. შენ არ  შეგიძლიან განსაზღვრო რა არის სიცოცხლე და რაა სიზმარი.
    -გამოდის, რომ უნდა დავიჯერო, რომ მე მძინავს, და თუ შენ ცდები?
    -შენ როდი უნდა დამიჯერო მე. ჯერ ჩვენს შორის  განსხვავება დაინახე.
    -შენ ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც მე, მხოლოდ უფრო ბრძენი. სხვა რითი განვსხვავდებით?
    -შენ მუდამ კითხვებს სვავ, ჩემთან კი პასუხებზე მოდიხარ.
    -მასწავლებელო, მაგრამ ხომ შეიძლება რომ პირიქითაც მოხდეს?
    -მე შეკითხვები არა მაქვს.
    -მოძღვარო, თუ შენ შეკითხვები არა გაქვს, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შენ ყველაფერი იცი?
    -ეს ნიშნავს, რომ მე არაფერი არ მაწუხებს.
    -შენ გაწყობს ის, რაც ამ ქვეყანაზე ხდება? ეს ხომ ჯოჯოხეთია!
    -მე მაწყობს ის, თუ როგორ დაგეგმა უფალმა თავისი თამაში.
    -ისე ჩანს, რომ მისი გეგმა არ სრულდება. აქ ხომ ყველაფერი თავდაყირა დგას.
    -ამ სამყაროს, თავდაყირას_შენ ხედავ. მე კი ვხედავ მის სრულყოფილებას. რადგან მე მას როგორც სრულყოფილ ქმნილებად ააღვიქვამ, მე ვერაფერს შევასწორებ მასში. მე იდეალურ, უმშვენიერეს სამყაროში ვცხოვრობ. მე არა მაქვს მის მიმართ პრეტენზიები, მე ყველაფერი მაწყობს. იმის გამო, რომ მე არაფერი არ მაწყობს, მე უბრალოდ ვცხოვრობ და შევხარი ცხოვრებას. მე ვტკბები ყოველივე იმით, რაც ჩემს ირგვლივაა. მე არ  მაღიზიანებენ არცა უაზრო შეკითხვები, რჩევები, ადამიანთა ჭკვიანური გამონათქვამები, რომლებიც ჩემთან მოდიან. მე მათ ისე ვუყურებ, რომ ჩემთვის ისინი ღმრთის ერთიანი ქმნილების ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ყველა თავთავის ადგილზეა და ამ სრულყოფილი თამაშში თავის როლს ასრულებენ. როდესაც ბრაზობენ ან სისასტიკეს იჩენენ, მე მხოლოდ ის მაოცებს, რომ ისინი თავის ემოციებს საკუთარ თავთან აიგივებენ და ვერ ახერხებენ საკუთარი მოქმედებების მართვას. ისე ჩანს თითქოს მათი ხელ_ფეხი მათ არ  ემორჩილებათ, და თავადაც არ იციან სად მიაქანებს მათ საკუთარი ფეხები. ვერ ამჩნევენ რას აკეთებენ ხელები, ფეხები, რას ამბობს ენა. მათ არ იციან რა ხდება მათ თავში. ადამიანები იმ თოჯინებს ჰგვანან, რომლებსაც  ბატარეიკები ჩაუწყვეს გარკვეული ვადით. ოდეს დაჯდებიან ბატარეიკები, ადამიანები კვდებიან და ირგვლივ ყველა ტირის. თურმე თოჯინა ენანებათ, რომელიც ხელფეხს იქნევდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა.
    ადამიანები დათანმხდნენ ასეთ არსებობას, მაგრამ ზოგი ვინმე თუ ამჩნევს რომ სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაში მათ შეცდომა გაეპარათ. როცა შეცდომას აღმოაჩენენ, ქვეყანას სხვაგვარად დაინახავენ. ისინი გაიღვიძებენ. საკმარისია გამოღვიძებულთა გარკვეული რაოდენობა, რომ გაღვიძების ტალღამ მსოფლიოს შემოუაროს. რას ვაკეთებ მე საამისოდ? მე უბრალოდ ვლაპარაკობ იმაზე, რასაც ვხედავ, ვყვები იმ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრომ. ყველასათვის ეს საინტერესო როდია და არცაა გასაგები, მაგრამ ადამიანებს მაინც იზიდავენ ჩუმი საუბრები. ისინი მეკითხებიან, მე კი ვპასუხობ მათ ძალზედ უბრალოდ და პირდაპირ. ასეთია ჩემი ცხოვრება.
    -მოძღვარო, როგორია ჩემი განსხეულების მიზანი?
    -შენი განსხეულების მიზანია, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანისა, რომ ჩაწვდეთ იმას თუ ვინა ხართ სინამდვილეში.
    -მაშ რაზე ვიბადებით? არა სჯობიან იქ დავრჩეთ, სადაც ამის შესახებ უკვე ვიცით.
    თუკი შენ მთელი სიცოცხლე მხოლოდ ოქროს ჭურჭლიდან მიირთმევ საკვებს და სხვანაირის შესახებ არ უწყი, შენ შეგიძლიან შეაფასო იგი? შეფასებისათვის საჭიროა რაღაც სხვა საგანი შესადარებლად. აი როდესაც არჩევანი გაკეთებულია, უნდა გააცნობიერო ეს, როგორც სვებედის ნობათი.
    -მოძღვარო, მე თუ არჩევანს ვაკეთებ, და თუ ეს არჩევანი სწორია, რათაა, რომ მე ეს სიკეთე მაინც ღვთის მადლად უნდა მივიჩნიო? ასე გამოდის, რომ ჩემი აზრები და ჩემი მოქმედება არაფერი ღირს?
    -დიახ. შენი მოქმედებები და აზრები არაფერია. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ "მე"_ს. ეს მან გააკეთა სწორი არჩევანი, რადგან არაფერ მცდარს არ დაუშვებს. ეს "მე" არის ღმერთი.
    -ვერ გავიგე, საბოლოო ჯამში რა უნდა მივიღო? თუ საკუთარ თავს შევიცნობ და ღმერთს ვიპოვი, მაშინ რა მოხდება?
    -არც არაფერი.
    -მაშინ რა აზრი აქვს ძიებას?
    -არავითარი.
    - არც არაფერი, არავითარი..._ეს ხომ სრული უაზრობაა! გამოდის რომ არც არაფერი არ უნდა აკეთო და არც არაფრისკენ არ უნდა მიისწრაფებოდე!
    - არსი თავად მისწრაფებაშია. მნიშვნელოვანია მოქმედება და არა შედეგი
    -მოძღვარო, შენ ხომ არ_მოქმედებაზე საუბრობდი.
    -ნუ აურევ ქმედებასა და არ_ქმედებას არ_საქმიანობასთან. არ_საქმიანობა _ გაცნობიერების უზენაესი ფორმაა.
    -მოძღვარო, რას გულისხმობ მისწრაფებასა და მოქმედებაში?
    -მთავარია შენი მიზნის ადამიანებისა და საქმეების მიმართ დამოკიდებულება.
    -გამოდის, რომ მე მთელი დრო უნდა მოვანდომო საკუთარი თავის მეთვალყურეობას.
    -ეს მართლაც ასეა. მხოლოდ შენ თვითონ უნდა გახდე უმკაცრესი და ზედმიწევნით ყურადღებიანი დაკვირვების საგანი. შენ, და არა სხვა ვიღაც.